რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (პიესა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რაც გინახავს, ვეღარ ნახავ
რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (გაზეთი „დროება“).jpg
ავტორი ავქსენტი ცაგარელი
პრემიერა 19 დეკემბერი, 1879
პრემიერის ადგილი თბილისი
ენა ქართული
ჟანრი კომედია
მოქმედების ადგილი თბილისი და მისი შემოგარენი

„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ქართველი დრამატურგის, ავქსენტი ცაგარელის პირველი კომედიური ჟანრის პიესა. მოქმედება ვითარდება მე-19 საუკუნის თბილისსა და მის შემოგარენში, სადაც მოთხრობილია, ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომლებიც დაქორწინებას აპირებენ, მაგრამ სოფლის გაღარიბებული თავადი საპატარძლოს ძალით წაიყვანს.

ცაგარელმა პიესა 21 წლის ასაკში, 1878 წელს დაწერა.[1] პიესა სამ მოქმედებიანია და წარმოადგენს ერთგვარ მძაფრ სოციალურ პროტესტს თავადაზნაურების წინააღმდეგ. პირველად დაიდგა 1879 წლის 19 დეკემბერს თბილისში.[2]

„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“-ის სიუჟეტი დაფუძნებულია XIX საუკუნის თბილისში მომხდარ მემამულე შიოევის გახმაურებულ რეალურ ამბავზე, რომელმაც საცოლე მოსტაცა ვიღაც დიღმელ გლეხს.[3] ავქსენტი ცაგარელისადმი მიძღვნილ ტექსტში იოსებ გრიშაშვილიც წერს:

1935 წელს ღრმად მოხუცებულმა ცაგარლების მოყვარემ — ნინო გრიგოლის ასულმა უგრელიძემ გვიამბო, რომ ყოფილა ერთი მემამულე გვარად შიოევი (პეტრე შიოთაღაშვილი), რომელმაც მოიტაცა დიღმელი გლეხის გულას გოგო და მოიწადინა მასზედ ჯვარის დაწერა. ის გოგო თურმე მენახშირეზე ყოფილიყო დანიშნული, ბევრი ემუდარეს გულქვა ბატონს, მაგრამ მან თავისი გაიტანა, ნათესავებიც წინ აღუდგნენ: „უსწავლელია, რათ გინდაო“, — შიოევმა თურმე უპასუხა: „რა ვუყოთ, რომ უსწავლელია, ჰამაც ვაკოცებ, ჰამაც ვასწავლიო“... ბოლოს ამ „ბედნიერ ცოლ-ქმართ“ ეყოლათ ქალი, რომელიც „ზავედენიაში“ მიაბარეს და მოახლეები დაუყენესო....[4]

ამ ფაქტს ადასტურებს ხალხური ლექსი — „პეტრე ბატონის ლექსი“.[2]

1965 წელს გამოვიდა რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ამავე სახელწოდების ფილმი,[5][6] რომელშიც მონაწილეობენ აკაკი ხორავა, სოფიკო ჭიაურელი, ვასო გოძიაშვილი, გიორგი შენგელაია, ვახტანგ ნინუა და სხვები.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რაც გინახავს, ვეღარ ნახავ. Buki.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2020.
  2. 2.0 2.1 „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, ანუ ნამდვილი ამბავი. „მათადოვი“ (20 თებერვალი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2020.
  3. დროება, 19 დეკემბერი, 1879, #263, გვ. 4, თბილისი, გამომც. — ს. მელიქიშვილი
  4. „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, ანუ სიმართლე „უპატარძლო ქორწილის“ რეალური ამბის შესახებ. „ქართული აზრი“ (8 მაისი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2020.
  5. გოგი გვახარია. (10 ოქტომბერი, 2005) “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” – 40. „რადიო თავისფულება“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2020.
  6. რაც გინახავს, ვეღარ ნახავ, ანუ უპატარძლო ქორწილის რეალური ისტორია. „ქართული კვირა“ (8 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2020.
  7. Full Cast & Crew: Rats ginakhavs, vegar nakhav (1965). კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2020.