შინაარსზე გადასვლა

ანსელმო ალიეგრო ი მილა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანსელმო ალიეგრო ი მილა
ანსელმო ალიეგრო ი მილა
კუბის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი 1959 – 2 იანვარი 1959
წინამორბედიფულხენსიო ბატისტა
მემკვიდრეკარლოს მანუელ პიედრა

დაბადებული8 დეკემბერი, 1899
იაგუახაი, კუბა
გარდაცვლილი22 ნოემბერი, 1961
მაიამი, ფლორიდა, აშშ
მეუღლეანა დურანი

ანსელმო ალიეგრო ი მილა (ესპ. Anselmo Alliegro y Milá; დ. 8 დეკემბერი, 1899, იაგუახაი, კუბა — გ. 22 ნოემბერი, 1961, მაიამი, ფლორიდა, აშშ) — კუბელი პოლიტიკური მოღვაწე. კუბის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 1 დღით 1959 წლის 1-დან — 2 იანვრამდე. მან შეცვალა ფულხენსიო ბატისტა. მის შემდეგ კი კარლოს მანუელ პიედრა გახდა პრეზიდენტი.

ანსელმო ალიეგრო ი მილა 1944 წელს იყო კუბის პრემიერ-მინისტრი. ასევე იყო ქალაქ ბარაკოას მერი, კუბის კონგრესის წარმომადგენელი 1925, 1940 და 1945 წლებში. 1942 წელს იყო განათლების მინისტრი, ასევე ეკავა შინაგან-საქმეთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობები.

  • Otero, Juan Joaquin (1954). Libro De Cuba, Una Enciclopedia Ilustrada Que Abarca Las Artes, Las Letras, Las Ciencias, La Economia, La Politica, La Historia, La Docencia, Y ElProgreso General De La Nacion Cubana - Edicion Conmemorative del Cincuentenario de la Republica de Cuba, 1902-1952.  (Spanish)
  • Jimenez, Guillermo (2006). Los Propietarios De Cuba 1958. Editorial de Ciencias Sociales, Havana, Cuba. ISBN 9590608302.  (Spanish)