რასინგ კლუბ დე აველიანედა (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რასინგ კლუბი
სრული სახელი Racing Club de Avellaneda
რასინგ კლუბ დე აველიანედა
მეტსახელი La Academia
დაარსდა 25 მარტი, 1903; 121 წლის წინ (1903-03-25)
სტადიონი „ესტადიო ხუან დომინგო პერონი“
აველიანედა, არგენტინა
(ტევადობა: 61 000 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ვიქტორ ბლანკო
მწვრთნელი არგენტინის დროშა ფერნანდო გაგო
ლიგა არგენტინის პრიმერა დივიზიონი
2022 მე-2
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

რასინგ კლუბ დე აველიანედა (ესპ. Racing Club de Avellaneda) — არგენტინული საფეხბურთო კლუბი ქალაქ აველიანედიდან. ასევე ცნობილია როგორც რასინგ კლუბი ან უბრალოდ რასინგი. დაფუძნდა 1903 წლის 25 მარტს. ასპარეზობს არგენტინის პრიმერა დივიზიონში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძლიერ და პოპულარულ გუნდად არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში. „ბოკა ხუნიორსთან“,[1] „ინდეპენდიენტესთან“,[2][3] „რივერ პლეიტთან“[4] და „სან-ლორენსოსთან“[5] ერთად შედის არგენტინული საფეხბურთო კლუბების დიდ ხუთეულში.[6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„რასინგ კლუბის“ ისტორია სათავეს 1903 წლის 25 მარტიდან, ბუენოს-აირესის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ აველიანედაში იღებს. იგი პირველი საფეხბურთო კლუბია, რომელიც ამ ქალაქში დაფუძნდა. ორი წლის შემდეგ, ამავე ქალაქში შეიქმნა მეორე საფეხბურთო კლუბი ინდეპენდიენტე — „რასინგის“ მთავარი და ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე.[7] არგენტინული ფეხბურთის სამოყვარულო პერიოდში[8] „რასინგ კლუბი“ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სტაბილურ და ძლიერ გუნდად ითვლებოდა.

„რასინგმა“ 1913–1919 წლებში ზედიზედ შვიდჯერ შეძლო ქვეყნის ჩემპიონატში გამარჯვება. 1920-იან წლებში დამატებით კიდევ ორჯერ დაეუფლა ჩემპიონის წოდებას და ჯამში მოპოვებული ცხრა საჩემპიონო ტიტულით, სამოყვარულო პერიოდის ყველაზე ტიტულოვან კლუბად რჩება ამჟამად არსებულ არგენტინულ საფეხბურთო კლუბებს შორის.[9][10].

პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარებიდან „რასინგი“ პირველი იყო, ვინც სამჯერ ზედიზედ (1949, 1950, 1951)[10] მოიგო არგენტინის ჩემპიონატი. ამავე პერიოდში, კერძოდ 1950 წლის 3 სექტემბერს გაიხსნა გუნდის ახალი სტადიონი, რომელსაც სახელი არგენტინის პრეზიდენტის ხუან პერონის პატივსაცემად ეწოდა — „ესტადიო პრესიდენტე ხუან დომინგო პერონ“ (ესპ. Estadio Presidente Juan Domingo Perón). სტადიონი ასევე ცნობილია სახელწოდებით „ელ სილინდრო“ (ესპ. El Cilindro de Avellaneda) და „ელ კოლისეო“ (ესპ. El Coliseo).

მომდევნო პერიოდში „რასინგმა“ კიდევ სამჯერ (1958, 1961, 1966)[10] შეძლო ჩემპიონატში გამარჯვება. 1966 წელს მოპოვებული ჩემპიონობის წყალობით კლუბმა ლიბერტადორესის თასის მომდევნო წლის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. იმ პერიოდში გუნდის ღირსებას იცავდნენ ისეთი აღიარებული ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ აგუსტინ სეხასი, რობერტო პერფუმო, ალფიო ბასილე, უმბერტო მაშიო[11] და სხვ. მათი წინამძღოლობით და გუნდის იმჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ხუან ხოსე პისუტის თავკაცობით კლუბმა 1967 წელს ჯერ ლიბერტადორესის თასი,[12] ხოლო შემდეგ — არგენტინულ საფეხბურთო კლუბებს შორის ისტორიაში პირველმა — საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო, იმ პერიოდის ევროპის საუკეთესო კლუბთან, „სელტიკთან“ შეუპოვარ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ.[13]

სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემადგენლობა 2019–2020[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 21 მარტის მონაცემებით [14][15] შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ჩილე ჩილე გაბრიელ არიასი
3 მცველი არგენტინა არგენტინა ალექსის სოტო
4 მცველი არგენტინა არგენტინა ივან პილიუდი
5 მცველი ჩილე ჩილე ეუხენიო მენა
6 მცველი არგენტინა არგენტინა ლუკას ორბანი
7 თავდამსხმელი არგენტინა არგენტინა ბენხამინ გარე
8 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა დიეგო გონსალესი
9 თავდამსხმელი არგენტინა არგენტინა ჯონათან კრისტალდო
10 ნახევარმცველი პარაგვაი პარაგვაი მატიას როხასი
11 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა დავიდ ბარბონა
12 მეკარე ვენესუელა ვენესუელა კარლოს ოლსესი
13 მეკარე არგენტინა არგენტინა ხავიერ გარსია
15 თავდამსხმელი არგენტინა არგენტინა ლისანდრო ლოპესი
16 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა მაურისიო მარტინესი
17 თავდამსხმელი არგენტინა არგენტინა ექტორ ფერტოლი
18 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა აუგუსტო სოლარი
19 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა ლეონელ მირანდა
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
20 თავდამსხმელი არგენტინა არგენტინა დარიო ცვიტანიჩი [16]
21 ნახევარმცველი ჩილე ჩილე მარსელო დიასი
22 მცველი არგენტინა არგენტინა ხუან ხოსე კასერესი
23 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა ნერი დომინგესი
24 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა ხულიან ლოპესი
25 მეკარე არგენტინა არგენტინა გასტონ გომესი
26 თავდამსხმელი არგენტინა არგენტინა ივან მაში [17]
27 თავდამსხმელი არგენტინა არგენტინა ეველიო კარდოსო
28 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა მატიას სარაჩო
29 თავდამსხმელი არგენტინა არგენტინა ნიკოლას რენიერო
30 მცველი არგენტინა არგენტინა ლეონარდო სიგალი
31 მცველი ურუგვაი ურუგვაი ფერნანდო პრადო [18]
32 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა ვალტერ მონტოია
33 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა ლუკა ანდრადა
35 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა ტიაგო ბანეგა
36 მცველი არგენტინა არგენტინა ელიას მაჩუკა [19]
37 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა კარლოს ალკარასი

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქვემოთ მოყვანილია „რასინგის“ მიერ მოპოვებული ტიტულები და სხვა მიღწევები როგორც არგენტინის პრიმერაში, ასევე არგენტინის მეორე დივიზიონში ასპარეზობისას.:[20]

ეროვნული ტურნირები (35)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა ოფიციალური ეროვნული ტურნირები (33/23) არგენტინის დროშა
ტურნირი ჩემპიონი/თასის მფლობელი ვიცე-ჩემპიონი/ფინალისტი
არგენტინის პრიმერა დივიზიონი (18/9) 1913, 1914, 1915, 1916, 1917, 1918, 1919, 1921, 1925, 1949, 1950, 1951, 1958, 1961, 1966, 2001,[21] 2014, 2018/19 [6] 1920, 1952, 1955, 1959, 1967,[22] 1972,[23] 1995,[24] 2011,[25] 2022
არგენტინის მეორე დივიზიონი (1/2) 1910 1908, 1909
არგენტინის მესამე დივიზიონი (1/0) 1905
-
ადოლფო ბულრიჩის თასი (1/1) 1910 1917
ღირსების თასი (4/0) [26] 1912, 1913, 1915, 1917
-
კარლოს იბარგურენის თასი (5/3) [27] 1913, 1914, 1916, 1917, 1918 1915, 1950, 1958
ბეკარ ვარელას თასი (1/1) 1932 1933
კოპა დე კომპეტენსია (1/2) [28] 1933 1913, 1915
კოპა დე კომპეტენსია ბრიტანიკა (1/0) [29] 1945
-
კოპა დე კომპეტენსია ჟოკეი კლუბი (0/2)
-
1913, 1915
ადრიან ესკობარის თასი (0/1) [30]
-
1949
შვედეთის თასი (0/1)
-
1958
არგენტინის თასი (0/1)
-
2011/12
არგენტინის სუპერთასი (0/0)
არგენტინის სუპერლიგის ჩემპიონთა თასი (1/0) 2019
-
კოპა ბისენტენარიო (0/1) [31]
-
2016 [32][33][34]
ლიგუილა პრე-ლიბერტადირესი (2/1) * 1996, 2015 1988

*Las Liguillas Pre-Libertadores no otorgan título de campeón. Se agregan al listado, pero no se suman como tales.

საერთაშორისო ტურნირები (6)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალური საერთაშორისო ტურნირები (6/7)
ტურნირი თასის მფლობელი ფინალისტი
კუსენიერის ღირსების თასი (1/3) 1913 1912, 1915, 1917
რიკარდო ალდაოს თასი (2/1) 1917, 1918 1916
ლიბერტადორესის თასი (1/0) 1967
-
საკონტინენტთაშორისო თასი (1/0) 1967
-
ლიბერტადორესის სუპერთასი (1/1) 1988 1992
ინტერამერიკანას სუპერთასი (1/0) * 1988
-
საკონტინენტთაშორისო ჩემპიონთა სუპერთასი (0/1)
-
1969
სამხრეთ ამერიკის რეკოპა (0/1)
-
1989

*ინტერამერიკანას სუპერთასის გათამაშება მხოლოდ ერთხელ ჩატარდა და იმის მიუხედავად, რომ კონმებოლმა თავის დროზე თანხმობა განაცხადა ტურნირის ჩატარებაზე, იგი მას თავისად არ ცნობს და ამ გარემოების გამო ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირად აღიარებული არ არის, თუმცა კლუბი მას მაინც თვლის მის მიერ მოპოვებულ თავის მეშვიდე საერთაშორისო თასად.

ცნობილი ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბის ყველაზე მნიშვნელოვანი და გამოჩენილი ფეხბურთელები
ფეხბურთელი პოზიცია წლები მატჩი გოლი წყარო
არგენტინის დროშა
აგუსტინ მარიო სეხასი (ესპ. Agustín Mario Cejas)
მეკარე
1962–1969, 1977–1980
334
[35][36][37]
არგენტინის დროშა
კლაუდიო უბედა (ესპ. Claudio Úbeda)
მცველი
1995–2003, 2005–2006
329
14
[35][36][38]
არგენტინის დროშა
ხუან კარლოს კარდენასი (ესპ. Juan Carlos Cárdenas)
თავდამსხმელი
1964–1972, 1976
321
92
[35][36][39]
არგენტინის დროშა
ესრა სუედი (ესპ. Ezra Sued)
თავდამსხმელი
1943–1954
308
47
[35][36][40]
არგენტინის დროშა
კარლოს ვისენტე სკეო (ესპ. Carlos Vicente Squeo)
მცველი
1969–1972, 1974–1977, 1984
306
36
[35][36][41]
არგენტინის დროშა
გუსტავო კოსტასი (ესპ. Gustavo Costas)
მცველი
1982–1992, 1994–1995
337
?
[35][36][42]

კლუბის მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • არგენტინის დროშა 1931 - არმანდო რეიესი (ესპ. Armando Reyes)
  • უნგრეთის დროშა 1933 - იენო მედიეში (უნგრ. Medgyessy Jenő)
  • არგენტინის დროშა 1935 - ემილიო ფირპო (ესპ. Emilio Firpo)
  • არგენტინის დროშა 1936 - ალეხანდრო სტირლინგი (ესპ. Alejandro Stirling)
  • არგენტინის დროშა 1938 - მარიო ფორტუნატო (ესპ. Mario Fortunato)
  • არგენტინის დროშა 1940 - ემილიო ფირპო (ესპ. Emilio Firpo)
  • არგენტინის დროშა 1942 - ხოსე დელა ტორე (ესპ. José Della Torre)
  • არგენტინის დროშა 1942 - ანტონიო დე მარე (ესპ. Antonio De Mare)
  • არგენტინის დროშა 1943 - ხოსე დელა ტორე (ესპ. José Della Torre)
  • არგენტინის დროშა 1945 - რენატო სესარინი (ესპ. Renato Cesarini)
  • არგენტინის დროშა 1945 - ნიკოლას შიავონე (ესპ. Nicolás Schiavone)
  • არგენტინის დროშა 1945 - გილერმო სტაბილე (ესპ. Guillermo Stábile)
  • არგენტინის დროშა 1954 - ხოსე დელა ტორე (ესპ. José Della Torre)
  • არგენტინის დროშა 1954 - ხოსე დ'ამიკო (ესპ. José D'Amico)
  • არგენტინის დროშა 1955 - საულ ონგარო (ესპ. Saúl Ongaro)
  • არგენტინის დროშა 1958 - ხოსე დელა ტორე (ესპ. José Della Torre)
  • არგენტინის დროშა 1961 - საულ ონგარო (ესპ. Saúl Ongaro)
  • არგენტინის დროშა 1962 - ხუან კარლოს ვერდეალი (ესპ. Juan Carlos Verdeal)
  • არგენტინის დროშა 1962 - რუბენ ბრავო (ესპ. Rubén Bravo)
  • არგენტინის დროშა 1963 - ნესტორ როსი (ესპ. Néstor Rossi)
  • არგენტინის დროშა 1964 - ნორბერტო ანიდო (ესპ. Norberto Anido)
  • არგენტინის დროშა 1964 - ხუან კარლოს ხიმენესი (ესპ. Juan Carlos Giménez)
  • არგენტინის დროშა 1964 - ხოსე დელა ტორე (ესპ. José Della Torre)
  • არგენტინის დროშა 1965 - ხოსე გარსია პერესი (ესპ. José García Pérez)
  • არგენტინის დროშა 1965 - რემიხიო ირონდო (ესპ. Remigio Irondo)
  • არგენტინის დროშა 1965 - ხუან ხოსე პისუტი (ესპ. Juan José Pizzuti)
  • არგენტინის დროშა 1970 - ხოსე სანტიაგო (ესპ. José Santiago)
  • არგენტინის დროშა 1970 - ატაულფო სანჩესი (ესპ. Ataúlfo Sánchez)
  • არგენტინის დროშა 1970 - ხუან ურიოლაბეიტია (ესპ. Juan Eulogio Urriolabeitia)
  • არგენტინის დროშა 1971 - უმბერტო მაშიო (ესპ. Humberto Maschio)
  • არგენტინის დროშა 1971 - ხოსე დელა ტორე (ესპ. José Della Torre)
  • არგენტინის დროშა 1971 - ხოსე დ'ამიკო (ესპ. José D'Amico)
  • არგენტინის დროშა 1971 - ვიქტორიო სპინეტო (ესპ. Victorio Spinetto)
  • არგენტინის დროშა 1972 - ვიქტორ როდრიგესი (ესპ. Víctor Rodríguez)
  • არგენტინის დროშა 1973 - ხუან კარლოს რული (ესპ. Juan Carlos Rulli)
  • არგენტინის დროშა 1973 - მარიო გრიგუოლი (ესპ. Mario Griguol)
  • არგენტინის დროშა 1973 - ანხელ ლაბრუნა (ესპ. Ángel Labruna)
  • არგენტინის დროშა 1974 - ხუან ხოსე პისუტი (ესპ. Juan José Pizzuti)
  • არგენტინის დროშა 1975 - ხოსე სანტიაგო (ესპ. José Santiago)
  • არგენტინის დროშა 1975 - ოსვალდო სუბელდია (ესპ. Osvaldo Zubeldía)
  • არგენტინის დროშა 1976 - ხუან კარლოს ხიმენესი (ესპ. Juan Carlos Giménez)
  • არგენტინის დროშა 1976 - რობერტო იტურიეტა (ესპ. Roberto Iturrieta)
  • არგენტინის დროშა 1976 - პედრო დელიაჩა (ესპ. Pedro Dellacha)
  • არგენტინის დროშა 1977 - ალფიო ბასილე (ესპ. Alfio Basile)
  • არგენტინის დროშა 1977 - ხუან კარლოს ხიმენესი (ესპ. Juan Carlos Giménez)
  • არგენტინის დროშა 1977 - აგუსტინ მარიო სეხასი (ესპ. Agustín Mario Cejas)
  • არგენტინის დროშა 1978 - ვიქტორ როდრიგესი (ესპ. Víctor Rodríguez)
  • არგენტინის დროშა 1978 - აგუსტინ მარიო სეხასი (ესპ. Agustín Mario Cejas)
  • არგენტინის დროშა 1978 - ხუან ურიოლაბეიტია (ესპ. Juan Eulogio Urriolabeitia)
  • არგენტინის დროშა 1979 - ენრიკე ომარ სივორი (ესპ. Enrique Omar Sívori)
  • არგენტინის დროშა 1979 - რაულ ერნანდესი (ესპ. Raúl Hernández)
  • არგენტინის დროშა 1979 - კარლოს კავანიარო (ესპ. Carlos Cavagnaro)
  • არგენტინის დროშა 1980 - ხუან კარლოს ლორენსო (ესპ. Juan Carlos Lorenzo)
  • არგენტინის დროშა 1980 - აგუსტინ მარიო სეხასი (ესპ. Agustín Mario Cejas)
  • არგენტინის დროშა 1980 - ვიქტორ როდრიგესი (ესპ. Víctor Rodríguez)
  • არგენტინის დროშა 1981 - ხოსე ომარ პასტორისა (ესპ. José Omar Pastoriza)
  • არგენტინის დროშა 1982 - ორასიო კოლასო (ესპ. Horacio Collazo)
  • არგენტინის დროშა 1982 - კარლოს კავანიარო (ესპ. Carlos Cavagnaro)
  • არგენტინის დროშა 1982 - როხელიო დომინგესი (ესპ. Rogelio Domínguez)
  • არგენტინის დროშა 1983 - დანიელ სილგუერო (ესპ. Daniel Silguero)
  • არგენტინის დროშა 1983 - ხუან ხოსე პისუტი (ესპ. Juan José Pizzuti)
  • არგენტინის დროშა 1984 - ხორხე კასტელი (ესპ. Jorge Castelli)
  • არგენტინის დროშა 1984 - აგუსტინ მარიო სეხასი (ესპ. Agustín Mario Cejas)
  • არგენტინის დროშა 1985 - ვისენტე როდრიგესი (ესპ. Vicente Cayetano Rodríguez)
  • არგენტინის დროშა 1985 - ხუან კარლოს ხიმენესი (ესპ. Juan Carlos Giménez)
  • არგენტინის დროშა 1985 - ალფიო ბასილე (ესპ. Alfio Basile)
  • არგენტინის დროშა 1986 - როხელიო დომინგესი (ესპ. Rogelio Domínguez)
  • არგენტინის დროშა 1986 - ხუან დომინგო როჩია (ესპ. Juan Domingo Rocchia)
  • არგენტინის დროშა 1986 - ალფიო ბასილე (ესპ. Alfio Basile)
  • არგენტინის დროშა 1989 - ექტორ მარტინესი (ესპ. Héctor Martínez)
  • არგენტინის დროშა 1989 - პედრო მარჩეტა (ესპ. Pedro Marchetta)
  • არგენტინის დროშა 1990 - ხუან კარლოს ოლენიაკი (ესპ. Juan Carlos Oleniak)
  • ურუგვაის დროშა 1990 - ნელსონ ჩაბაი (ესპ. Nelson Chabay)
  • არგენტინის დროშა 1990 - ხუან კარლოს ოლენიაკი (ესპ. Juan Carlos Oleniak)
  • არგენტინის დროშა 1991 - რობერტო პერფუმო (ესპ. Roberto Perfumo)
  • არგენტინის დროშა 1991 - ოსვალდო სოსა (ესპ. Osvaldo Sosa)
  • არგენტინის დროშა 1992 - უმბერტო გრონდონა (ესპ. Humberto Grondona)
  • არგენტინის დროშა 1993 - ედუარდო სოლარი (ესპ. Eduardo Solari)
  • არგენტინის დროშა 1993 - ხუან ხოსე პისუტი (ესპ. Juan José Pizzuti)
  • არგენტინის დროშა 1993 - კარლოს ბაბინტონი (ესპ. Carlos Babington)
  • არგენტინის დროშა 1994 - როდოლფო დელა პიკა (ესპ. Rodolfo Della Pica)
  • ურუგვაის დროშა 1994 - ლუის კუბილია (ესპ. Luis Cubilla)
  • არგენტინის დროშა 1994 - ექტორ მარტინესი (ესპ. Héctor Martínez)
  • არგენტინის დროშა 1995 - დიეგო მარადონა (ესპ. Diego Maradona)
  • არგენტინის დროშა 1995 - პედრო მარჩეტა (ესპ. Pedro Marchetta)
  • არგენტინის დროშა 1995 - როდოლფო დომინგესი (ესპ. Rodolfo Domínguez)
  • არგენტინის დროშა 1995 - მიგელ ანხელ ბრინდისი (ესპ. Miguel Ángel Brindisi)
  • არგენტინის დროშა 1996 - ალფიო ბასილე (ესპ. Alfio Basile)
  • არგენტინის დროშა 1997 - კარლოს ბაბინტონი (ესპ. Carlos Babington)
  • არგენტინის დროშა 1998 - ანხელ კაპა (ესპ. Ángel Cappa)
  • არგენტინის დროშა 1999 - გუსტავო კოსტასი (ესპ. Gustavo Costas)
  • არგენტინის დროშა 2000 - ალბერტო ხორხე (ესპ. Alberto Jorge)
  • არგენტინის დროშა 2000 - ოსკარ ლოპესი (ესპ. Óscar López)
  • არგენტინის დროშა 2001 - რეინალდო მერლო (ესპ. Reinaldo Merlo)
  • არგენტინის დროშა 2002 - ოსვალდო არდილესი (ესპ. Osvaldo Ardiles)
  • არგენტინის დროშა 2003 - ემილიო კომისო (ესპ. Emilio Commisso)
  • არგენტინის დროშა 2003 - ანხელ კაპა (ესპ. Ángel Cappa)
  • არგენტინის დროშა 2003 - მიგელ ანხელ კოლომბატი (ესპ. Miguel Ángel Colombatti)
  • არგენტინის დროშა 2003 - უბალდო ფილოლი (ესპ. Ubaldo Matildo Fillol)
  • არგენტინის დროშა 2004 - გილერმო რივაროლა (ესპ. Guillermo Rivarola)
  • არგენტინის დროშა 2005 - ფერნანდო კიროსი (ესპ. Fernando Quiroz)
  • არგენტინის დროშა 2006 - ალბერტო ფანესი (ესპ. Alberto Fanesi)
  • არგენტინის დროშა 2006 - დიეგო სიმეონე (ესპ. Diego Simeone)
  • არგენტინის დროშა 2006 - რეინალდო მერლო (ესპ. Reinaldo Merlo)
  • არგენტინის დროშა 2007 - მიგელ ანხელ მიკო (ესპ. Miguel Ángel Micó)
  • არგენტინის დროშა 2007 - გუსტავო კოსტასი (ესპ. Gustavo Costas)
  • არგენტინის დროშა 2008 - მიგელ ანხელ მიკო (ესპ. Miguel Ángel Micó)
  • არგენტინის დროშა 2008 - ხუან მანუელ ლიოპი (ესპ. Juan Manuel Llop)
  • არგენტინის დროშა 2009 - რიკარდო კარუსო ლომბარდი (ესპ. Ricardo Caruso Lombardi)
  • არგენტინის დროშა 2009 - ხუან ბარბასი (ესპ. Juan Barbas)
  • არგენტინის დროშა 2009 - კლაუდიო ვივასი (ესპ. Claudio Vivas)
  • არგენტინის დროშა 2010 - მიგელ ანხელ რუსო (ესპ. Miguel Ángel Russo)
  • არგენტინის დროშა 2011 - დიეგო სიმეონე (ესპ. Diego Simeone)
  • არგენტინის დროშა 2012 - ალფიო ბასილე (ესპ. Alfio Basile)
  • არგენტინის დროშა 2012 - ლუის სუბელდია (ესპ. Luis Zubeldía)
  • არგენტინის დროშა 2013 - ფაბიო რადაელი (ესპ. Fabio Radaelli)
  • არგენტინის დროშა 2013 - კარლოს ისკია (ესპ. Carlos Ischia)
  • არგენტინის დროშა 2013 - იგნასიო გონსალესი (ესპ. Ignacio González)
  • არგენტინის დროშა 2013 - რეინალდო მერლო (ესპ. Reinaldo Merlo)
  • არგენტინის დროშა 2014 - ფაბიო რადაელი (ესპ. Fabio Radaelli)
  • არგენტინის დროშა 2014 - დიეგო კოკა (ესპ. Diego Cocca)
  • არგენტინის დროშა 2016 - ფაკუნდო სავა (ესპ. Facundo Sava)
  • არგენტინის დროშა 2016 - რიკარდო სელინსკი (ესპ. Ricardo Zielinski)
  • არგენტინის დროშა 2017 - დიეგო კოკა (ესპ. Diego Cocca)
  • არგენტინის დროშა 2018 - ედუარდო კოუდეტი (ესპ. Eduardo Coudet)
  • არგენტინის დროშა 2020 - სებასტიან ბეკასესე (ესპ. Sebastián Beccacece)
  • არგენტინის დროშა 2021 - ხუან ატონიო პიცი (ესპ. Juan Antonio Pizzi)
  • არგენტინის დროშა 2021 - ფერნანდო გაგო (ესპ. Fernando Rubén Gago)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალური ქსელები
Instagram · Facebook · Twitter
თემატური საიტები
El Primer Grande · Elite Football · Football World Rankings · Futhead · Goal.com · IMDb · PlaymakerStats.com · Racing.com.ar დაარქივებული 2020-05-01 საიტზე Wayback Machine. · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
Dictionnaire.sensagent.com - Le Parisien · Encyclo
ფოტო, ვიდეო
Getty Images · YouTube
მედია
AS.com · El País დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine. · TyC Sports

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Club Atlético Boca Juniors (Sitio web oficial)
  2. VEl Clásico de Avellaneda, por Ricardo Ismael Gorosito
  3. Archetti, Eduardo P. (2005). „El deporte en Argentina (1914–1983)“ (PDF). unse.edu.ar. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020. ციტატა: „en la revista Trabajo y sociedad, Nº 7, vol. VI, junio-septiembre de 2005, Santiago del Estero, Argentina, ISSN 1514–6871, pag. 6.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  4. Club Atlético River Plate (Sitio web oficial)
  5. San Lorenzo de Almagro (Sitio web oficial)
  6. 6.0 6.1 Palmares // racingclub.com.ar
  7. Where there’s smoke, there’s fire: Independiente vs Racing Club, Argentina's 'real derby for real fans'. Boca-River isn't the only derby in Buenos Aires. For the August 2008 FourFourTwo magazine, Daniel Neilson assessed the turbulent, hyperlocal and often violent history of the Avellaneda derby... ციტატა: „Six battered buses speed through the streets of downtown Buenos Aires. Ahead of them, police bikes clear traffic and cut red lights. Trailing behind are four police cars and two vans full of riot troops. Inside the buses are the hardcore fans of Independiente, en route to the most important game of their season: the derby against hated rivals Racing Club.“ დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 2 მაისი, 2020. წყარო: FourFourTwo.com. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
  8. ქვეყნის ერთიანი პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარება არგენტინაში 1931 წლიდან იწყება. დროის მონაკვეთს 1891 წლიდან 1931 წლამდე ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის სპეციალისტები არგენტინული ფეხბურთის სამოყვარულო პერიოდს, სამოყვარულო ერას ან სამოყვარულო ეპოქას უწოდებენ.
  9. არგენტინული ფეხბურთის სამოყვარულო პერიოდში მოპოვებული ტიტულების რაოდენობით „რასინგზე“ უკეთესი მაჩვენებელი (ათი საჩემპიონო ტიტული) მხოლოდ „ალუმნის“ (ინგლ. Alumni Athletic Club) აქვს — კლუბს, რომელიც ფაქტობრივად 1911 წლიდან, ხოლო ოფიციალურად 1913 წლიდან აღარ არსებობს.
  10. 10.0 10.1 10.2 Así nació la Academia // ole.com.ar
  11. უმბერტო მაშიო (ესპ. Humberto Maschio) — აგრეთვე ცნობილია როგორც უმბერტო მასკიო.
  12. José Luis Pierrend, John Beuker, Pablo Ciullini, Karel Stokkermans. Copa Libertadores de América 1967. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
  13. Osvaldo José Gorgazzi. Intercontinental Club Cup 1967. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
  14. Racing Club Squad. Soccerway. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
  15. Racing Club Plantel profesional. El Primer Grande - Noticias de Racing Club. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
  16. Nota exclusiva con Darío Cvitanich YouTube-ზე. TNT Sports LA. გამოქვეყნების თარიღი: 11 თებ. 2020.
  17. Planeta Racing TV: Entrevista a Iván Maggi YouTube-ზე. Planeta Racing Club. გამოქვეყნების თარიღი: 18 ოქტ. 2019.
  18. Fernando Andrés Prado Avelino. Soccerway. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
  19. Elías Ezequiel Machuca. Soccerway. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
  20. A continuación, todos los títulos obtenidos por el Racing Club a lo largo de su historia tanto en Primera División de Argentina como en Segunda categoría del fútbol argentino..
  21. Anexo:Torneo Apertura 2001 (Argentina)
  22. Campeonato Metropolitano 1967 (Argentina)
  23. Campeonato Metropolitano 1967 (Argentina)
  24. Anexo:Torneo Apertura 1995 (Argentina)
  25. Anexo:Torneo Apertura 2011 (Argentina)
  26. ბუენოს-აირესის მუნიციპალიტეტის ღირსების თასი (ესპ. Copa de Honor Municipalidad de Buenos Aires) — The Copa de Honor Municipalidad de Buenos Aires was an Argentine official football cup competition. It was contested fourteen times between 1905 and 1920.
  27. The Copa Dr. Carlos Ibarguren, also called Campeonato Argentino or simply Copa Ibarguren was an official Argentine football cup competition contested between 1913 and 1958. Between 1913 and 1925, the winner of the cup received the honor to be the "Argentine Champion".
  28. Copa de Competencia de Primera División — Copa de Competencia fue la denominación común de distintos torneos oficiales, organizados entre 1907 y 1952, por las sucesivas entidades posteriormente convertidas en la Asociación del Fútbol Argentino, oficiales y disidentes. Por regla general, se disputaban por eliminación directa, en forma paralela al campeonato de Primera División.
  29. The Copa de Competencia Británica George VI was an official Argentine football cup competition, played from 1944 to 1948. It was contested by teams participating in Primera División.
  30. The Copa Adrián C. Escobar was an official Argentine football cup competition contested by clubs of Argentina, organized by the Argentine Football Association (AFA) from 1939 to 1949.
  31. Copa del Bicentenario de la Independencia Boletín Especial n° 5192 - Copa Bicentenario on AFA website
  32. Racing y Lanús jugarán la Copa Bicentenario Spanish. TyC Sports. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
  33. Racing-Lanús: la AFA confirmó día, horario y localía de la Copa Bicentenario Spanish. Canchallena. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-25. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
  34. Racing-Lanús, Copa Bicentenario: el actual campeón argentino ganó el duelo en la última jugada del partido Spanish. Canchallena. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-10. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
  35. 35.0 35.1 35.2 35.3 35.4 35.5 Ídolos del Racing Club de Avellaneda. ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბის გულშემატკივართა და ფეხბურთის სპეციალისტთა საყოველთაო შეფასებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს „რასინგის“ ისტორიაში
  36. 36.0 36.1 36.2 36.3 36.4 36.5 110 ídolos de Racing (1903–2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-01. ციტირების თარიღი: 2020-05-01.
  37. 54) Agustín Mario Cejas (1962–1980)
  38. 92) Claudio Úbeda (1995–2006)
  39. 53) Juan Carlos Cárdenas (1962–1976)
  40. 28) Ezra Sued (1943–1954)
  41. 66) Carlos Squeo (1969–1984)
  42. 74) Gustavo Costas (1982–1995)