რამიზ ალია
იერსახე
რამიზ ალია | |
ალბანეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 აპრილი, 1991 – 9 აპრილი, 1992 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | სალი ბერიშა |
დაბადებული | 18 ოქტომბერი, 1925 შკოდერი, ალბანეთი |
გარდაცვლილი | 7 ოქტომბერი, 2011 (85 წლის) ტირანა, ალბანეთი |
პოლიტიკური პარტია | შრომის პარტია |
მეუღლე | სემირამის ალია |
შვილები | 3 |
რელიგია | სუნიტური ისლამი |
რამიზ ალია (ალბ. Ramiz Alia; დ. 18 ოქტომბერი, 1925, შკოდერი, ალბანეთი — გ. 7 ოქტომბერი, 2011, ტირანა, ალბანეთი) — ალბანეთის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრეზიდენტი 1991–1992 წლებში, 1985–1991 წლებში შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი.
1985 წელს ენვერ ხოჯამ დანიშნა თავის მემკვიდრედ. 1991–1992 წლებში ალბანეთის პრეზიდენტია. 1992 წლიდან შინაპატიმრობაში იყო. 1994 წელს მიუსაჯეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა 1995 წელს გაათავისუფლეს. 1996 წელს კვლავ გაასამართლეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის. სალი ბერიშას წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხების დროს გაიქცა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
გარდაიცვალა 2011 წლის 7 ოქტომბერს ტირანაში.