შინაარსზე გადასვლა

ბამირ ტოპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბამირ ტოპი
ბამირ ტოპი
ალბანეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ივლისი, 2007  24 ივლისი, 2012
წინამორბედიალფრედ მოისიუ
მემკვიდრებუიარ ნიშანი

დაბადებული24 აპრილი, 1957
ტირანა, ალბანეთი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია

ბამირ მირტეზა ტოპი (ალბ. Bamir Myrteza Topi; დ. 24 აპრილი, 1957, ტირანა) — ალბანელი პოლიტიკოსი. ალბანეთის პრეზიდენტი 2007-2012 წლებში.

პროფესიით ბიოლოგ-ვეტერინარი. დემოკრატიული პარტიის წევრი და მისი ვიცე-თავმჯდომარე. პარლამენტის წევრია 1996 წლიდან. სოფლის მეურნეობის მინისტრი 1996-1997 წლებში. ქვეყნის მეთაურად აირჩიეს მეოთხე ცდაზე პოლიტიკური კრიზისის დროს. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დატოვა პარტიის რიგები, რათა ყოფილიყო პოლიტიკურად მიუკერძოებელი.

იგი კოსოვოს დამოუკიდებლობის აქტიური მომხრე იყო. 2009 წელს 3-დღიანი ვიზიტით ეწვია კოსოვოს. აირჩიეს პრიშტინის საპატიო მოქალაქედ და დააჯილდოეს ოქროს მედლით. ვიზიტის დროს ასევე მიანიჭეს პრიშტინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]