პეტერ არბნორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პეტერ არბნორი
ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 აპრილი, 1992 – 24 ივლისი, 1997
წინამორბედიკასტრიოტ ისლამი
მემკვიდრესკენდერ ჯინუში

დაბადებული18 იანვარი, 1935
დურესი, ალბანეთი
გარდაცვლილი8 ივლისი, 2006
ნეაპოლი, იტალია
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
რელიგიაკათოლიციზმი

პეტერ ფილიპ არბნორი (ალბ. Pjetër Filip Arbnori; დ. 18 იანვარი, 1935, დურესი, ალბანეთი — გ. 8 ივლისი, 2006, ნეაპოლი, იტალია) — ალბანელი პოლიტიკოსი, დისიდენტი და უფლებათადამცველი. ალბანეთის გულაგის პატიმარი. უწოდებენ „ბალკანეთის მანდელას“.

წარმოშობით კათოლიკე ოჯახიდან იყო. იგი კომუნისტების მიერ მოკლული ჟანდარმერიის ოფიცრის შვილია. 1961–1989 წლებში ბურელის ციხეში იჯდა. 1991 წლიდან დემოკრატიული პარტიის წევრია. 1992–1997 წლებში პარლამენტის თავმჯდომარეა. ამ პერიოდში 1992 წლის 6-9 აპრილს ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]