ფან ნოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფან ნოლი
ფან ნოლი
ალბანეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ივნისი – 23 დეკემბერი, 1924
წინამორბედიილიაზ ვრიონი
მემკვიდრეილიაზ ვრიონი

ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 დეკემბერი – 12 დეკემბერი, 1921
წინამორბედიპანდელი ევანგელი
მემკვიდრეჯაფერ ვილა

დაბადებული6 იანვარი, 1882
იბრიქთეფე, თურქეთი
გარდაცვლილი13 მარტი, 1965
ფორტ-ლოდერდეილი, აშშ
განათლებაჰარვარდის უნივერსიტეტი
რელიგიამართლმადიდებლობა

ფან ნოლი (ალბ. Fan Stilian Noli; დ. 6 იანვარი, 1882, იბრიქთეფე, თურქეთი — გ. 13 მარტი, 1965, ფორტ-ლოდერდეილი, აშშ) — ალბანეთისა და ამერიკის პოლიტიკური, საზოგადო და რელიგიური მოღვაწე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1924 წელს. ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (1921 წ.), პოეტი, მწერალი.

დაიბადა 1882 წელს თრაკიის სოფელ იბრიქთეფეში. სწავლობდა ედირნეს ბერძნულ საშუალო სკოლაში. 1900 წელს გადასახლდა ათენში. 1906 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ში. 1907 წელს ამერიკაში მცხოვრები მართლმადიდებელი ალბანელების შეკრებაზე გამოაცხადა ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტონომია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ. ფან ნოლი გახდა ეკლესიის პირველი მღვდელი. 1908 წელს ეკურთხა დიაკვნად. მისივე ინიციატივით ჩამოყალიბდა ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

[[1912 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. დაბრუნდა ევროპაში, თუმცა პირველი მსოფლიო ომის დროს კვლავ ამერიკაში გადავიდა. 1918 წელს აკურთხეს არქიმანდრიტად.

1921 წელს გახდა ალბანეთის პარლამენტის დეპუტატი, სულ მალე კი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტი. 1924 წელს კი — პრემიერ-მინისტრი.

ფლობდა 13 უცხო ენას. ალბანურ ენაზე თარგმნა შექსპირი, სერვანტესი, ომარ ხაიამი.

გარდაიცვალა 1965 წელს ფლორიდაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]