პფორცჰაიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
პფორცჰაიმი
Pforzheim
PF82s.jpg
დროშა გერბი
Flag of Pforzheim.svg Wappen Pforzheim.svg

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
მხარე ბადენ-ვიურტემბერგი
შიდა დაყოფა Q1623840?, Q1020329?, Q1225612?, Q1378938? და Würm
კოორდინატები 48°54′00″ ჩ. გ. 8°43′00″ ა. გ. / 48.90000° ჩ. გ. 8.71667° ა. გ. / 48.90000; 8.71667
პირველი ხსენება 1067
ფართობი 98,03 კმ²
ცენტრის სიმაღლე 273
მოსახლეობა 119 781 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1 222 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 07234 და 07231
საფოსტო ინდექსი 75172–75181
საავტომობილო კოდი PF
ოფიციალური საიტი pforzheim.de
პფორცჰაიმი — გერმანია
პფორცჰაიმი
პფორცჰაიმი — ბადენ-ვიურტემბერგი
პფორცჰაიმი

პფორცჰაიმი (გერმ. Pforzheim) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, შვარცვალდის ტყის მასივის შესასვლელთან. საქვეყნოდაა ცნობილი ამ ქალაქის საიუველირო და საათების წარმოება. 1565 წლამდე წარმოადგენდა ბადენის მმართველთა სამყოფელს, რის გამოც, ზედმეტსახელად გოლდშტადტი ანუ „ოქროს ქალაქი“ უწოდეს.

პფორცჰაიმის ფართობი 98 კმ²-ია და მდებარეობს ქალაქ შტუტგარტსა და კარლსრუეს შორის, რამდენემე მდინარის შერწყმის ადგილზე და წარმოქმნის საზღვარს ბადენსა და ვიურტემბერგს შორის, მოქცეულია ბადენის ტერიტორიაზე. ქალაქი ადმინისტრაციულად არცერთ რაიონს არ მიეკუთვნება.

მეორე მსოფლიო ომის დროს პფორცჰაიმი მრავალგზის დაიბომბა. უდიდესი თავდასხმა და ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი საჰაერო დაბომბვა მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, სწორედ პფორცჰაიმზე განახორციელა სამეფო საჰაერო ძალებმა 1945 წლის 23 თებერვლის საღამოს. დაბომბვისას დაიღუპა ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი — 17 000 ადამიანი, განადგურდა შენობათა 83%. მოკავშირეებს მიაჩნდათ, რომ ამ ქალაქში იწარმოებოდა გერმანიის ძალებისათვის საჭირო ინსტრუმენტები და რომ იგი იყო გერმანული ჯარების გადაადგილების სატრანსპორტო კვანძი. დაბომბვის ეს ისტორია დრამატულადაა აღწერილი 2011 წელს გამოცემულ გილ მილტონის ისტორიულ წიგნში „ვოლფრამი: ბიჭი, რომელიც ომში მიდის, 2011“.

ომის შემდეგ, ნანგრევების უზარმაზარი მასა ვალბერგის მთაზე გაიტანეს, ნაწილი კი ქალაქის გარეუბანში არსებულ ბრიოტცინგერის ხეობაში ჩაყარეს, რამაც ამ ხეობის გაქრობა გამოიწვია. იგივე ქმედებები განხორციელდა სხვა დანგრეულ ქალაქებში, მაგალითად შტუტგარტსა და მიუნხენში. ომის შმედგომ ოც წელისადში, პფორცჰაიმი თანდათანობით ხელახლა აშენდა, საკმაოდ თანამედროვე იერსახე მიეცა და 1950-იანი წლების რამდენიმე გამორჩეული შენობაც აიგო.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]