პროსტატის ჯირკვალი
პროსტატის ჯირკვალი, წინამდებარე ჯირკვალი — მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის დამხმარე ჯირკვალი და კუნთებით მართული ერთგვარი მექანიკური გადამრთველი შარდვასა და ეაკულაციას შორის. გვხვდება ყველა მამრობით ძუძუმწოვარში.[1] იგი სახეობებს შორის განსხვავდება ანატომიურად და ფიზიოლოგიურად. ანატომიურად, პროსტატის ჯირკვალი მდებარეობს შარდის ბუშტის ქვეშ, და მასში გადის შარდსადენი. ზოგად ანატომიაში აღწერილია, როგორც წილებისგან შემდგარი, ხოლო მიკროანატომიაში ზონებისგან შემდგარი ჯირკვალი. იგი გარშემორტყმულია ელასტიური, ფიბროზულ-კუნთოვანი კაფსულით და შედგება ჯირკვლოვან და შემაერთებელ ქსოვილებს.
პროსტატის ჯირკვალი აწარმოებენ და შეიცავს სითხეს, რომელიც წარმოადგენს სპერმის შემადგენელ ნივთიერებას და იგი გამოიყოფა ეაკულაციის დროს. პროსტატის ეს სითხე ოდნავ ტუტე, ვიზუალურად რძისფერი ან თეთრია. სპერმის ტუტე რეაქცია ხელს უწყობს ვაგინალური ტრაქტის მჟავიანობის განეიტრალებას და ახანგრძლივებს სპერმის სიცოცხლისუნარიანობას. პროსტატის სითხე გამოიდევნება ეაკულაციისას სპერმის უმეტეს ნაწილთან ერთად, პროსტატის შიდა გლუვკუნთოვანი ქსოვილის მოქმედებით. იმ მცირე რაოდენობით სპერმატოზოასთან შედარებით, რომლებიც გამოიყოფა ძირითადად სათესლე ბუშტუკოვან სითხესთან ერთად, პროსტატის სითხეში მყოფ სპერმატოზოიდებს აქვთ უკეთესი მოძრაობის, უფრო ხანგრძლივად არსებობის და გენეტიკური მასალის უკეთესად დაცვის უნარი.
ორგანოს დარღვევები მოიცავს გადიდებას, ანთებას, ინფექციას და კიბოს. სიტყვა პროსტატა მომდინარეობს ძველი ბერძნულიდან - προστάτης, prostátēs, რაც ნიშნავს "ვინც წინ დგას", "მფარველს", "მცველს", ტერმინი თავდაპირველად გამოიყენებოდა სათესლე ბუშტუკების აღსაწერად.
აგებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროსტატის ჯირკვალი არის მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ორგანო. მოზრდილებში ის დაახლოებით კაკლის ზომისაა[2] და საშუალოდ 11 გრამს იწონის, ზრდასრულებში კი მერყეობს 7-დან 16 გრამამდე.[3] მდებარეობს მენჯის ღრუში, შარდის ბუშტის ქვემოთ და გარს ეკვრის შარდსადენს. შარდსადენის მასში გამავალ ნაწილს პროსტატის შარდსადენს უწოდებენ, რომელიც უერთდება ორ ეაკულაციური სადინარს[2]. პროსტატის ჯირკვალი დაფარულია გარსით, რომელსაც პროსტატის კაფსულა ან პროსტატის ფასცია ეწოდება.[4]
შიდა სტრუქტურას აღწერენ როგორც წილების, ისე ზონების გამოყენებით .[5][2]. უფრო ხშირად გამოიყენება ჯირკვლის ზონებად დაყოფა[2], რომელიც შედგება სამი ან ოთხი ზონისგან[2][4]. ზონები განირჩევა ჰისტოლოგიური, ან სამედიცინო ვიზუალიზაციის ტექნიკებით, როგორიცაა ულტრაბგერა ან MRI.[2][5] ეს ზონებია:
ზონა | ზომა[2] | აღწერა |
პერიფერიული ზონა(PZ) | 70% | ჯირკვლის უკანა ნაწილი, რომელიც გარს აკრავს დისტალურ შარდსადენს და დევს კაფსულის ქვეშ. პროსტატის კიბოს დაახლოებით 70-80% პერიფერიულ ზონაში ვითარდება.[6][7] |
ცენტრალური ზონა (CZ) | 20% | ცენტრალური ზონა ესაზღვრება ეაკულაციურ სადინარს[2]. ცენტრალური ზონაში ვითარდება პროსტატის კიბოს დაახლოებით 2,5%-ს; ეს სიმსივნეები უფრო აგრესიულია და ახასიათენთ სათესლე ბუშტუკებში შეჭრის ტენდენცია.[8] |
გარდამავალი ზონა (TZ) | 5% | გარდამავალი ზონა აკრავს პროქსიმალურ შარდსადენს[2]. პროსტატის კიბოს 10-20% სწორედ ამ ზონაში ვითარდება. ეს არის პროსტატის ჯირკვლის ზონა, რომელიც იზრდება მთელი ცხოვრების განმავლობაში და იწვევს პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას.[6][7] |
წინა ფიბროზულ-კუნთოვანი ზონა | N/A | ეს უბანი, რომელიც ყოველთვის არ განიხილება ზონად[4], ჩვეულებრივ მოკლებულია ჯირკვლოვან კომპონენტებს და შედგება მხოლოდ, კუნთოვანი და ბოჭკოვანი ქსოვილისაგან, როგორც მისი სახელიდან ჩანს.[2] |
-
პროსტატის წილები
-
პროსტატის ზონები
პროსტატის შიგნით, პროსტატის შარდსადენის მიმდებარედ და პარალელურად, არის ორი გრძივი კუნთოვანი სისტემა. წინა მხარეს (ვენტრალურად) გადის შარდსადენის გამაფართოებელი კუნთი (musculus dilatator urethrae), ხოლო უკანა მხარეს (დორსალურად) გადის კუნთი, რომელიც გადართავს შარდსადენს ეაკულაციური მდგომარეობაში (musculus ejaculatorius). [9]
სისხლმომარაგება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროსტატის ჯირკვალი სისხლს იღებს ქვედა ბუშტუკოვანი არტერიის, შიდა პუდენდალური არტერიის და შუა სწორი ნაწლავის არტერიების მეშვეობით. ეს სადინრები შედიან ორგანოში მის გარე, უკანა ზედაპირზე, სადაც ის ხვდება შარდის ბუშტს და მიემართება წინ პროსტატის მწვერვალამდე[4]. ორივე ქვედა ბუშტუკოვანი და შუა სწორი ნაწლავის არტერიები თეძოსშიდა არტერიების განშტოებებია. შარდის ბუშტში შესვლისას ქვემო ბუშტუკოვანი არტერია იყოფა შარდსადენის ტოტად, რომელიც ამარაგებს ურეთრალურ პროსტატას; და კაფსულარულ ტოტად, რომელიც მოძრაობს კაფსულის გარშემო და აქვს უფრო პატარა ტოტები, რომლებიც პერფორირებულია პროსტატის ჯირკვალში.
პროსტატის ვენები ქმნიან ქსელს - პროსტატის ვენურ წნულს, ძირითადად მის წინა და გარე ზედაპირის გარშემო.[4]ეს ქსელი ასევე იღებს სისხლს პენისის ღრმა დორსალური ვენიდან და ტოტების მეშვეობით უკავშირდება ბუშტუკოვან წნულს და შიდა პუდენდალურ ვენებს.[4] ვენები მიედინება ნაწლავის შიდა ვენებში.[4]
-
ნაჩვენებია ქვედა ბუშტუკოვანი, ქვედა პუდენდალური და შუა სწორი ნაწლავის არტერიები, რომლებიც წარმოიქმნება შიდა თეძოს არტერიებიდან.
-
გარე თეძოს ლიმფური კვანძები და მათ განლაგება გარეთა თეძოს არტერიისა და ვენის გარშემო.
მიკროანატომია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროსტატის ჯირკვალი შედგება სტრომული და ეპითელური ელემენტებისაგან. გლუვი კუნთების უჯრედები, ფიბრობლასტები და ენდოთელური უჯრედები ქმნიან სტრომას, ხოლო ეპითელური უჯრედები წარმოადგენილია სეკრეტორული უჯრედებით, ბაზალური უჯრედებით და ნეიროენდოკრინული უჯრედებით.
ცილინდრული სეკრეტორულ უჯრედებს აქვთ ღია ციტოპლაზმა. ეს უჯრედები დადებითად იღებება პროსტატის სპეციფიკური ანტიგენით (PSA)[10]. ბაზალური უჯრედები ნაკლებად დიფერენცირებულია, ვიდრე სეკრეტორული უჯრედები და მოკლებულია სეკრეტორულ ფუნქციებს (როგორიცაა PSA ექსპრესია) [11]. ხოლო, ნეიროენდოკრინული უჯრედები არარეგულარულად არის განაწილებული სადინარებში და აცინუსში.
დროთა განმავლობაში ჯირკვალში გროვდება შესქელებული სეკრეტი, რომელსაც ეწოდება - პროსტატის კონკრეციები (corpora amylacea).
გენის ექსპრესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადამიანის უჯრედებში დაახლოებით 20000 ცილის მაკოდირებელი გენი ექსპრესირდება და ამ გენების თითქმის 75% ექსპრესირებულია ნორმალურ პროსტატის ჯირკვალში.[12][13] ამ გენებიდან დაახლოებით 150 შედარებით, ხოლო დაახლოებით 20 გენი ძალზედ სპეციფიკურია პროსტატისთვის.[14] შესაბამისი სპეციფიკური ცილები ექსპრესირდება პროსტატის ჯირკვლის ჯირკვლოვან და სეკრეტორულ უჯრედებში და აქვთ ფუნქციები, რომლებიც მნიშვნელოვანია სპერმის მახასიათებლების ჩამოყალიბებაში. აღნიშნულის მაგალითებია:პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი (PSA) და პროსტატის მჟავა ფოსფატაზა.[15]
ფუნქციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეაკულაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროსტატის ჯირკვალი გამოყოფს სითხეს, რომელიც სპერმის შემადგენლობაშია. სპერმა არის სითხე, რომელიც გამოიყოფა (ეაკულაცია) მამაკაცის მიერ სქესობრივი რეაქციის დროს.[16] სპერმის გამოიყოფისას, ის თესლგამომტანი სადინრიდან, ეაკულაციური სადინარების მეშვეობით მამაკაცის შარდსადენში გადადის, რომლებიც მდებარეობს პროსტატის ჯირკვალში.[16]ამგვარად, ეაკულაცია არის სპერმის გამოდევნა შარდსადენიდან.[16]სპერმა გადადის შარდსადენში თესლგამომტანი სადინრისა და სათესლე ბუშტუკების გლუვი კუნთების შეკუმშვის შემდეგ, სტიმულაციის შემდეგ. ძირითადად, პენისის.სტიმულაცია აგზავნის ნერვულ სიგნალებს შიდა პუდენდალური ნერვების მეშვეობით ზედა წელის მალებში; შეკუმშვის გამომწვევი ნერვული სიგნალები მოქმედებს ჰიპოგასტრიული ნერვების მეშვეობით.[16] შარდსადენში მოძრაობის შემდეგ, სათესლედ სითხის ეაკულაცია ხდება ბულბოკავერნოზური კუნთის შეკუმშვით.[16]პროსტატის სეკრეტის შემადგენლობაშია პროტეოლიზური ფერმენტები, პროსტატის მჟავა ფოსფატაზას, ფიბრინოლიზინი, თუთია და პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი.[4] სათესლე ბუშტუკების სეკრეტთან ერთად, ისინი ქმნიან სპერმის ძირითად თხევად ნაწილს.[4]
შარდვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროსტატის ფორმის ცვლილებები, რაც ხელს უწყობს შარდვასა და ეაკულაციას შორის მექანიკურ გადართვას, ძირითადად გამოწვეულია პროსტატის შარდსადენის გასწვრივ ორი გრძივი კუნთოვანი სისტემის მოქმედებით. ეს არის შარდსადენის წინ მდებარე, შარდსადენის გამაფართოებელი კუნთი (musculus dilatator urethrae), რომელიც შარდვის დროს იკუმშება, და ხელს უწყობს შარდსადენის პროსტატის განყოფილების გაფართოებას შარდვის დროს., [17][18] და გადამრთველი კუნთი (musculus ejaculatorius) შარდსადენის უკანა მხარეს.[9]
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (BPH) ოპერაციის დროს, ამ ორი კუნთოვანი სისტემის დაზიანება მნიშვნელოვნად განსხვავდება ოპერაციის ტიპებსა და არჩეული ტექნიკების მიხედვით. შესაბამისად ოპერაციის გავლენა პოსტოპერაიულ შარდვასა და ეაკულაციაზე სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს.[19]
სტიმულაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზოგიერთ მამაკაცს შეუძლია ორგაზმის მიღწევა პროსტატის ჯირკვლის სტიმულაციის გზით, როგორიცაა პროსტატის მასაჟი ან ანალური სქესობრივი აქტი.[20][21] ამან განაპირობა ის, რომ პროსტატის მიმდებარე რექტალური კედლის არე, ხშირად მოიხსენიება ანატომიურად არასწორი ტერმინით, "მამაკაცის G- წერტილი".[22]
კლინიკური მნიშვნელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანთება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროსტატის ჯირკვლის ანთებას პროსტატიტი ეწოდება. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიული ინფექციით ან სხვა არაინფექციური მიზეზებით. პროსტატის ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს მტკივნეული შარდვა ან ეაკულაცია, საზარდულის ტკივილი, შარდის გაძნელება ან კონსტიტუციური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება ან დაღლილობა.[23] ანთებითი პროცესის დროს პროსტატის ჯირკვალი ფართოვდება და რექტალური გამოკვლევის დროს შეხებისას რბილია. ინფექციაზე პასუხისმგებელი ბაქტერია შეიძლება გამოვლინდეს შარდის კულტურით.[23]
მწვავე პროსტატიტს და ქრონიკულ ბაქტერიულ პროსტატიტს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით.[23] ქრონიკული არაბაქტერიული პროსტატიტი, ან მამრობითი მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომის მკურნალობა ხდება სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ალფა ბლოკატორებით, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით და ამიტრიპტილინით,[23] ანტიჰისტამინებით და სხვა ანქსიოლიზური საშუალებებით. არამედიკამენტოზური მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს ფიზიოთერაპიას[24], ფსიქოთერაპიას, ნერვის მოდულატორებს და ქირურგიას.[23]
პროსტატის გადიდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროსტატის ჯირკვლის გადიდებას პროსტატომეგალიას უწოდებენ, რისი ყველაზე გავრცელებული მიზეზი - პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიაა (BPH) . BPH გულისხმობს პროსტატის გადიდებას უჯრედების რაოდენობის ზრდის (ჰიპერპლაზია) გამო, რაც არ წარმოადგენს ავთვისებიან სიმსივნეს. აღნიშნული ძალიან ხშირია ხანდაზმულ მამაკაცებში[23]. ხშირად მისი დიაგნოსტირება ხდება მაშინ, როდესაც პროსტატის ჯირკვალი გადიდებულია იმ დონემდე, რომ შარდვა რთულდება. სიმპტომები მოიცავს გახშირებულ შარდვას ან შარდვის გაძნელებას. თუ პროსტატის ჯირკვალი ძალიანაა გადიდებული, მან შეიძლება შეკუმშოს შარდსადენი და შეაფერხოს შარდის გადინება, რაც შარდვას მტკივნეულს ან უკიდურეს შემთხვევაში სრულიად შეუძლებელი გახდის, რაც იწვევს შარდის შეკავებას[23]. დროთა განმავლობაში, ქრონიკულმა შეკავებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტის გადიდება და შარდის უკან გადინება თირკმელებში (ჰიდრონეფროზი).[23]
BPH სამკურნალოდ იყენებენ მედიკამენტებს, მინიმალური ინვაზიური პროცედურებიდ ან, უკიდურეს შემთხვევაში, პროსტატის რეზექციას. ზოგადად, მკურნალობა ხშირად იწყება ალფა-1 ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონისტებით, როგორიცაა ტამსულოზინი, რომელიც ამცირებს შარდსადენში არსებული გლუვი კუნთის ტონუსს[23]. მუდმივი სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის შეიძლება საჭიროდ ჩაითვალოს ქირურგიული მიდგომა. ასეთ შემთხვევებში ყველაზე ხშირად გამოიყენება პროსტატის ტრანსურეთრალური რეზექცია[23], რომლის დროსაც ხელსაწყო შეჰყავთ შარდსადენის მეშვეობით, და ახდენენ პროსტატის ქსოვილის იმ ნაწილის რეზექციას, რომელიც აწვება შარდსადენის ზედა ნაწილს და ზღუდავს შარდის გადინებას.
კიბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროსტატის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოა ხანდაზმულ მამაკაცებში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ჩრდილოეთ ევროპასა და ავსტრალიაში და სიკვდილის მნიშვნელოვანი მიზეზია მთელ მსოფლიოში.[25] ხშირად, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასეთმა კიბოებმა შესაძლოა მიმდინარეობდეს წონის კლებით, შარდის შეკავებით ან სიმპტომებით, როგორიცაა ზურგის ტკივილი მეტასტაზური დაზიანებების გამო, რომლებიც ვრცელდება პროსტატის გარეთ.[23]
ციფრული რექტალური გამოკვლევა და პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) დონის გაზომვა, როგორც წესი, პირველი გამოკვლევებია პროსტატის კიბოს სადიაგნოსტიკოდ. PSA მნიშვნელობების ინტერპრეტაცია რთულია, რადგან მას მნიშვნელოვანი როლი აქვს კიბოს გარეშე ადამიანში, ხოლო დაბალი მნიშვნელობა შესაძლოა ქონდეს კიბოს მქონე ადამიანში.[23] დიაგნოსტირების შემდეგი ნაბიჯი ხშირად არის პროსტატის ბიოფსიის აღება სიმსივნის აქტივობისა და ინვაზიურობის შესაფასებლად[23]. სიმსივნე დადასტურების შემდგომ, სამედიცინო ვიზუალიზაციის მიდგომები, როგორიცაა MRI ან ძვლის სკანირება, შეიძლება გაკეთდეს სხეულის სხვა ნაწილებში სიმსივნის მეტასტაზების არსებობის შესამოწმებლად.[23]
პროსტატის კიბოს, რომელიც ლოკალიზებულიამხოლოდ პროსტატის ჯირკვალში, ხშირად მკურნალობენ პროსტატის ქირურგიული რეზექციით ან რადიოთერაპიით, ან იოდის-125-ის ან პალადიუმ-103-ის მცირე რადიოაქტიური ნაწილაკების შეყვანით, რომელსაც ბრაქითერაპია ეწოდება.[26][23] კიბოს, რომელიც ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, ჩვეულებრივ მკურნალობენ ჰორმონოთერაპიით, რათა მოხდეს სიმსივნის დეპრივაცია სასქესო ჰორმონებისგან (ანდროგენები), რომლებიც ასტიმულირებენ პროლიფერაციას. ხშირად გამოიყენება GnRH ანალოგები ან აგენტები (როგორიცაა ბიკალუტამიდი), რომლებიც ბლოკავს რეცეპტორებს, რომლებზეც მოქმედებენ ანდროგენები; ზოგჯერ მიმართავენ სათესლე ჯირკვლების ქირურგიული რეზექციასაც[23]. კიბოს, რომელიც არ რეაგირებს ჰორმონალურ მკურნალობაზე, ან პროგრესირებს მკურნალობის შემდეგ, მკურნალობენ ქიმიოთერაპიით, როგორიცაა დოცეტაქსელი.
ზოგჯერ, პროსტატის კიბოს მკურნალობას არ ახდენენ. თუ კიბო მცირე და ლოკალიზებულია, შესაძლოა გადაწყდეს კიბოს აქტივობის მონიტორინგი ინტერვალებით („აქტიური მეთვალყურეობა“) და მკურნალობის გადადება.[23]
ქირურგიული ჩარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროსტატის მოცილების ოპერაციას პროსტატექტომია ეწოდება. შესაძლოა გაკეთდეს როგორც ღია ოპერაცია, ისე ლაპაროსკოპია.[27] ოპერაცია კეთდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ.[28] როგორც წესი, კიბოს დროს იყენებენ რადიკალურ პროსტატექტომიას, რაც ნიშნავს, რომ სათესლე ბუშტუკები რეზეცირებულია და სათესლე სადინარი გადაკეტილი. პროსტატის ნაწილი ასევე შეიძლება რეზეცირებული იქნეს შარდსადენიდან, რომელსაც ეწოდება პროსტატის ტრანსურეთრალური რეზექცია (TURP).[27] ღია ოპერაციის მიდგომაა - განაკვეთის გაკეთება პერინეუმში, ან შუა ხაზის განაკვეთი ჭიპიდან ბოქვენის ძვალამდე. ღია ოპერაცია შესრულება შესაძლოა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ლიმფური კვანძების რეზექციის ან ბიოფსიის საჭიროება.[27] TURP პროცედურაში იყენებენ მილს, რომელიც იდგმება შარდსადენში პენისის მეშვეობით და სითბოს, ელექტროენერგიის ან ლაზერის გამოყენებით ხდება პროსტატის ქსოვილის რეზექცია.
შესაძლებელია შესრულდეს მთლიანი პროსტატის რეზექცია. გართულებები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ოპერაციის გამო, მოიცავს შარდის შეუკავებლობას და ერექციულ დისფუნქციას, ნერვების დაზიანების გამო, განსაკუთრებით თუ კიბო ნერვებთან ძალიან ახლოსაა განვითარებული.[27][28] სპერმის ეაკულაცია ვეღარ მოხდება ორგაზმის დროს, თუ სათესლე სადინარი გადაიკვანძება და სათესლე ბუშტუკები რეზეცირდება, მაგალითად, რადიკალური პროსტატექტომიის დროს.[27] ეს ნიშნავს, რომ მამაკაცი ხდება უნაყოფო.[27] შეიძლება ასევე განვითარდეს ქირურგიული ჩარევის შედეგად გამოწვეული ისეთი ზოგადი გართულებები, როგორიცაა ინფექციები, სისხლდენა, მიმდებარე ორგანოების ან მუცლის ღრუს გაუთვალისწინებელი დაზიანება და სისხლის კოლტების წარმოქმნა.[27]
სხვა ცხოველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროსტატის ჯირკვალი გვხვდება მხოლოდ ძუძუმწოვრებში.[29] მამრობითი ჩანთოსნების პროსტატის ჯირკვალი უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე პლაცენტარული ძუძუმწოვრების.[30] ფუნქციური პროსტატის არსებობა ერთგასავლაინებში საკამათოა, ვინაიდან მათ ფუნქციურ ჯირკვალს არ შეუძლიათ იგივე წვლილი შეიტანონ სპერმის ფორმირებაში, როგორც სხვა ძუძუმწოვრების ჯირკვალს.[31]
პროსტატის სტრუქტურა განსხვავებულია, დაწყებული მილაკოვან-ალვეოლურიდან (ადამიანებში) განშტოებულ-მილაკოვნამდე. ჯირკვალი განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული ძაღლებში, მელიებსა და ღორებში. სხვა ძუძუმწოვრებში, როგორიცაა ხარი, ის მცირე ზომისაა.[32][33][34] ჩანთოსნებში [35][36] და წვრილფეხა მცოხნელებში, პროსტატა დიფუზურია, რაც ნიშნავს, რომ იგი არ არის განვითარებული ცალკეულ ქსოვილად. ზოგიერთ ჩანთოსნის სახეობაში, პროსტატის ჯირკვლის ზომა იცვლება სეზონურად.[37] პროსტატა არის ერთადერთი დამხმარე ჯირკვალი, რომელიც გვხვდება მამრ ძაღლებში.[38] ძაღლებს შეუძლიათ ერთ საათში გამოიმუშაონ იმდენი პროსტატის სითხე, რამდენიც ადამიანს ერთ დღეში. ისინი გამოიყოფენ ამ სითხეს შარდთან ერთად თავიანთი ტერიტორიის მოსანიშნად.[39] გარდა ამისა, ძაღლი ერთადერთი სახეობაა, გარდა ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ პროსტატის კიბოს განვითარების მნიშვნელოვანი სიხშირე.[40] ვეშაპისნაირებში (ვეშაპები, დელფინები, ზღვის ღორები) ჯირკვალი შედგება დიფუზური ურეთრალური ჯირკვლებისგან, [41] რომელიც გარშემორტყმულია ძალიან ძლიერი კომპრესორული კუნთით.[42]
პროსტატის სეკრეტი განსხვავდება სახეობებს შორის. იგი ძირითადად შედგება მარტივი შაქრისგან და ხშირად სისტი ტუტე რეაქციისაა.[43]
სქენის ჯირკვალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმის გამო, რომ ქალებში სკენის ჯირკვალი და მამრებში პროსტატის ჯირკვალი ერთნაირად მოქმედებენ, პროსტატის სპეციფიური ანტიგენის (PSA) გამოყოფით, რომელიც წარმოადგენს მამაკაცებში წარმოქმნილი ეაკულატის ცილას და პროსტატის სპეციფიკური მჟავა ფოსფატაზას, სქენის ჯირკვალს ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც "ქალის პროსტატას".[44][45] იგი მამრობითი პროსტატის ჰომოლოგიური ორგანოა (იგივე ემბრიოლოგიური წარმოშობისაა).[46][47]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Vásquez, Bélgica (2014-03-01). „Morphological Characteristics of Prostate in Mammals“. International Journal of Medical and Surgical Sciences (ინგლისური). 1 (1): 63–72. doi:10.32457/ijmss.2014.010. ISSN 0719-532X.
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 Young, Barbara; O'Dowd, Geraldine; Woodford, Phillip (2013) Wheater's functional histology: a text and colour atlas., 6th, Philadelphia: Elsevier, გვ. 347–8. ISBN 9780702047473.
- ↑ Leissner KH, Tisell LE (1979). „The weight of the human prostate“. Scand. J. Urol. Nephrol. 13 (2): 137–42. doi:10.3109/00365597909181168. PMID 90380.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 (2016) რედ. Standring, Susan: Gray's anatomy : the anatomical basis of clinical practice, 41st. Philadelphia, გვ. 1266–1270. ISBN 9780702052309. OCLC 920806541.
- ↑ 5.0 5.1 Goddard, Jonathan Charles (January 2019). „The history of the prostate, part one: say what you see“. Trends in Urology & Men's Health (ინგლისური). 10 (1): 28–30. doi:10.1002/tre.676.
- ↑ 6.0 6.1 "Basic Principles: Prostate Anatomy" დაარქივებული 2010-10-15 საიტზე Wayback Machine. . Urology Match. Www.urologymatch.com. Web. 14 June 2010.
- ↑ 7.0 7.1 "Prostate Cancer Information from the Foundation of the Prostate Gland." Prostate Cancer Treatment Guide. Web. 14 June 2010.
- ↑ Cohen RJ, Shannon BA, Phillips M, Moorin RE, Wheeler TM, Garrett KL (2008). „Central zone carcinoma of the prostate gland: a distinct tumor type with poor prognostic features“. The Journal of Urology. 179 (5): 1762–7, discussion 1767. doi:10.1016/j.juro.2008.01.017. PMID 18343454. S2CID 52417682.
- ↑ 9.0 9.1 Michael Schünke, Erik Schulte, Udo Schumacher: PROMETHEUS Innere Organe. LernAtlas Anatomie, vol 2: Innere Organe, Thieme Verlag, Stuttgart/Germany 2012, ISBN 9783131395337, p. 298, PDF.
- ↑ Warhol, M. J., & Longtine, J. A. (1985). The ultrastructural localization of prostatic specific antigen and prostatic acid phosphatase in hyperplastic and neoplastic human prostates. The Journal of urology, 134(3), 607–613. https://doi.org/10.1016/s0022-5347(17)47311-3
- ↑ di Sant'Agnese P. A. (1992). Neuroendocrine differentiation in human prostatic carcinoma. Human pathology, 23(3), 287–296. https://doi.org/10.1016/0046-8177(92)90110-o
- ↑ The human proteome in prostate – The Human Protein Atlas. ციტირების თარიღი: 2017-09-26
- ↑ Uhlén, Mathias; Fagerberg, Linn; Hallström, Björn M.; Lindskog, Cecilia; Oksvold, Per; Mardinoglu, Adil; Sivertsson, Åsa; Kampf, Caroline; Sjöstedt, Evelina (2015-01-23). „Tissue-based map of the human proteome“. Science. 347 (6220): 1260419. doi:10.1126/science.1260419. ISSN 0036-8075. PMID 25613900. S2CID 802377.
- ↑ O'Hurley, Gillian; Busch, Christer; Fagerberg, Linn; Hallström, Björn M.; Stadler, Charlotte; Tolf, Anna; Lundberg, Emma; Schwenk, Jochen M.; Jirström, Karin (2015-08-03). „Analysis of the Human Prostate-Specific Proteome Defined by Transcriptomics and Antibody-Based Profiling Identifies TMEM79 and ACOXL as Two Putative, Diagnostic Markers in Prostate Cancer“. PLOS ONE. 10 (8): e0133449. Bibcode:2015PLoSO..1033449O. doi:10.1371/journal.pone.0133449. ISSN 1932-6203. PMC 4523174. PMID 26237329.
- ↑ Kong, HY; Byun, J (January 2013). „Emerging roles of human prostatic Acid phosphatase“. Biomolecules & Therapeutics. 21 (1): 10–20. doi:10.4062/biomolther.2012.095. PMC 3762301. PMID 24009853.
- ↑ 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 (2019) Ganong's review of medical physiology, Barman, Susan M.,, Brooks, Heddwen L.,, Yuan, Jason X.-J., 26th. New York, გვ. 411, 415. ISBN 9781260122404. OCLC 1076268769.
- ↑ Hocaoglu, Y; Roosen, A; Herrmann, K; Tritschler, S; Stief, C; Bauer, RM (2012). „Real-time magnetic resonance imaging (MRI): anatomical changes during physiological voiding in men“. BJU Int. 109 (2): 234–9. doi:10.1111/j.1464-410X.2011.10255.x. PMID 21736694.
- ↑ Hocaoglu, Y; Herrmann, K; Walther, S; Hennenberg, M; Gratzke, C; Bauer, R; et al. (2013). „Contraction of the anterior prostate is required for the initiation of micturition“. BJU Int. 111 (7): 1117–23. doi:10.1111/j.1464-410X.2012.11698.x. PMID 23356864.
- ↑ Lebdai, S; Chevrot, A; Doizi, S; Pradere, B; Delongchamps, NB; Benchikh, A; et al. (2019). „Do patients have to choose between ejaculation and miction? A systematic review about ejaculation preservation technics for benign prostatic obstruction surgical treatment“ (PDF). World J Urol. 37 (2): 299–308. doi:10.1007/s00345-018-2368-6. PMID 29967947. S2CID 49556196. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2021-08-11. ციტირების თარიღი: 2020-11-16.
- ↑ Rosenthal, Martha (2012). Human Sexuality: From Cells to Society. Cengage Learning, გვ. 133–135. ISBN 978-0618755714.
- ↑ (2009) The Orgasm Answer Guide. JHU Press, გვ. 108–109. ISBN 978-0-8018-9396-4.
- ↑ Levin, R. J. (2018). „Prostate-induced orgasms: A concise review illustrated with a highly relevant case study“. Clinical Anatomy. 31 (1): 81–85. doi:10.1002/ca.23006. PMID 29265651.
- ↑ 23.00 23.01 23.02 23.03 23.04 23.05 23.06 23.07 23.08 23.09 23.10 23.11 23.12 23.13 23.14 23.15 23.16 Anderson RU, Wise D, Sawyer T, Chan CA (2006). „Sexual dysfunction in men with chronic prostatitis/chronic pelvic pain syndrome: improvement after trigger point release and paradoxical relaxation training“. J. Urol. 176 (4 Pt 1): 1534–8, discussion 1538–9. CiteSeerX 10.1.1.383.7495. doi:10.1016/j.juro.2006.06.010. PMID 16952676.
- ↑ Physical Therapy Treatment for Prostatitis/chronic pelvic pain syndrome (2014). ციტირების თარიღი: 2014-10-22
- ↑ Rawla P (April 2019). „Epidemiology of Prostate Cancer“. World J Oncol (Review). 10 (2): 63–89. doi:10.14740/wjon1191. PMC 6497009. PMID 31068988.
- ↑ What is Brachytherapy? en. ციტირების თარიღი: 8 August 2020
- ↑ 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 27.5 27.6 Surgery for Prostate Cancer en. The American Cancer Society medical and editorial content team (1 August 2019). ციტირების თარიღი: 8 August 2020
- ↑ 28.0 28.1 Surgery to remove your prostate gland | Prostate cancer | Cancer Research UK. Cancer Research UK (18 Jun 2019). ციტირების თარიღი: 8 August 2020
- ↑ Marker, Paul C; Donjacour, Annemarie A; Dahiya, Rajvir; Cunha, Gerald R (January 2003). „Hormonal, cellular, and molecular control of prostatic development“. Developmental Biology. 253 (2): 165–174. doi:10.1016/s0012-1606(02)00031-3. PMID 12645922.
- ↑ (30 January 1987) Reproductive Physiology of Marsupials. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33792-2.
- ↑ Temple-Smith, P; Grant, T (2001). „Uncertain breeding: a short history of reproduction in monotremes“. Reproduction, Fertility, and Development. 13 (7–8): 487–97. doi:10.1071/rd01110. PMID 11999298.
- ↑ Sherwood, Lauralee; Klandorf, Hillar; Yancey, Paul (January 2012) Animal Physiology: From Genes to Organisms. Cengage Learning, გვ. 779. ISBN 9781133709510.
- ↑ Nelsen, O. E. (1953) Comparative embryology of the vertebrates Blakiston, page 31.
- ↑ Hafez, E. S. E.; Hafez, B. (2013) Reproduction in Farm Animals (en). John Wiley & Sons. ISBN 978-1-118-71028-9.
- ↑ Vogelnest, Larry; Portas, Timothy (2019-05-01) Current Therapy in Medicine of Australian Mammals (en). Csiro Publishing. ISBN 978-1-4863-0753-1.
- ↑ Society, Australian Mammal (December 1978). Australian Mammal Society (en). Australian Mammal Society.
- ↑ C. Hugh Tyndale-Biscoe (2005). Life of Marsupials. Csiro Publishing. ISBN 978-0-643-06257-3.
- ↑ (20 December 2018) Miller and Evans' Anatomy of the Dog – E-Book. Elsevier Health Sciences. ISBN 978-0-323-54602-7.
- ↑ Glover, Tim (2012-07-12) Mating Males: An Evolutionary Perspective on Mammalian Reproduction, გვ. 31. ISBN 9781107000018.
- ↑ Ettinger, Stephen J.; Feldman, Edward C. (24 December 2009) Textbook of veterinary internal medicine : diseases of the dog and the cat, 7th. St. Louis, Mo., გვ. 2057. ISBN 9781437702828.
- ↑ (26 February 2009) Encyclopedia of Marine Mammals. Academic Press. ISBN 978-0-08-091993-5.
- ↑ Rommel, Sentiel A., D. Ann Pabst, and William A. McLellan. "Functional anatomy of the cetacean reproductive system, with comparisons to the domestic dog." Reproductive Biology and Phylogeny of Cetacea. Science Publishers (2016): 127–145.
- ↑ Alan J., Wein; Louis R., Kavoussi; Alan W., Partin; Craig A., Peters (23 October 2015) Campbell-Walsh Urology, Eleventh, Elsevier Health Sciences, გვ. 1005–. ISBN 9780323263740.
- ↑ Pastor Z, Chmel R (2017). „Differential diagnostics of female "sexual" fluids: a narrative review“. International Urogynecology Journal. 29 (5): 621–629. doi:10.1007/s00192-017-3527-9. PMID 29285596. S2CID 5045626.
- ↑ Bullough, Vern L.; Bullough, Bonnie (2014) Human Sexuality: An Encyclopedia. Routledge, გვ. 231. ISBN 978-1135825096.
- ↑ Lentz, Gretchen M; Lobo, Rogerio A.; Gershenson, David M; Katz, Vern L. (2012) Comprehensive Gynecology. Elsevier Health Sciences, Philadelphia, გვ. 41. ISBN 978-0323091312.
- ↑ Hornstein, Theresa; Schwerin, Jeri Lynn (2013) Biology of women. Clifton Park, NY: Delmar, Cengage Learning, გვ. 61. ISBN 978-1-285-40102-7. OCLC 911037670.