შარდსადენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შარდსადენი — მილოვანი ორგანო, საშარდე გზის ბოლო მონაკვეთი. მისი კედელი შედგება გარეთა — შემაერთებელ-ქსოვილოვანი, შუა — კუნთოვანი და შიგნითა — ლორწოვანი გარსებისაგან.

ადამიანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამაკაცის შარდსადენი იწყება შარდის ბუშტიდან, გაივლის წინამდებარე ჯირკვალს, შემდეგ შარდსასქესო შუასაძგიდს, შედის ასოს ღრუბლისებრ ნივთიერებაში და სრულდება ასოს ბოლოზე შარდსადენის გარეთა ხვრელით. მამაკაცის შარდსადენის საშუალო სიგრძეა 20 სმ, დიამეტრი — 7 მმ. ქალის შარდსადენი გაცილებით მოკლეა (5 სმ) და საშოს კარიბჭეში იხსნება. შარდსადენს აქვს ორი სფინქტერი: პირველი შარდსადენის დასაწყისშია, მას წარმოქმნის შარდის ბუშტის კუნთოვანი შრის ცირკულარული ბოჭკოები. ეს უნებლიე სფინქტერია და მოქმედებს რეფლექსურად. მეორე სფინქტერი ნებითია, მას წარმოქმნის შორისის ღრმა განივი კუნთი, რომელსაც ხვრეტს შარდსადენის შარდ-სასქესო შუასაძგიდში გავლისას. შარდსადენის წინამდებარე ნაწილში იხსნება თესლის გამომტანი ე. წ. მშხეპავი სადინარები. მამაკაცის შარდსადენი ატარებს როგორც შარდს, ისე თესლს, ქალისა კი მხოლოდ შარდს. შარდსადენის ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწიბურები და სანათურის ძლიერი შევიწროვება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]