ფიზიოთერაპია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თერაპისტი მკურნალობს მის პაციენტს

ფიზიოთერაპია (ბერძნ. Φύση - ბუნება და თერაპია) — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ფიზიკური ფაქტორების გავლენას ადამიანის ორგანიზმზე და შეიმუშავებს მათი გამოყენების მეთოდებს სხვადასხვა დაავადების მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციისათვის. ბუნებრივ საკურორტო ფაქტორებს (ბალნეოთერაპია, კლიმატოთერაპია, ტალახით მკურნალობა და სხვა) შეისწავლის კურორტოლოგია, რომელიც ფიზიოთერაპიასთან ერთად შეადგენს ერთიან, სამედიცინო დისციპლინას. სამკურნალო ვარჯიში, მასაჟი და მექანოთერაპია განეკუთვნება სამკურნალო ფიზკულტურას. ფიზიოთერაპიის ცნება მოიცავს იმ ფიზიკური ფაქტორების შესწავლას და სამკურნალო მიზნით გამოყენებას, რომლებიც მიიღება გარკვეული სახის ენერგიის ბიოლოგიური პროცესების ენერგიად გარდაქმნის გზით (მაგალითად, სინათლით მკურნალობა, ელექტროთერაპია, აეროიონოთერაპია, აეროზოლთერაპია და სხვა). აგრეთვე ბუნებრივი ფაქტორების (მტკნარი წყალი, ტორფი, ქვიშა, ოზოკერიტი და სხვა) გამოყენებას სპეციალურ ფიზიოთერაპიულ საავადმყოფოებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიზიკური ფაქტორებით (წყალი, მზე) მკურნალობა ცნობილია უძველესი დროიდან. ეგვიპტეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნით ადრე სამკურნალოდ იყენებდნენ ნილოსის ტალახს. ფართოდ მიმართავდნენ ფიზიკურ ფაქტორებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ძველ საბერძნეთში, რომში და სხვა. XVIII საუკუნეში ელექტროობის აღმოჩენასა და ფიზიკურ პროგრესთან დაკავშირებით დაიწყო ფიზიოთერაპიის (განსაკუთრებით ელექტროთერაპიის) განვითარება. თანდათანობით პრაქტიკაში მკვიდრდებოდა ახლადაღმოჩენილი ფიზიკური ფაქტორები - სტატიკური ელექტრობა (ფრანკლინიზაცია), გალვანური დენი (გალვანიზაცია და წამლის ელექტროფორეზი), ასიმეტრიული ცვლადი დენი (ფარადიზაცია), მაღალი სიხშირის დენი (დარსონვალიზაცია, დიათერმია) და სხვა. რუსეთში ფიზიოლოგიის მეთოდების გამოყენება დაიწყეს XIX საუკუნეში გ. ზახარინი, ს. ბოტკინი, ა. ოსტროუმოვი და სხვა იყენებდნენ ფიზიოლოგიის მეთოდებს მრავალი დაავადების კომპლექტური მკურნალობისთვის. 1907 წელს ხარკოვში გაიხსნა პირველი ფიზიოთერაპიული საავადმყოფო, 1914 წელს სევასტოპოლში - ფიზიკური მეთოდებით მკურნალობის ინსტიტუტი. ფიზიოლოგიის ინსტიტუტები შეიქმნა რუსეთსა და მოკავშირე ქვეყნების ქალაქებში. რუსეთში ფიზიოლოგიის განვითარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ს. ბრუშტეინს, ა. შჩერბაკს, ა. რახმანინოვს, ს. ვერმელს, პ. მეზერნიცკის, ვ. ხოროშიოს, ა. ობროსოვს და სხვა.

ვეტერინარული ფიზიოთერაპია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიზიოთერაპიულ პროცედურებს უმთავრესად იყენებენ ცხოველთა პარეზის, დამბლის, სახსრებისა და იოგების დაავადებების, კანის, სუნთქვის ორგანოების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის სამკურნალოდ. იყენებენ ისეთ ფიზიოლოგიის მეთოდებს, როგორიცაა ელექტროდენით, სინათლით, ტალახითა და წყლით მკურნალობა.

სპეციალობის სფეროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლინიკური ელექტროფიზიოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიზიოლოგიის ეს სფერო მოიცავს ელექტროთერაპიას, ელექტრომიოგრაფიას და ჭრილობების მართვას.

ნევროლოგიური ფიზიოთერაპია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნევროლოგიური ფიზიოთერაპია არის ფოკუსირებული ისეთ პაციენტებთან მუშაობაზე, რომელთაც აქვთ ნერვული აშლილობა ან დაავადება. ეს შეიძლება შეიცავდეს ინსულტს, ქრონიკულ წელის ტკივილს, ალცჰაიმერის დაავადებას, ტვინის ტრავმას და სხვა.

ორთოპედიული ფიზიოთერაპია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორთოპედიული ფიზიოთერაპია იკვლევს და მკურნალობს კუნთოვანი სისტემის დაავადებებს და ტრავმებს.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]