შინაარსზე გადასვლა

სპერმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადამიანის სპერმატოზოიდები

სპერმა, ქართულად: თესლი[1] (ბერძ. spérma — თესლი; აგრეთვე ეაკულატი) — მამრობითი ინდივიდების მიერ სქესობრივი აქტის დროს გამოყოფილი სითხე, ფერად მორუხო-თეთრია, მღვრიე, ბლანტი, სუსტი ტუტე რეაქცია აქვს. შედგება სპერმატოზოიდებისა და სათესლე სითხისაგან — მამრობით სასქესო გზებთან დაკავშირებული ჯირკვლების სეკრეტისაგან. სპერმის წარმოქმნა იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, მაქსიმუმს აღწევს მოწიფულობის ასაკში და მცირდება დაბერებისას. სპერმის გამანაყოფიერებელი უნარი დამოკიდებულია სპერმატოზოიდების რაოდენობასა და ხარისხზე. სპერმაში სპერმატოზოდების რაოდენობა მეტად ცვალებადია და დამოკიდებულია სასქესო ჯირკვლების და მთელი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. უხერხემლო ცხოველების უმრავლესობასა და ზოგიერთ ხერხემლიანს სპერმა სეზონურად გამოუმუშავდება. თითოეული სქესობრივი აქტის დროს გამოყოფილი სპერმის მოცულობა განსხვავებულია: ადამიანი — 2-6 მლ, ხარი საშუალოდ 4-5 მლ, ულაყი — 60-100 მლ, კერატი — 250 მლ-მდე, ცხვარი — 1-1,5 მლ.[2] ორგანიზმის ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობისას სპერმა ან არ შეიცავს სპერმატოზოიდებს (აზოოსპერმია), ან შეიცავს მცირე რაოდენობით (ოლიგოსპერმია) და სხვა.[3]

  1. სპერმა — სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი
  2. სპერმა — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)
  3. პაპიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 511.