შინაარსზე გადასვლა

პრემია „საგურამო“

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საგურამო — ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის პრემია, დაარსდა 2003 წლის 8 ნოემბერს. დამაარსებლები არიან: „ილიას ფონდი” და შპს „კალასი“. პრემია ყოველწლიურად გაიცემა.

პრემია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  1. პოეზია;
  2. პროზა;
  3. თარგმანი;
  4. კრიტიკა;
  5. ხელოვნება;
  6. საბავშვო ლიტერატურა;
  7. ჰუმანიტარული მეცნიერებები;

პრემიებთან ერთად გაიცემა ილიას მედალი „მარად და ყველან საქარველოვ მე ვარ შენთანა“ ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის.

პრემია „საგურამო“ მოიცავს ქართული მწერლობისა და კულტურის ფართო სპექტრს. ის ენიჭება ლაურიატს მხოლოდ სიცოცხლეში და მხოლოდ ერთხელ. პრემია არ გაიცემა ერთი ნაწარმოების ან ერთი წიგნისთვის. იგი ავტორს მთელი შემოქმედებისა და მოღვაწეობისთვის ენიჭება. საკონკურსოდ წარდგენილი უნდა იყოს კონკურსანტის მთელი შემოქმედება სრულად.

წარმდგენი შეიძლება იყოს ერთი, მაგრამ ცნობილი რეკომენდატორი, ჯგუფი ან ორგანიზაცია. გამარჯვებულ ნომინანტს გამარჯვება ეცნობება დაჯილდოების ცერემონიამდე 10 დღით ადრე, რათა მან შეძლოს საპრემიო სიტყვის მომზადება. პრემიის მინიჭების საკითხს განიხილავს კომპეტენტური ჟიური, რომელსაც ნიშნავს პრემიის დამფუძნებელი ორგანიზაციები „ილიას ფონდი“ და შპს „კალასი“.

წელიპოეზიაპროზაკრიტიკათარგმანისაბავშვო ლიტერატურახელოვნებაჰუმანიტარული მეცნიერებაილიას მედალი
2022ჯემალ ინჯიაზურაბ ლავრელაშვილინოდარ გურაბანიძეელზა ახვლედიანისალომე კაპანაძელევან ჭოღოშვილილადო მინაშვილიდავით მაღრაძე
2023ვაჟა ხორნაულითამაზ ხმალაძე,
ეკატერინე ტოგონიძე
გია ხოფერიამედეა ზაალიშვილიაკაკი დაუშვილიგია ჯაფარიძემერაბ ჩუხუარობერტ გოგოლაშვილი
2024თამაზ ბარჯაძემიხო მოსულიშვილიგიორგი ხორბალაძელანა ღოღობერიძეარ გაცემულანინო ჩაკვეტაძეელგუჯა ხინთიბიძე,
ვახტანგ გურული
მზექალა შანიძე

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]