შინაარსზე გადასვლა

რობერტ გოგოლაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგოლაშვილი.
რობერტ გოგოლაშვილი
დაბადების თარიღი 30 ივლისი, 1939 (1939-07-30) (85 წლის)
კურსები
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მომღერალი

რობერტ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილი (დ. 30 ივლისი, 1939, კურსები, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მომღერალი, ლოტბარი; საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1983).

1969 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით შოთა ქუთათელაძის ხელმძღვანელობით. მღეროდა სხვადასხვა ხალხურ ანსამბლში. 1976 წლიდან ძირითადად მოღვაწეობს როგორც ლოტბარი, დირიჟორი. ხელმძღვანელობდა საქართვლოს მეცნიერებათა აკადემიის ხალხურ სიმღერის ანსამბლ „ფაზისს“ (1976–83), ვაჟთა ვოკალურ ანსამბლებს: „თბილისს“ (1980–2010), „ქართულ ხმებს“ (1992 წლიდან, დაარსდა 1985 წელს „ჟურნალისტის“ სახელწოდებით), „უნივერსიტეტს“ (1998–2007); ხალხური სიმღერის ანსამბლ „იმერს“ (2006 წლიდან). ამ ანსამბლების რეპერტუარი მოიცავს უძველეს ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ქართულ ქალაქურ სიმღერებს, ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებებსა და სასიმღერო შემოქმედებას. ანსამბლებთან ერთად გოგოლაშვილი სხვადასხვა დროს იმყოფებოდა გასტროლებზე საზღვარგარეთ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998), მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2016).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]