გია ჯაფარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გია ჯაფარიძე
გია ჯაფარიძე
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2017

დაბადებული11 მაისი, 1974 (1974-05-11) (49 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლება
  • თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (1996)
  • ათენის უნივერსიტეტის (2007)
  • გია (გაიოზ) ჯაფარიძე (დ. 11 მაისი, 1974, თბილისი) — ქართველი დიპლომატი, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თანახელმძღვანელი, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ლექტორი. [1]

    გია ჯაფარიძე იყო GRASS-ის და GSAC-ის უფროსი მკვლევარი. 2020 წლიდან არის ილია ჭავჭავაძის ცენტრის ბორდის წევრი.

    დიპლომატიური საქმიანობის პერიოდში გია ჯაფარიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა მრავალი სხვადასხვა მიმართულებით: საქართველოს საელჩოს საკონსულო ოფიცერი და მრჩეველი საბერძნეთის რესპუბლიკაში; მრჩეველი, ევროპის საქმეთა დეპარტამენტი, ბალკანეთის ქვეყნების სამმართველო; პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, ელჩისს მოვალეობის შემსრულებელი და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე; კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. [2]

    გია ჯაფარიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (1996) და ათენის უნივერსიტეტის (2007) კურსდამთავრებულია. მისი ფორმალური სწავლება მოიცავს კლასიკურ ფილოლოგიას, საერთაშორისო ურთიერთობებს, პოლიტიკურ თეორიას, საერთაშორისო სამართალს, ევროპულ ინტეგრაციასა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას.

    პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    სტატიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]