შინაარსზე გადასვლა

პორტალი:შუა საუკუნეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შუა საუკუნეების ისტორიის პორტალში
შუა საუკუნეები ევროპის ისტორიის ეტაპია ანტიკურ ეპოქასა და ახალ ისტრორიას შორის. შუა საუკუნეების ევროპაში მოხდა ანტიკურობის, ძველი გერმანული, კელტური და სლავური კულტურების და ქრისტიანობის სინთეზი. ამ პერიოდში მოხდა ჯერ კიდევ რომის იმპერიაში ჩასახული ფეოდალური ურთიერთობების განვითარება.
რჩეული სტატია

კურტუაზია - ლიტერატურული მიმდინარეობა და ქცევის კოდექსი შუა საუკუნეების ევროპაში.

კურტუაზიული ლიტერატურის მთავარი თემა კურტუაზიული სიყვარული ანუ ე.წ. Fin'amor იყო. იგი დოქტრინის სასხით ჩამოყალიბდა დღევანდელი სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე, კერძოდ პროვანსში. მისი გამავრცელებლები იყვნენ ტრუბადურები. კურტუაზიული პოემები სამხრეთულ ენაზე იქმნებოდა და გამიზნული იყო სასიმღეროდ. XIII საუკუნემდე პროვანსელმა პოეტებმა ეს ჟანრი საკმაოდ წარმატებით განავითარეს და დახვეწეს, მაგრამ ამ დროიდან იწყება კურტუაზიის უკუსვლა, რაც გამოწვეულია იმ საზოგადოების კრიზისით, რომელსაც იგი მიემართებოდა. სამხრეთში ცივილიზაციისა და კულტურის მთავარი დამცველი კატართა სექტა იყო, რომელსაც დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნდა. XIII საუკუნეში იწყება ჯვაროსნების მიერ კატართა სექტის დარბევა, რამაც გამოიწვია პროვანსული ცივილიზაციის შესუსტება. ამიტომ კურტუაზიულმა პოეზიამ ჩრდილოეთით - ტრუვერთა ხელოვნებაში გადაინაცვლა. აქ მას ელეონორა აქვიტანელი და მისი შვილები მფარველობდნენ.

კურტუაზიული სიყვარული არის რაინდის სიყვარული გათხოვილი ქალის მიმართ, რომელსაც ირჩევს სულიერი და ფიზიკური მშვენიერების გამო. რაინდი ხდება ქალის მორჩილი და ასრულებს მის ნებისმიერ სურვილს, მიდის ბრძოლაში და ამით უმტკიცებს სიყვარულს.(...სრულად)

რჩეული ბიოგრაფია
ფილიპ II მამაცი
ფილიპ II მამაცი

ფილიპ II მამაცი (ფრანგ.: Philippe II de Bourgogne, le Hardi) (* 15 იანვარი 1342, პონტუაზი, საფრანგეთი; † 27 აპრილი 1404, ჰალე, ბელგია) - ბურგუნდიის ჰერცოგი და დინასტიის დამაარსებელი, საფრანგეთის მეფის ჟან II კეთილის მეოთხე ვაჟი.

მეტსახელი "მამაცი" ფილიპმა ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში 1356 წელს პუატიეს ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის მოიპოვა, თუმცა იმავე ბრძოლაში იგი მამასთნ ერთად ტყვედ ჩაუვარდა ინგლისელებს და 1360 წლამდე ტყვეობაში იმყოფებოდა ლონდონში. 1360 წელს საფრანგეთში დაბრუნებულ ფილიპს მამამისმა უბოძა საჰერცოგოს რანგში აყვანილი ტურენის საგრაფო, ხოლო 1363 წელს ბურგუნდიის საჰერცოგო და მიანიჭა საფრანგეთის პირველი პარის ტიტული. (...სრულად)

იცოდით, რომ...
ქვეყნები და რეგიონები
კულტურა და რელიგია
მინიატურა
ახალი სტატიები
ომები
პიროვნებები
გალენი
რჩეული ფოტოსურათი

წმინდა ბართლომეს ღამე (ფრანგ. Massacre de la Saint-Barthélemy), კათოლიკეების მიერ ჰუგენოტების ჟლეტა 1572 წლის 24 აგვისტოს ღამეს.


სურათის ავტორია ფრანსუა დუბუა (XIX საუკუნე)

სხვა რჩეული ფოტოები / რედაქტირება