თარგი:რჩეული სტატია/ისტორია/შუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კურტუაზია - ლიტერატურული მიმდინარეობა და ქცევის კოდექსი შუა საუკუნეების ევროპაში.

კურტუაზიული ლიტერატურის მთავარი თემა კურტუაზიული სიყვარული ანუ ე.წ. Fin'amor იყო. იგი დოქტრინის სასხით ჩამოყალიბდა დღევანდელი სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე, კერძოდ პროვანსში. მისი გამავრცელებლები იყვნენ ტრუბადურები. კურტუაზიული პოემები სამხრეთულ ენაზე იქმნებოდა და გამიზნული იყო სასიმღეროდ. XIII საუკუნემდე პროვანსელმა პოეტებმა ეს ჟანრი საკმაოდ წარმატებით განავითარეს და დახვეწეს, მაგრამ ამ დროიდან იწყება კურტუაზიის უკუსვლა, რაც გამოწვეულია იმ საზოგადოების კრიზისით, რომელსაც იგი მიემართებოდა. სამხრეთში ცივილიზაციისა და კულტურის მთავარი დამცველი კატართა სექტა იყო, რომელსაც დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნდა. XIII საუკუნეში იწყება ჯვაროსნების მიერ კატართა სექტის დარბევა, რამაც გამოიწვია პროვანსული ცივილიზაციის შესუსტება. ამიტომ კურტუაზიულმა პოეზიამ ჩრდილოეთით - ტრუვერთა ხელოვნებაში გადაინაცვლა. აქ მას ელეონორა აქვიტანელი და მისი შვილები მფარველობდნენ.

კურტუაზიული სიყვარული არის რაინდის სიყვარული გათხოვილი ქალის მიმართ, რომელსაც ირჩევს სულიერი და ფიზიკური მშვენიერების გამო. რაინდი ხდება ქალის მორჩილი და ასრულებს მის ნებისმიერ სურვილს, მიდის ბრძოლაში და ამით უმტკიცებს სიყვარულს.(...სრულად)