პოდგორიცის სტადიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოდგორიცის სტადიონი

მონტენეგროს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაში პოდგორიცაში
სრული სახელი პოდგორიცას საქალაქო სტადიონი
მდებარეობა ვაკა ჯუროვიჩას ქუჩა, პოდგორიცა, მონტენეგრო
კოორდინატები 42°26′41″N, 19°15′51″E
გაიხსნა 1945 წელს
აღდგა 2004-2006 წლებში
მესაკუთრე პოდგორიცის მერია
საფარი ბალახი
ტევადობა 15 230[1]
გუნდები
მონტენეგროს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ბუდუჩნოსტი

პოდგორიცის სტადიონი (მონტ. და სერბ. Stadion pod Goricom) — მრავალფუნქციური სტადიონი პოდგორიცაში, მონტენეგრო. წლების განმავლობაში სტადიონზე ადგილების რაოდენობა იცვლებოდა, თუმცა 2019 წლის მონაცემებით სტადიონი 15 230 ადამიანს იტევს.[2] პოდგორიცის სტადიონი საშინაო მოედანს წარმოადგენს მონტენეგროს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ბუდუჩნოსტისთვის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოდგორიცას საქალაქო სტადიონი აშენდა 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ომამდე პოდგორიცის კლუბები და მათ შორის ბუდუჩნოსტი თანამედროვე მოედნის ადგილას მდებარე მცირე სტადიონზე ვარჯიშობდნენ.

სტადიონის თავდაპირველი ტევადობა დაახლოებით 5 000 ადამიანს შეადგენდა. სტადიონი მთლიანად დაიწვა 1952 წელს, მაგრამ მოგვიანებით აღადგინეს და ადგილები დაუმატეს, რის შედეგადაც მისი ტევადობა 17 000 ადამიანს შეადგენდა. ახალ სტადიონს აქვს ოთხი ტრიბუნა - დასავლეთი, აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი.

1989 წელს პოდგორიცის (იმდროინდელი ტიტოგრადის) საქალაქო სტადიონზე ღამის განათებები დამონტაჟდა. გასული საუკუნის 80-იანი წლების განმავლობაში განახლდა მთავარი ტრიბუნა (დასავლეთი). ამავე ტრიბუნის ადგილების რაოდენობამ 6 000 შეადგინა. მას ასევე დაუმონტაჟდა თანამედროვე სახურავი.

იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სტადიონზე დამატებითი სამშენებლო სამუშაოები მოეწყო. შედეგად მისი ტევადობა 12 000-მდე შემცირდა.

2015 წლის 27 მარტს სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი მონტენეგროსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებით გაუქმდა, რადგან სტადიონი უსაფრთხოების წესებს ვერ აკმაყოფილებდა.[3]რუსეთის ეროვნული ნაკრების მეკარემ, იგორ აკინფეევმა თავში დაზიანება მიიღო, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.[3] შედეგად უეფამ რუსეთის ნაკრებს 3-0 გამარჯვება ჩაუთვალა.[4]

ჩრდილოეთ მხარეს მდებარე ტრიბუნა ბუდუჩნოსტის გულშემატკივრების, ვარვარის („ბარბაროსები“) მუდმივი სამყოფელია. საფეხბურთო კლუბის ფანები საშინაო მატჩებზე დამსწრეთა რაოდენობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ. ვარვარი მონტენეგროში ყველაზე ფართომასშტაბიანი მხარდამჭერთა გუნდია.

ტრიბუნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლიდან, პოდგორიცას საქალაქო სტადიონს აქვს ოთხი ტრიბუნა. 1992 წლიდან 2006 წლამდე სამი ტრიბუნა ფუნქციონირებდა, რადგან აღმოსავლეთის ნაწილი ჩამოშლილი იყო. . ქვემოთ მოცემულია თითოეული სტენდის სავარაუდო მოცულობა ტექნიკური დეტალების გათვალისწინებით:

ტრიბუნა აშენების თარიღი განახლების თარიღი საფეხურები ტევადობა სექტორები შესასვლელები
დასავლეთი 1945 1952–1953, 1984–1985, 2004 1 4 700[5] 8 (VIP + მედია) 7
აღმოსავლეთი 1952–53 2006 1 900[5] 8 2
ჩრდილოეთი 1952–53 1992—1993, 2004–2005 2 2 700[5] 8 5
სამხრეთი 1952–53 2004–2005 2 2 700[5] 8 5
სულ 11 000 (დამრგვალებული) 32 19
მონტენეგროს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაში

საფარი და განათებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოედნის ზომაა 105 მეტრი 70 მეტრზე. სტადიონის ტრიბუნებსა და მოედანს შორის ძალიან მცირე ადგილია გამოყოფილი. მოედანი 2014 წელს მთლიანად განახლდა და დღეს ბალკანეთის ნახევარკუნძულის საუკეთესო საფეხბურთო მოედნებს შორისაა.

1989 წელს დამონტაჟდა პირველი ღამის განათება ბუდუჩნოსტისა და რადის თამაშისთვის (პირველი ლიგა, 1989 წლის 28 მაისი). ოცი წლის შემდეგ, ახალი, 1900 ლუქსის განათებები დამინტაჟდა.[6]

ჩანაწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირველი მატჩი: ბუდუჩნოსტი-სუტიესკა, ამხანაგური თამაში, 1945 წლის 3 მაისი
  • პირველი ოფიციალური მატჩი: ბუდუჩნოსტი-არსენალ ტივატი, მონტენეგროს რესპუბლიკის ლიგა, 1946 წლის 20 აპრილი
  • პირველი მატჩი პირველ ლიგაში: ბუდუჩნოსტი-დინამო ზაგრები, იუგოსლავიის პირველი ლიგა, 1946 წლის 25 აგვისტო
  • პირველი მატჩი ღამის განათებებით: ბუდუჩნოსტი-რადი, იუგოსლავიის პირველი ლიგა, 1989 წლის 28 მაისი
  • პირველი საერთაშორისო მატჩი: ბუდუჩნოსტი-ტირანა, ამხანაგური თამაში, 1946 წლის 7 იანვარი
  • პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი: იუგოსლავია-ლუქსემბურგი, ევრო 1972-ის შესარჩევი მატჩები, 1971 წლის 27 ოქტომბერი
  • მონტენეგროს ნაკრების პირველი მატჩი: მონტენეგრო-უნგრეთი, ამხანაგური თამაში, 2007 წლის 24 მარტი
  • თამაში ყველაზე მეტი მაყურებლით: ბუდუჩნოსტ-ჰაიდუკ სპლიტი (20 000 მაყურებელი), იუგოსლავიის პირველი ლიგა, 1975 წლის 27 აგვისტო

დაპირისპირებები და უბედური შემთხვევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიის განმავლობაში, პოდგორიცის სტადიონზე მრავალი უბედური შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით ბუდუჩნოსტის მატჩებზე. ძალადობის ფაქტები 1970-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა და 21-ე საუკუნეშის გადაიზარდა.

ბუდუჩნოსტის მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს, პირველი ლიგის ბუდუჩნოსტ-პარტიზანის მატჩის დროს, ბლოკები, სამშენებლო მასალები და მსგავსი საგნები ჩრდილოეთის ტრიბუნიდან მოედანზე ისროლეს, რის გამოც მატჩი 15 წუთით შეჩერდა. ერთი წლის შემდეგ, ბუდუჩნოსტისა და ცრვენა ზვეზდას მატჩი ორი საათით შეჩერდა მას შემდეგ, რაც მასპინძელთა გულშემატკივრებმა (ვარვარი) მოედანზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და სტუმრებს თავს დაესხნენ.[7] 2006 წლის გაზაფხულზე ბუდუჩნოსტსა და ზეტას შორის ჩატარებულ მატჩზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.[8] მონტენეგროს პირველი ლიგის მრავალი მატჩი შეჩერდა მასობრივი ძალადობის ან მოედანზე გულშემატკივართა შეჭრის გამო.

მონტენეგროს მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონტენეგროს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყველა მნიშვნელოვანი მატჩი სავსეა გულშემატკივრებით. იმის გათვალისწინებით, რომ ტრიბუნები მკოედნიდან მხოლოდ 4 მეტრითაა დაშორებული, სტადიონზე ენერგეტიკული ატმოსფერო იქმნება. ბოლო წლების განმავლობაში, მონტენეგროს საფეხბურთო ნაკრებს ფიფასა და უეფასგან არაერთი სანქცია დაეკისრა.

2011 წელს, მონტენეგრო-ინგლისის მატჩის შემდეგ, მონტენეგროს მხარდამჭერები შეიჭრნენ მოედანზე. მხარდამჭერები სხვადასხვა ნივთებს სვრიდნენ მეკარე ჯო ჰარტს, რომელიც მათი ტრიბუნის წინ იყო.[9] მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ერთი წლის შემდეგ პოლონეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ თამაშისას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://mysportstourist.com/venue-guides/football-stadiums/city-stadium-podgorica-montenegro
  2. https://mysportstourist.com/venue-guides/football-stadiums/city-stadium-podgorica-montenegro
  3. 3.0 3.1 Montenegro-Russia match abandoned; Sweden, Austria win (27 March 2015). ციტირების თარიღი: 10 October 2019
  4. „Russia awarded 3-0 win over Montenegro after halted Euro qualifier“. Sports Illustrated. 8 April 2015. ციტირების თარიღი: 10 October 2019.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Danilo Mitrović. (30 September 2017) Da imamo stadion od 30 hiljada, bio bi ispunjen do vrha. ციტირების თარიღი: 10 October 2019
  6. Fudbalski savez Crne Gore.
  7. Suzavac pod Goricom!.
  8. Budućnost kažnjena oduzimanjem bodova. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-03. ციტირების თარიღი: 2021-04-10.
  9. Wilson, Jeremy. (27 March 2013) Montenegro face Fifa sanctions following crowd disorder during the 1-1 draw with England in Podgorica.