პლაოშნიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პლაოშნიკი
წმინდა კლიმენტის ეკლესია
სანათლავი

პლაოშნიკი, პლაოში (მაკედ. Плаошник, Плаош) — არქეოლოგიური ძეგლი და წმინდა ადგილი ოჰრიდში, ჩრდილოეთი მაკედონია. ოჰრიდის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სამუელის ციხესიმაგრიდან 250 მეტრში. მნიშვნელოვანი სასულიერო, ტურისტული და კულტურული ცენტრი.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

893 წელს აღნიშნულ ადგილზე კლიმენტ ოჰრიდელმა ააშენა ტაძარი, რომელიც ქალაქში ყველაზე ძველ ნაგებობად ითვლება. ტაძარი გახდა რეგიონის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი, სადაც მუშაობდა ცნობილი ოჰრიდის ლიტერატურული სკოლა. აქ სწავლებისათვის გამოიყენებოდა ახლადშექმნილი ანბანი — კირილიცა. სკოლამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სლავური დამწერლობისა და ლიტერატურის განვითარებაზე. წმინდა კლიმენტი დაასაფლავეს ტაძრის სიახლოვეს, თავისივე ხელით აგებულ სამარხში.

ოსმალეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში ტაძარი არაერთხელ დაარბიეს და გაძარცვეს. უამრავი რელიქვია და კულტურული ფასეულობა დიაკარგა, კლიმენტ ოჰრიდელის აგებული ტაძარი მთლიანად დაინგრა და მის ფუნდამენტზე ააგეს მეჩეთი.[2]

სარესტავრაციო სამუშაოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატაძრო კომპლექსის აღორძინება იწყება 2000 წლის დეკემბრიდან. ამ მიზნით შემუშავდა მასშტაბური პროექტი, რომლის რეალიზიისათვის მუშაობდა ქვეყნის ასობით კვალიფიცირებული სპეციალისტი. 2002 წლისათვის წინანდელი სახით აღადგინეს ტაძარი და იგი აკურთხეს პანტელეიმონ მკურნალის სახელზე, მოგვიანებით აქ დააბრუნეს რამდენიმე რელიქვია. კერძოდ, აქ ინახება მარმარილოს სარკოფაგი წმინდა კლიმენტის ნეშტით, XI-XII და XIII-XIV საუკუნეების ხელნაწერები და სხვა. ტაძარში მინის იატაკია, რომლის საშუალებითაც მნახველებს შეუძლიათ დაათვალიერონ ძველი ტაძრის საძირკველი.

დროთა განმავლობაში აღდგა ოჰრიდის ლიტერატურული სკოლაც, ახალ შენობას სლავური უნივერსიტეტი ეწოდა. უნივერსიტეტი მოიცავს დიდ ბიბლიოთეკას, რომელიც განკუთვნილია ძველი ხელნაწერებისა და წიგნების შესანახად, აქვეა 800-ზე მეტი ხატის გალერეა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ბაზილიკის საძირკველი, V-VI საუკუნის მოზაიკა, ორნამენტები, ცხოველებისა და ადამიანის გამოსახულებებით. იგეგმება არქეოლოგიური ძეგლის და მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ohrid – "Plaosnik" will look the same as in the time of St. Kliment დაარქივებული 27 July 2011 საიტზე Wayback Machine.
  2. Journey to Macedonia Part II: St. Clement of Ohrid, Fr Samuel, December, 2006
  3. Culture – Republic of Macedonia დაარქივებული 30 June 2012 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links Archaeology – Depot with Venetian Silver Coins Excavated, Večer, 10 October 2007