ოჰრიდის წმინდა კლიმენტისა და პანტელეიმონის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოჰრიდის წმინდა კლიმენტისა და პანტელეიმონის ეკლესია
2011 Ochryda, Cerkiew św. Pantelejmona (02).jpg
ოჰრიდის წმინდა კლიმენტისა და პანტელეიმონის ეკლესია (ჩრდილოეთი მაკედონია)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°06′45″ ჩ. გ. 20°47′27″ ა. გ. / 41.11250° ჩ. გ. 20.79083° ა. გ. / 41.11250; 20.79083
რელიგიური კუთვნილება მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: ჩრდილოეთი მაკედონია ჩრდილოეთი მაკედონია
ადგილმდებარეობა ოჰრიდი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) კლიმენტ ოჰრიდელი
ხუროთმოძღვრული სტილი ბიზანტიური
დეტალები
გუმბათი 2

ოჰრიდის წმინდა კლიმენტისა და პანტელეიმონის ეკლესიამართლმადიდებლური მონასტერი ქალაქ ოჰრიდში, ჩრდილოეთი მაკედონია. მდებარეობს პლაოშნიკის რაიონში და აგებულია დიდმოწამე პანტელეიმონის სახელზე. გადმოცემის მიხედვით ააგო წმინდა კლიმენტ ოჰრიდელმა. ამჟამინდელი მონასტრის ეკლესია აგებულია 2000-2002 წლებში ბიზანტიური არქიტექტურის სტილში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრის სამრეკლო. შესასვლელში გამოსახულია წმინდა კლიმენტისა და პანტელეიმონის ხატები და მათ შორის იესო ქრისტე

866 წელს კირილესა და მეთოდეს მოსწავლე კლიმენტი ჩავიდა ოჰრიდში, რათა ეთხოვა ბულგარეთის მეფე ბორის I-ისათვის, რომ დაეწყო მისიონერული მოღვაწეობა. 893 წელს ოჰრიდში ასევე ჩადის მისი მოსწავლე ნაუმ ოჰრიდელი[1].

იმავე 893 წელს სავარაუდოდ კლიმენტ ოჰრიდელმა დააარსა მონასტერი და ოჰრიდის ლიტერატურული სკოლა[1][2], სადაც ასწავლიდნენ სლავურ ლიტერატურასა და ლიტურგიას[1]. ტრადიცია კლიმენტ ოჰრიდელს მიაწერს კირილიცის შექმნას. მის მოკლე ცხოვრებაში, რომელიც ბერძნულ ენაზეა შექმნილი წერია:

ვიკიციტატა
„კლიმენტმა გამოიგონა სხვა ნიშნები, რომლებიც უფრო გასაგები იყო ვიდრე კირილეს მიერ შექმნილი.[3]

თუმცა მკვლევრების უმეტესობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს[4][5]. მისი მოსწავლეების რიცხვი 3 500-ს აღწევდა[1], მოგვიანებით მან უფრო ცნობადი გახადა სლავური დამწერლობა და მონასტერი კულტურულ ცენტრად აქცია. ზოგიერთი წყარო მონასტერს ევროპის უძველეს უნივერსიტეტადაც კი მოიხსენიებს[6]. წმინდა კლიმენტ ოჰრიდელი გარდაიცვალა 916 წელს და დაკრძალულია მონასტრის საძვალეში[2][7].

მეჩეთად გადაკეთება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIV საუკუნის დასაწყისში ოჰრიდი ოსმალეთის იმპერიის კონტროლს დაექვემდებარა და XV საუკუნეში მონასტერი მეჩეთად გადააკეთეს. XVI საუკუნეში მიიღეს გადაწყვეტილება აღედგინათ ადრე დანგრეული ეკლესია-მონასტრები, აღადგინეს წმინდა კლიმენტის მონასტერიც. XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე მონასტერი კვლავ დაანგრიეს (რის გამოც წმინდა კლიმენტის ნეშტი სხვა ეკლესიაში გადაასვენეს), ხოლო მის ადგილზე ოსმალებმა კვლავ მეჩეთი ააგეს[2][8].

არქეოლოგიური გათხრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური გათხრები მონასტრის ტერიტორიაზე (2007 წლის დეკემბერი)

პირველი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრები მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა 1965 წელს[2]. 1999 წელს კი დაიწყო არქეოლოგიური გათხრები მეჩეთის ნანგრევების სიახლოვეს[2], რომლის დროსაც აღმოაჩინეს ხუთნავიანი ბაზილიკის სანათლავი, რომელიც თარიღდება IV-VI საუკუნეებით. ბაზილიკა სავარაუდოდ აგებული უნდა ყოფილიყო წმინდა პავლეს სახელზე. 2002 წელს მონასტერში დაიწყო სამშენებლო სამუშაოები ახალი ტაძრის ასაგებად, რომელიც ამავე წლის ივლისში დასრულდა. 2007 წლის 10 ოქტომბერს მორიგი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს 2 383 ვენეციური მონეტა, რაც ადგილობრივი ისტორიკოსების აზრით ვენეციასა და ოჰრიდს შორის სავაჭრო ურთიერთობის დამადასტურებელია[9].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 History. Municipality of Ohrid. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2010-06-26. ციტირების თარიღი: 2017-01-29.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 <St. Clement's monastery "St. Pantheleimon". დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-11-06. ციტირების თარიღი: 2017-01-29.
  3. Димитри Хоматиан. Краткое житие Климента Охридскога, XIV (ბულგარული) (ბერძნული)
  4. Климент Охридский / Верещагин Е. М. // Киреев — Конго. — М. : Большая российская энциклопедия, 2009. — С. 291. — (Большая российская энциклопедия : [в 35 т. / гл. ред. Ю. С. Осипов ; 2004—2017, т. 14). — ISBN 978-5-85270-345-3.]
  5. Кириллица / Верещагин Е. М. // Киреев — Конго. — М. : Большая российская энциклопедия, 2009. — С. 22. — (Большая российская энциклопедия : [в 35 т. / гл. ред. Ю. С. Осипов ; 2004—2017, т. 14). — ISBN 978-5-85270-345-3.]
  6. On Plaosnik – a New Building on Ancient Foundations – Saint Clement’s Temple Resurrects in the New Age. Nova Makedonija (2002-04-05). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-06-30. ციტირების თარიღი: 2017-01-29.
  7. Popović, Mihailo St. Saint Clement of Ohrid: His Life and Aftermath between Sofia and Skopje (англ.) // Institute of History Belgrade Collection of Works : journal. — Institute of History Belgrade, 2016. — Vol. 32. — P. 78.
  8. Popović: 80
  9. Archaeology – Depot with Venetian Silver Coins Excavated. Večer (2007-10-10). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-06-30. ციტირების თარიღი: 2017-01-29.