შინაარსზე გადასვლა

ოჰრიდის ანტიკური თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოჰრიდის ანტიკური თეატრი (მაკედ. Антички театар) — რომაული პერიოდის თეატრი ოჰრიდში, ჩრდილოეთი მაკედონია.[1] იგი ააგეს ძვ. წ. 200 წელს და ერთადერთი ელინისტური ხანის თეატრია ქვეყანაში, რადგან დანარჩენი სამი სკუპი, სტობი და ჰერაკლეა-ლინკესტისი რომაულ ეპოქაშია აგებული. თეატრს აქვს შესანიშნავი მდებარეობა, მის სცენას გვერდებიდან იცავდა ბორცვები, რაც აკავებდა ქარს და ხელი არ ეშლებოდა აკუსტიკას.

რომაულ ეპოქაში თატრი გამოიყენებოდა გლადიატორების ბრძოლისათვის. თუმცა, ვინაიდან თეატრი ასევე იყო რომაელების მიერ ქრისტიანების სიკვდილით დასჯის ადგილი, ის სწრაფად გადაიქცა ადგილობრივებისათვის უაღრესად საძულველ ადგილად. ფაქტობრივად, ამ უსიამოვნო ამბების გამო, რომის იმპერიის დაშლის შემდეგ თეატრი მიატოვეს და მიწაში დაფლეს ადგილობრივებმა. ამის გამო სტრუქტურის უმეტესი ნაწილი კარგად შენარჩუნდა. თეატრი შემთხვევით აღმოაჩინეს 1980-იან წლებში. კერძოდ, ამ ტერიტორიაზე ზოგიერთი სახლის ირგვლივ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის დროს გამოჩნდა დიდი ქვის ბლოკები ბერძენი ღმერთის დიონისესა და მუზების ჩუქურთმებით, რამაც არქეოლოგები დააჯერა, რომ აღმოაჩინეს ბერძნული თეატრი.

1980-იანი წლების ბოლოდან თეატრი კვლავ არის საჯარო წარმოდგენების ადგილი, აქ იმართება სპექტაკლები, კონცერტები, ოპერები, საბალეტო წარმოდგენები.[2] ბოლო დროს, ოჰრიდის ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში აქ იმართება მაღალი დონის კულტურული სპექტაკლები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Institute for protection of monuments of culture and museum - Ohrid. Antique Theater Ohrid. დაარქივებული 2020-09-16 საიტზე Wayback Machine.
  2. Macedonia National Tourism Portal დაარქივებული July 21, 2009, საიტზე Wayback Machine.