ოჰრიდის წმინდა იოანე კანეოს ეკლესია
ოჰრიდის წმინდა იოანე კანეოს ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°06′39″ ჩ. გ. 20°47′19″ ა. გ. / 41.11083° ჩ. გ. 20.78861° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | ჩრდილოეთი მაკედონია |
ადგილმდებარეობა | ოჰრიდი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბიზანტიური |
თარიღდება | XIII საუკუნე |
დეტალები
| |
გუმბათი | 1 |
ოჰრიდის წმინდა იოანე კანეოს ეკლესია (მაკედ. Црква "Свети Јован Канео), ასევე ცნობილია, როგორც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია — მართლმადიდებლური ტაძარი ქალაქ ოჰრიდში, ჩრდილოეთი მაკედონია. მდებარეობს ოჰრიდის ტბის ნაპირზე. ტაძარი აგებულია იოანე ღვთისმეტყველის სახელზე, რომელიც საეკლესიო ლიტერატურაში იოანე პატმოსელის სახელითაა ცნობილი. ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ საეკლესიო დოკუმენტების მიხედვით იგი აგებული უნდა იყოს 1447 წლამდე. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ეკლესია აგებულია XIII საუკუნეში, ჯერ კიდევ ოსმალთა იმპერიის დაარსებამდე.
ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია. აღმოსავლეთ ნაწილში სამგვერდა აფსიდია. ტაძარი აგებულია ბიზანტიურ სტილში. XIV საუკუნეში ოსმალების მაკედონიაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე ეკლესიას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ოსმალების მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ საეკლესიო ცხოვრება შეწყდა.
ეკლესიას რამდენიმე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა XIX-XX საუკუნეებში. 1964 წელს მორიგი რესტავრაციის დროს აღმოაჩინეს რამდენიმე ფრესკა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|