პიურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პიურა (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
პიურა
Piura

პიურას პლაზა დე არმასი
დროშა გერბი

ქვეყანა პერუს დროშა პერუ
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 5°12′00″ ს. გ. 80°38′00″ დ. გ. / 5.20000° ს. გ. 80.63333° დ. გ. / -5.20000; -80.63333
ქალაქის მერი ხოსე აგილარ სანტისტებანი
დაარსდა 1532
ფართობი 621.2 კმ²
ცენტრის სიმაღლე 36 მეტრი
მოსახლეობა 377,496 კაცი
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 73
საფოსტო ინდექსი 20001
ოფიციალური საიტი http://www.munipiura.gob.pe
პიურა — პერუ
პიურა

პიურა (ესპ. Piura) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ პერუში, პიურას რეგიონის და პიურას პროვინციის დედაქალაქი. მოსახლეობა 377 496 ადამიანი. ეს იყო ადგილი, სადაც ესპანელმა კონკისტადორმა ფრანსისკო პისარომ 1532 წელს დააარსა პირველი ესპანური ქალაქი სან-მიგელ-დე-პიურა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ჩრდილოეთ პერუს უდიდესი ნაწილი, ცნობილი როგორც პიურას ტერიტორია, დასახლებული იყო ადგილობრივი ხალხებით ტალენებით და იუნგებით. ისინი ცხოვრობდნენ არაორგანიზებულად. არ ჰყავდათ მმართველი ან ლიდერი, სანამ მოჩეკებმა არ დაამყარეს მათზე კოტროლი და ადგილობრივი კულტურა ვიკუს კულტურით არ შეცვალეს. საუკუნეების შემდეგ პიურას ახალი მმართველი დაეპატრონა, ტუპაკ ინკა იუპანკი და მისი ბატონობა 40 წელს გაგრძელდა, სანამ პიურაში ესპანელები ჩავიდნენ.

სახელწოდება პიურა წარმოიშვა კეჩუას ენის სიტყვა პირუადან, რაც სიუხვეს ნიშნავს. პიურა ასევე ცნობილია სახელით "სიუდად-ბლანკა", რაც "თეთრ ქალაქს" ნიშნავს. 1532 წელს, ესპანელების ჩასვლისთანავე, პიურაში ახალი კულტურები დაიბადა, მეტისები და კრეოლები. მეტისების კულტურა ესპანური ესტრემადურისა და ანდალუსიის კულტურების გავლენის ქვეშ შეიქმნა, ასევე მასზე დიდი გავლენა მოახდინა აფრიკიდან, კერძოდ მადაგასკარიდან ზანგი მონების ჩასვლამ და ჩინელების კანტონიდან გადმოსახლებამ ბრინჯზე სამუშაოდ და მონების შესაცვლელად; ასევე დიდი გავლენა მოახდინეს ბოშებმა (რომლებიც პიურაში მეკობრეებად, მარგალიტების საძებნელად ჩამოვიდნენ) და ესპანელმა მხედრებმა.

რესურსები ინტერენტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]