პიასინო
| პიასინო | |
|---|---|
პიასინო კოსმოსიდან | |
| კოორდინატები: 69°40′ ჩ. გ. 87°52′ ა. გ. / 69.667° ჩ. გ. 87.867° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| ტერიტორიული ერთეული | კრასნოიარსკის მხარე |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 28 მ |
| სიგრძე | 70 კმ |
| სიგანე | 15 კმ |
| ფართობი | 735 კმ² |
| მოცულობა | 3 კმ³ |
| საშუალო სიღრმე | 4 მ |
| მაქსიმალური სიღრმე | 8 მ |
| აუზის ფართობი | 24 000 კმ² |
| ჩამდინარე მდინარეები | ნორილსკაია |
| გამომდინარე მდინარე | პიასინა |
პიასინო (რუს. Пясино) — მყინვარული წარმოშობის ტბა რუსეთში, კრასნოიარსკის მხარის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ნორილსკიდან დაახლოებით 20 კმ-ში. გაწოლილია ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პუტორანის პლატოს ჩრდილო-დასავლეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 28 მ სიმაღლეზე.[1] ზედაპირის ფართობი 735 კმ², მაქსიმალური სიღრმე 8 მ. გადაჭიმულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ 70 კმ-ზე, სიგანე 15 კმ. ნაპირები უმეტესწილად დამრეცია, ადგილ-ადგილ დაჭაობებული. მიეკუთვნება კარის ზღვის აუზს. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით.[2] იყინება ოქტომბერში, ყინულძვრაა ივლისში. ერთვის ბევრი მდინარე, რომელთაგან უდიდესია მდინარე ნორილსკაია. ტბის ჩრდილოეთ ბოლოდან გამოედინება მდინარე პიასინა, რომელიც ერთვის კარის ზღვას. მდიდარია თევზით, მოიპოვება: ზუთხი, გოჭალა, ტაიმენი, ნელმა, ევროპული ჭაფალა, ომული, პელიადი, სიგი, მუქსუნი და სხვა.[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პიასინო — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ На озере под Норильском утонул теплоход: пропали люди[მკვდარი ბმული]
- ↑ Пясино // Большая советская Энциклопедия
- ↑ Пясино // Научно-популярная энциклопедия «Вода России». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-06. ციტირების თარიღი: 2020-04-13.