გოჭალა
იერსახე
| გოჭალა | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Nemacheilus fasciatus | |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Nemachilus (Bleeker, 1863) | |||||||||||||
| |||||||||||||
გოჭალა (ლათ. Nemachilus) — მტკნარი წყლის თევზების გვარი გოჭალასებრთა ოჯახისა. საქართველოში მდინარე ჭოროხსა და მდინარე კინტრიშში, გვხვდება ანგორული გოჭალა (Nemachilus angorae), მტკვრისა და არეზის აუზებში — მტკვრის გოჭალა (Nemachilus brandti). აქვთ წაგრძელებული, წვრილი ქერცლით დაფარული, სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის ლაქებით მოფენილი სხეული. მრავლდებიან მაის-ივნისში. სარეველა თევზებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 140.