ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობი
ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობი
ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობი
კოორდინატები: 72°20′ ჩ. გ. 103°08′ ა. გ. / 72.333° ჩ. გ. 103.133° ა. გ. / 72.333; 103.133
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 303 
სიგრძე 1400 კმ
სიგანე 600 კმ
ჰიდროგრაფია პიასინა, ხატანგა, ანაბარი
ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობი — რუსეთი
ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობი

ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობი, ტაიმირის დაბლობი (რუს. Северо-Сибирская низменность) — დაბლობი რუსეთში, კრასნოიარსკის მხარესა და იაკუტიაში. გაწოლილია მდინარეების ლენისა და ოლენიოკის ქვემო დინებებს შორის. გადაჭიმულია 1400 კილომეტრზე, სიგანე დაახლოებით 600 კილომეტრამდე.[1] განიერ და ძლიერ დაჭაობებულ დაბლობზე აღმართულია 200–300 მეტრი სიმაღლის ბრტყელთხემიანი სერები. ბევრია თერმოკარსტული ტბა. უმთავრესად აგებულია ზღვიური და მყინვარული ნალექებით, რომლებსაც ქვეშ უდევს ქვიშაქვები და თიხაფიქლები. განვითარებულია მრავალწლოვანი მზრალობა. ჰავა სუბარქტიკული კონტინენტურია. იცის ცივი და ხანგრძლივი ზამთარი და ხანმოკლე გრილი ზაფხული. ნალექები 300 მმ წელიწადში. ჩრდილოეთ ნაწილში სჭარბობს ლიქენებიანი ტუნდრა, სამხრეთ ნაწილში — ბუჩქოვანი, სამხრეთ კიდეზე — ტყეტუნდრა. დასავლეთ ნაწილში ციმბირის ლარიქსის მეჩხერი ტყეებია, აღმოსავლეთ ნაწილში — დაურის ლარიქსისა. ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობზე არის ქვანახშირის, ნავთობისა და აირის საბადოები.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]