ომული
იერსახე
| ომული | |||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||
| Coregonus autumnalis | |||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 5363 | |||||||||||
| |||||||||||
ომული (ლათ. Coregonus autumnalis) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. საკუთრივ ომული ანუ ყინულოვანი ზღვის ომული გამსვლელი თევზია. იკვებება და იზრდება ოკეანეში, მრავლდება მდინარეებში. მისი სიგრძე 64 სმ. მასა 3 კგ აღწევს. იკვებება ზოოპლანქტონით და თევზების ლიდსიტებით. სქესობრივად მწიფდება 5-10 წლისა. ტოლობს შემოდგომაზე. რეწვის ობიექტია ციმბირის მდინარეებში. ბაიკალის ტბაში გვხვდება ორაგულისებრთა ოჯახში შემავალი ბაიკალის ომული (Coregonus migratorius). იყენებენ ნედლს. დამარილებულს, შებოლილს. სააკლიმატიზაციო ობიექტია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 531.
