ნელმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნელმა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Stenodus leucichthys nelma
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 135545

ნელმა (ლათ. Stenodus leucichthys nelma) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. თევზთეთრას ქვესახეობა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის აუზში. ნახევრადგამსვლელი ან მტკნარი წყლის თევზია. მისი სხეულის სიგრძეა 1,3 მ, წონა 50 კგ-მდე. ტოფობს შემოდგომაზე. ნაყოფიერება 125–420 ათ. ქვირითი, რომელიც ვითარდება ქვებს შორის მთელი ზამთრის განმავლობაში. მტაცებელია სიცოცხლის პირველივე წლიდან. იკვებება ცქიმურებით, ჭაფალებითა და სხვა. ძვირფასი სარეწაო თევზია; გამრავლების ობიექტია. ცნობილია ადგილობრივი ფორმები. დიდი თევზია. ჩვეულებრივ 30-40 კგ-ია. მისი საშუალო წონა სხვადასხვა წყალსატევებში 5-იდან 12 კგ-მდეა. ქვირითს ყრის სექტემბრის მეორე ნახევარსა და ოქტომბერში. სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობა ირტიშში, პეჩორასა და ობში შეადგენს 16 წელს, ენისეიში, ლენასა და ანადირში 22 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]