პატარა ბატასინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პატარა ბატასინი
Smew.both.arp.600pix.jpg
დედალი (ქვევით) და მამალი (ზევით)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Mergellus albellus (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Mergus albellus
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22680465

პატარა ბატასინი (ლათ. Mergellus albellus) — ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა. მონოტიპური გვარის წარმომადგენელია. შუალედური სახეობაა ბატასინსა და კოკონას შორის. კარგად ცურავს და ყვინთავს. მცირე ზომის ფრინველია. მისი სხეულის სიგრძეა 38-44 სმ, მამლის წონაა 510-935 , დედლისა 500-680 გ.[1] მამრი შეფერილია თეთრი ბუმბულით, ზურგი შავი აქვს, თვალის გარშემო გააჩნია შავი ლაქა, კისერზე იმავე ფერის „საყელო“. მდედრი მთლიანად ნაცრისფერ-შავია, თავი ყავისფერი, კისრის ზედა ნაწილი თეთრი. ბუდობს ჩრდილოეთ და საშუალო ტაიგისა, ტყეტუნდრის წყალსატევებში სკანდინავიიდან დასავლეთით ანადირის აუზის აღმოსავლეთ ნაწილამდე, კამჩატკამდე, ოხოტის ზღვის სანაპირომდე, ჰოკაიდომდე. იზამთრებს ბუდობის ადგილებიდან სამხრეთით. მიგრირებს შავი, ბალტიის, კასპიის ზღვებისკენ, ვადენზეესკენ, აგრეთვე მისი გამოზამთრების ადგილებია პაკისტანი, ჩინეთი, იაპონიის კუნძულები, საფრანგეთი, ინგლისი, ალჟირი, ტუნისი, ეგვიპტე, ერაყის ცენტრალური ნაწილი.[2] ბუდეს ხეებზე იკეთებს, მიწიდან 10 -ის სიმაღლეზე.[3][4] მასში დებს 5-11 (ძირითადად 7-9) მოთეთრო, ზოგჯერ მოყვითალო კვერცხს.[5] ინკუბაცია 26-28 დღე-ღამე გრძელდება. ფრთიანდებიან 10 კვირის ასაკში. იკვებებიან ძირითადად სხვადასხვა სახის უხერხემლოებით, აგრეთვე თევზითა და ამფიბიებით. სიცოცხლის მაქსიმუმი ევროპაში დაფიქსირდა ნიდერლანდებში (10 წელზე მეტი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • C. Carboneras 1992. Family Anatidae (Ducks, Geese and Swans) in del Hoyo, J., Elliott, A., & Sargatal, J., eds. Vol. 1. // Путеводитель по птицам мира = Handbook of the birds of the world. — Barcelona: Lynx Edicions, 1992. — ISBN 84-96553-42-6.
  • James F. Clements. The Clements Checklist of Birds of the World. — Cornell University Press, 2007. — 843 с. — ISBN 0801445019. (ინგლისური)
  • John Gooders, Trevor Boyer. Ducks of Britain and the Northern Hemisphere. — London: Collins & Brown, 1997. — С. 153-156. — ISBN 1855855704. (ინგლისური)
  • Paul A. Johnsgard. Ducks, Geese, and Swans of the World. — Lincoln and London: University of Nebraska Press, 1978. — ISBN 978-0-8032-0953-4. (ინგლისური)
  • Janet Kear. Vol. 2 // Ducks, Geese, and Swans. — USA: Oxford University Press, 2005. — 930 с. — ISBN 0198546459. (ინგლისური)
  • Killian Mullarney, Lars Svensson, Dan Zetterström, Peter J. Grant. Птицы Европы = Birds of Europe. — United States: Princeton University Press, 2000. — С. 60. — 400 с. — ISBN 978-0-691-05054-6. (ინგლისური)
  • Derek A. Scott, Paul M. Rose. Атлас популяций утиных в Африке и западной Евразии = Atlas of Anatidae populations in Africa and Western Eurasia. — Wetlands International, 1996. — С. 222-224. — 336 с. — ISBN 1 900442 09 4. (ინგლისური)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gooders, С.153
  2. Scott, С.222
  3. Kear, 2005
  4. Smew (Mergellus albellus). BirdLife Species Factsheet. BirdLife. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-04. წაკითხვის თარიღი: 16 июля 2009.
  5. Carboneras, С.625