კარკალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

კარკალი, კარკნალი — ლოდნარი, რომლითაც მოფენილია მობრტყელებული მწვერვალები ალპურ სარტყელში. წარმოიქმნება ქანების ყინვისმიერი გამოფიტვის შედეგად. კარკალი ზოგჯერ მთის კალთებზეც ეშვება და გრავიტაციული ძალით შეუმჩნევლად მიცოცავს ეროზიულ ღარტაფებში. კარკალი პერიგლაციალური რელიეფის ფორმებია. წარმოადგენს ალპური ზონის ფორმებს. კარკალებით საქართველოს არაერთი მწვერვალია მოფენილი. ფართოდ გვხვდება ჯავახეთისა და სამსრის ქედებზე.

კარკალის კარგ მაგალითს გვაწვდის მწვერვალი თავკვეთილი (სამხრეთი საქართველო).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]