პარაგუანის ნახევარკუნძული
პარაგუანის ნახევარკუნძული (ესპ. Península de Paraguaná) — ნახევარკუნძული ვენესუელაში, მდებარეობს ფალკონის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, შეჭრილია კარიბის ზღვაში. ფართობი შეადგენს 3 405 კმ²-ს. მისგან 27 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს კუნძული არუბა, ოდნავ მოშორებით კი ბონერი და კურასაო. შტატის დარჩენილ ნაწილთან ნახევარკუნძული შეერთებულია მედანოსის ბუნებრივი ყელით. პარაგუანის მთავარი ქალაქია პუნტო-ფიხო, სადაც განლაგებულია ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
იმის გამო, რომ ნახევარკუნძული თითქმის მთლიანად წყლითაა შემოსაზღვრული, ხშირად მას კუნძულად მოიხსენიებენ და ქარქვეშა ანტილების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ.
ნახევარკუნძული ერთ-ერთი ვენესუელის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი რეგიონია, 340,2 მმ საშუალო წლიური ნალექებით, რაც მაქსიმუმს ნოემბერში აღწევს (83,5 მმ). საშუალო ტემპერატურა 28 - 34 °C- შორის მერყეობს.