ოქსიტანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოქსიტანია - ისტორიული რეგიონი სამხრეთ ევროპაში, სადაც მთავარი ენა ოქსიტანიური იყო.[1] [2] ოქსიტანიური ზოგჯერ კვლავ გამოიყენება, მაგრამ უმეტესწილად, როგორც მეორე ენა. ეს კულტურული ტერიტორია მოიცავს საფრანგეთის სამხრეთ მესამედს, ასევე ესპანეთის ნაწილს (არანის ველი), მონაკოსა და იტალიის მცირე ნაწილებს (ოქსიტანური ხეობები, Guardia Piemontese ). ოქსიტანია შუა საუკუნეებიდან აღიარებულია, როგორც ლინგვისტური და კულტურული კონცეფცია, მაგრამ ამ სახელწოდებით არასოდეს ყოფილა არც იურიდიული და არც პოლიტიკური სუბიექტი. ტერიტორია რომაულ დროში, ადრეულ შუა საუკუნეებში გაერთიანდა, შვიდ პროვინციად.

ამჟამად, ამ რეგიონში მცხოვრები 16 მილიონი ადამიანიდან დაახლოებით 200 000-დან – 800 000-მდე [3] ადამიანი არის ადგილობრივი წარმოშობის[4]. რეგიონში საუბრობენ ფრანგულ, კატალანურ, ესპანურ და იტალიურ ენებზე. 2006 წლიდან ოქსიტანიური ენა კატალონიის ოფიციალური ენა გახდა, რომელიც მოიცავს არანის ველს, სადაც 1990 წელს ოქსიტანიელებმა მოიპოვეს ოფიციალური სტატუსი.

ოქსიტანია (Occitanie)
ოფიციალური ენა ფრანგული, კატალანური, ესპანური და იტალიური
ფართობი
 -  სულ 190,000 კმ2 
მოსახლეობა
 -  შეფასება 16,000,000

რომაელთა მმართველობის დროს, ოქსიტანიის უმეტეს ნაწილს უწოდებდნენ აკვიტანიას, [5] ადრე დაპყრობილ ტერიტორიებს უწოდებდნენ რომის პროვინციებს, ხოლო ჩრდილოეთ პროვინციებს, რასაც ამჟამად საფრანგეთი ეწოდება, გალიას (გალი). არსებობს ტექსტები, რომლებშიც ტერიტორია ირიბად მოიხსენიება, როგორც "ოქსიტანიური ენის ქვეყანა".

2016 წლის 28 სექტემბერს ოქსიტანია გახდა ადმინისტრაციული რეგიონის სახელი, რომელმაც მიიღო მემკვიდრეობით მიიღო გარკვეული რეგიონები,[6] რომლებიც ოქსიტანიის მცირე ნაწილია.


გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქსიტანიური კულტურა აყვავდა შუა საუკუნეებში. ტრაბადურის დროის მრავალი მწერალი, პოეტი და ექსპონენტი იყენებს ოქსიტანიურ ენას, როგორც მათ არჩევანს. ჩრდილოეთ იტალიელები და კატალონიელები ასევე იყენებდნენ ოქსიტანიურ ლიტერატურას.

სახელწოდება ოქსიტანია შუა საუკუნეებში გაჩნდა გეოგრაფიული, ლინგვისტური და კულტურული კონცეფციის საფუძველზე.

მისი ახლანდელი განმარტება ცვლადია. პირველი სოციოლოგიური კვლევა ოქსიტანურ ენაზე, 1976 წელს დაიწყო. ოქსიტანია, როგორც ეს განსაზღვრულია თანამედროვე ოქსიტანური ენათმეცნიერული კვლევის მიერ, ტერიტორია მოიცავს სამხრეთ საფრანგეთის ამჟამინდელ ნაწილს, იტალიაში დასავლეთ პიემონტის ალპურ ხეობებს, ვალ დ'არანს ესპანეთში და მონაკოს გარკვეულ ნაწილს. ფართობი დაახლოებით 190,000 კმ² -ია. 1999 წელს მას დაახლოებით თხუთმეტი მილიონი მოსახლე ჰყავდა , რომლის დაახლოებით 20% ცხოვრობდა ტერიტორიის მიღმა. [7] მეორეს მხრივ, ენობრივი აღწერის არარსებობის გამო, ჩვენ მხოლოდ არასრულყოფილად ვიცით ოქსიტანურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების რაოდენობა. [8]

ტერმინი „ოქსიტანია“ სულ უფრო და უფრო ხშირად ხვდება ჩვეულებრივი მეცნიერების ლექსიკაში. იგი გამოიყენება განსაკუთრებით ისტორიული გაგებით და ანთროპოლოგიით, ჩრდილოეთით ლუარისკენ მიმართული რეგიონის დანიშნულებითა და თანამედროვე ენობრივი საზღვრების უგულებელყოფით. შუასაუკუნეების ისტორიის ექსპერტების მიერ დაწერილი წიგნში, ოქსიტანიაში შედის ჩრდილოეთის ორივე პროვინცია და კატალონია (ბალეარის კუნძულების და ქვეყანა ვალენსიის გარეშე).


ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქსიტანური ენა მე-10 საუკუნეში გამოჩნდა. იგი ერთდროულად გამოიყენებოდა იურიდიულ, ლიტერატურულ, სამეცნიერო და რელიგიურ ტექსტებში. ოქსიტანური სალაპარაკო დიალექტები ძველია და, როგორც ჩანს, იგი გამოვლენილ იქნა ლათინურ ხელნაწერებში. ოქსიტანური ენა არ არის მონოლითური ენა.

ოქსიტანია ადრეული შუა საუკუნეების განმავლობაში ხშირად იყო პოლიტიკურად გაერთიანებული. შარლემანემ პირობა დადო, რომ მისი იმპერია ეროვნული და მშობლიური ენების მიხედვით დაიყოფოდა სამ ავტონომიურ ტერიტორიად. ფრანკო გერმანულ და იტალიურ ენებთან ერთად, იყო დაახლოებით ის, რაც დღეს თანამედროვე ოქსიტანური გაერთიანებაა. [9] მაგრამ საქმე არ მიდიოდა გეგმის მიხედვით და იმპერიის დაყოფის დროს, IX საუკუნეში ოქსიტანია გაიყო სხვადასხვა საგრაფოებში, საჰერცოგოებსა და სამეფოებში. მას შემდეგ, ქვეყანა აღარ იყო პოლიტიკურად გაერთიანებული, თუმცა ოქსიტანია გაერთიანდა საერთო კულტურის წყალობით.

ოქსიტანური ლიტერატურა იმ დროისთვის, XII-XIII საუკუნეებში აყვავებული იყო.

XIII-XVII საუკუნეებში, ფრანგმა მეფეებმა თანდათანობით დაიპყრეს ოქსიტანია, ზოგჯერ ომით და მოსახლეობის ხოცვით, ზოგჯერ დახვეწილი პოლიტიკური ინტრიგებითა და ანექსიით. XV საუკუნის მიწურულიდან, სხვადასხვა აზნაურებმა და ბურჟუაზიამ დაიწყო ფრანგული ენის შესწავლა.

1789 წელს რევოლუციური კომიტეტები ცდილობდნენ "მიდიის" რეგიონების ავტონომიის აღდგენას.

XIX საუკუნეში ოქსიტანური ლიტერატურის ძლიერი აღორძინების მოწმე გახდა მწერალი ფრედერიკ მისტრალი, რომელსაც მიენიჭა ლიტერატურის ნობელის პრემია 1904 წელს.

ყველაფრისდა მიუხედავად, 1881 წლიდან მოყოლებული, ბავშვები, რომლებიც სკოლაში ოქსიტანურად საუბრობდნენ, ისჯებოდნენ მინისტრ ჯულეს ფერის რეკომენდაციების მიხედვით.

მინისტრი ჯულეს ფერი

ოქსიტანიის სოციალური მახასიათებლები არ არის მარადიული, რადგან ოქსიტანია მისი არსებობის განმავლობაში იყო სხვადასხვა სახელმწიფოს გავლენის სფერო.

თუ ტერმინი ოქსიტანია მე-16 საუკუნის შუა წლებიდან გამოჩნდა, [10] [11], მაშინ 1732 წლის, ანტიკური ხანის კანონების კრებულში, [12] იგი მხოლოდ აქტუალური ხდება მე-19 საუკუნეში.

ოქსიტანური კვლევების ინსტიტუტი დაარსდა 1930 წელს.

ოქსიტანიის გეოგრაფიული დელიმიტაცია დაზუსტდა 1876 წელს. ოქსიტანიის კუნძულები მოიცავს სამხრეთ საფრანგეთის დაახლოებით მესამედს (რომელსაც უფრო ხშირად მონაკოს უწოდებენ), ოქსიტანური ველები არის იტალიაში, ისევე როგორც ესპანეთში. ოქსიტანიის ჩრდილოეთით არსებობს ლინგვისტური გარდამავალი მხარე.


პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთში, არანის პოლიტიკურმა პარტიებმა მონაცვლეობით მართეს მთავრობის ძირითადი ინსტიტუტი. მათ ასევე აირჩიეს თანამდებობის პირები არანის მუნიციპალიტეტებში, კატალონიის პარლამენტსა და ესპანეთის სენატში. ისინი ახლოს არიან კატალონიურ პარტიებთან, გარდა ლოქალისტური პარტიისა. არანის ერთობა (UA-PNA) არის სოციალ-დემოკრატიული და რეგიონალისტურ-ავტონომიური პარტია, რომელიც ასოცირდება კატალონიის სოციალისტთა პარტიასთან (PSOE-PSC). არანის დემოკრატიული კონვერგენცია (CDA-PNA) კი, რომელიც ამჟამად ხელისუფლებაშია, არის ცენტრისტული და ავტონომიური. პარტია უკავშირდება კატალონიის დემოკრატიულ კონვერგენციას. კოროპი არის მოქალაქეთა მოძრაობა, რომელიც დაარსდა 2015 წლის თებერვალში. იგი მიზნად ისახავს არანესთან ორმხრივ ურთიერთობას.

2017 წელს კატალონიის რეგიონალურ არჩევნებში ვალ დ’არანის ამომრჩეველებმა ხმა მისცეს მეტწილად ესპანეთის პროფიონალისტურ პარტიებსა და ”კონსტიტუციონალისტებს”. [13]

საფრანგეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს ოქსიტანური მიტინგი მოხდა კარკასონში.

საფრანგეთში პოლიტიკურ პარტიებს არასოდეს ჰყადათ არჩეული წარმომადგენლები ეროვნულ ან ევროპულ ინსტიტუტებში და ზოგადად საბჭოებში. ამასთან, 2010 წლის საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებში ოქსიტანური პარტია, ფედერაციის რეგიონებთან და ევროპაში სოლიდარობის მქონე ხალხებთან ერთად, შევიდა ხუთ რეგიონულ საბჭოში. თავის მხრივ, ოქსიტანური პარტიის პრეზიდენტი, გუსტავ ალიროლი ამჟამად არის პარტია "რეგიონები და სოლიდარობის მქონე ხალხის" პრეზიდენტი და "ევროპული თავისუფალი ალიანსის" ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც შესულია 50 დეპუტატის ჯგუფში.

გუსტავ არიოლი

ოქსიტანია დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეს ოქსიტანიაში 14-დან 16 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. 1999 წლის აღწერის მონაცემებით, 610 000 მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანია, რომლებიც ძირითადად ძველ თაობებში გვხვდება. Institut d'Estudis Occitans (IEO) ოქსიტანური ენის მოდერნიზაციას ახდენს 1945 წლიდან, ხოლო Conselh de la Lenga Occitana (CLO) 1996 წლიდან. დღესდღეობით ოქსიტანური ენა გამოიყენება ყველაზე თანამედროვე მუსიკალურ და ლიტერატურულ ნაწარმოებებში მაგალითად, როგორიცაა ,,როკ ენ როლი" , ფოლკლორული როკი, რეპი, დეტექტიური ისტორიები ან სამეცნიერო ფანტასტიკა.

თვითმმართველობებისთვის ოქსიტანური პოლიტიკური მოძრაობა არსებობს XX საუკუნის დასაწყისიდან. განსაკუთრებით ომისშემდგომი პერიოდის შემდეგ მოძრაობა უმნიშვნელოა საარჩევნო და პოლიტიკური თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, 2010 წელს ჩატარებული რეგიონული არჩევნების შედეგად, პარტიულ ოქსიტანიას საშუალება მიეცა, სხვადასხვა რაიონულ საბჭოში შესულიყო.

ჩატარებულ ძირითად კვლევებზე დაყრდობით, ვარაუდობენ, რომ ოქსიტანური ენისა და კულტურის აღორძინება კვლავ მიმდინარეობს. თუმცა, საფრანგეთში, ოქსიტანური ჯერ კიდევ არ არის აღიარებული ოფიციალურ ენად, რადგან ფრანგული ენის სტატუსი 1992 წლიდან კონსტიტუციურად არის დაცული. ოქსიტანელ აქტივისტებს სურსთ, რომ საფრანგეთის მთავრობამ ოქსიტანური მიიღოს, როგორც მეორე ოფიციალური ენა შვიდი რეგიონისთვის, რომელიც წარმოადგენს საფრანგეთის სამხრეთს ნაწილს.

ოქსიტანური ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხ. მთავარი წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Occitan_language

ოქსიტანური ენა მხოლოდ ოფიციალურადაა აღიარებული. დაცული და დაწინაურებულია ესპანეთში, ასევე იტალიაში მას აქვს დაცული ენის სტატუსი, ხოლო საფრანგეთში მხოლოდ სასწავლო ქსელშია მიღებული.

2005 წლის, ოქტომბერში, ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ სტუდენტთა რაოდენობა ოქსიტანური ენის კურსებზე 4326-ს აღწევს. [14]

საფრანგეთის კულტურის მინისტრის 2002 წლის მოხსენების თანახმად (მოხსენება პარლამენტში ფრანგული ენის გამოყენების შესახებ, 2003 წ.), საჯარო სკოლებში, კოლეჯებში, ლიცეუმებსა და კერძო სკოლებში: 2001–2012 სასწავლო წლებში 67549 სტუდენტი ჩაირიცხა. .

მიუხედავად ამ არამდგრადი სოციალური პოზიციისა, ოქსიტანური ენა ერთ-ერთ ოფიციალური ენად ითვლება მსოფლიოში.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The ancient language of the South France, was called, la langue d'oc, from the sound of its affirmative particle. From this circumstance, the country has been called Occitanie, and a specific portion of it, Languedoc. The French have lately formed a new adjective, Occitanique, to comprize all the dialects derived from the ancient tongue." in Sharon Turner, The history of England (during the middle ages), London, Longman, Hurst, &c. 1814.
  • Fabrice BERNISSAN (2012). "Combien l'occitan compte de locuteurs en 2012 ?", Revue de Linguistique Romane, 76 (12/2011-07/2012), pp. 467-512
  • Jean-Pierre Juge (2001) Petit précis – Chronologie occitane – Histoire & civilisation, p. 14.
  • Pierre Pasquini, Le pays des parlers perdus, preface by Robert Lafont, Montpellier, Presses du Languedoc, 1994, see page 160 for more clarification.
  • Jean-Pierre JUGE (2001) Petit précis – Chronologie occitane – Histoire & civilisation, p. 19.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The ancient language of the South France, was called, la langue d'oc, from the sound of its affirmative particle. From this circumstance, the country has been called Occitanie, and a specific portion of it, Languedoc. The French have lately formed a new adjective, Occitanique, to comprize all the dialects derived from the ancient tongue." in Sharon Turner, The history of England (during the middle ages), London, Longman, Hurst, &c. 1814.
  2. https://books.google.ge/books?id=JFUOAAAAQAAJ&pg=PA185&dq=occitanie&hl=oc&ei=IB5qTa-NHoiZ8QP46Y3yBw&sa=X&oi=book_result&ct=result&redir_esc=y#v=onepage&q=occitanie&f=false
  3. Fabrice BERNISSAN (2012). "Combien l'occitan compte de locuteurs en 2012 ?", Revue de Linguistique Romane, 76 (12/2011-07/2012), pp. 467-512
  4. https://web.archive.org/web/20090429201218/http://www.minorityrights.org/1626/france/occitanspeakers.html
  5. Jean-Pierre Juge (2001) Petit précis – Chronologie occitane – Histoire & civilisation, p. 14.
  6. https://www.legifrance.gouv.fr/eli/decret/2016/9/28/INTB1617888D/jo დაარქივებული 2017-04-14 საიტზე Wayback Machine. Archived from the original on 2017-04-14. Retrieved 2017-04-13.
  7. https://archive.today/20120604171548/http://fr.dir.groups.yahoo.com/group/Gasconha-doman/message/9695
  8. Pierre Pasquini, Le pays des parlers perdus, preface by Robert Lafont, Montpellier, Presses du Languedoc, 1994, see page 160 for more clarification.
  9. Jean-Pierre JUGE (2001) Petit précis – Chronologie occitane – Histoire & civilisation, p. 19.
  10. https://books.google.ge/books?id=lwxcAAAAQAAJ&pg=PA324&dq=Occitanie&hl=en&ei=yxdhTLGhFMmiOIXdzf8J&sa=X&oi=book_result&ct=result&redir_esc=y#v=onepage&q&f=false
  11. https://books.google.fr/books?id=kgqeUygAIxUC&pg=PA54&dq=occitanie&hl=en&ei=LnBqTYDoII7h4gbeybDfCQ&sa=X&oi=book_result&ct=result&resnum=10&ved=0CFoQ6AEwCTg8#v=onepage&q=occitanie&f=false
  12. https://gallica.bnf.fr/ark:/12148/bpt6k118975q
  13. https://resultados.elpais.com/elecciones/2017/autonomicas/09/25-39.html
  14. http://www.axl.cefan.ulaval.ca/europe/francecarte_lng-regionales.htm