შინაარსზე გადასვლა

ოლთისისწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლთისისწყალი

ოლთისისწყლისა (მარჯვნივ) და თორთომისწყლის (მარცხნივ) შეერთების ადგილი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
სათავე ქარგაფაზარის ქედი
40°12′57″ ჩ. გ. 41°35′35″ ა. გ. / 40.21583° ჩ. გ. 41.59306° ა. გ. / 40.21583; 41.59306
სათავის სიმაღლე 2500 მ
შესართავი ჭოროხი
40°48′42″ ჩ. გ. 41°38′35″ ა. გ. / 40.81167° ჩ. გ. 41.64306° ა. გ. / 40.81167; 41.64306
სიგრძე 128 კმ
აუზის ფართობი 5600 კმ²
ოლთისისწყალი — თურქეთი
ოლთისისწყალი
ოლთისისწყალი
— სათავე, — შესართავი
link=commons:Category:{{{Commons}}} ოლთისისწყალი ვიკისაწყობში

ოლთისისწყალი, ოლთუჩაი (თურქ. Oltu Çayı) — მდინარე თურქეთში. სათავე აქვს ქარგაფაზარის ქედზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2500 მ სიმაღლეზე. სიგრძე 128 კმ, აუზის ფართობი 5600 კმ².[1] ჭოროხის მარჯვენა შენაკადი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მარცხენა შენაკადებიდან მნიშვნელოვანია თორთომისწყალი, ხოლო მარჯვენა შენაკადებიდან ფენექი.[2]

ოლთისისწყალი ზემო წელში მიედინება ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, შემდეგ არმისული მდინარე ფენექის შესართავამდე უხვევს ჩრდილოეთისაკენ, ხოლო დაახლოებით 3 კმ-ში დასავლეთისაკენ და ზოგადად განედურ განფენილობას ექვემდებარება. ჭოროხის შესართავამდე 3.2 კმ-ზე მდინარე თავის განედურ მიმართულებას იცვლის დასავლეთ-ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებაზე, ესე იგი ოდნავ იხრება ჩრდილოეთისაკენ.[2]

მდინარე ოლთისისწყლის მარცხენა შენაკადის სივრიდერეს შესართავიდან აღმა 1 კმ-ში აღინიშნება ოლთისისწყლის ხეობის მარცხენანაპირეთის ნაწევი. ზემო დინებაში ხეობა ჩაჭრილია სტრუქტურულ-დენუდაციურ პლატოში და ზოგადად ახასიათებს შედარებით დამრეცი საფეხურისებრი კალთები. ნაწევის მონაკვეთზე მდინარე იჭრება ქარგაფაზარის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაბოლოებაში, სადაც ქმნის 400 მ სიღრმის ვიწრო ხეობას, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლური განფენილობის მონაკვეთზე ხეობის ფსკერი რამდენადმე ფართოვდება. მდინარე ფენექის შესართავიდან დაღმა გამოიმუშავებს 700–800 მ სიღრმის კანიონისებურ ხეობას.[2]

ვახუშტის მიხედვით, ოლთისისწყლის ხეობა ტაოს მიეკუთვნებოდა.[3] ოლთისისწყლის შუა წელზე მდებარეობს ციხე-ქალაქი ოლთისი, ხოლო მარჯვენა ნაპირზე სამონასტრო ცენტრი იშხანი.[4]

  1. Mehmet Bilgin. Teşkilat-ı Mahsusa'nın Kafkasya Misyonu ve Operasyonları. 2017
  2. 2.0 2.1 2.2 Бойнагрян В.Р. Геоморфология Армянского нагорья. ЕГУ, Ереван, 2016 г., 254 стр.,
  3. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები. ნაწ. 2. თბ., 1980.
  4. ნუგზარ ცეცხლაძე. ძიებანი ჭოროხის აუზის ტოპონიმიიდან. ბათუმი : ს.ს. გამ-ბა „აჭარა“, 2004