ნაწევი
იერსახე
ნაწევი — დედამიწის ქერქის ამგები ქანების წყვეტითი დისლოკაციის ერთ-ერთი სახე, რომელიც წარმოიქმნება ტექტონიკური რღვევის ბაგეების ჰორიზონტალური გადაადგილებით რღვევის სიბრტყის მიმართების გასწვრივ. განარჩევენ მარჯვენა ნაწევს და მარცხენა ნაწევს. ბაგეების გადაადგალების ამპლიტუდა რამდენიმე სმ-იდან ასეულობით კმ აღწევს. ნაწევები უმთავრესად ნაოჭა სისტემებს ახასიათებს და ვითარდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 343.