თორთომისწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
თორთომისწყალი
Tortum Valley NE Turkey.jpg
თორთომისწყლის ხეობა
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ტერიტორიული ერთეულები ართვინის პროვინცია
ერზურუმის პროვინცია
სათავე ქარგაფაზარის ქედი
40°13′55″ ჩ. გ. 41°34′58″ ა. გ. / 40.23194° ჩ. გ. 41.58278° ა. გ. / 40.23194; 41.58278
სათავის სიმაღლე 2400 მ
შესართავი ოლთისისწალი
40°46′37″ ჩ. გ. 41°42′16″ ა. გ. / 40.77694° ჩ. გ. 41.70444° ა. გ. / 40.77694; 41.70444
შესართავის სიმაღლე 561 მ
სიგრძე 112 კმ
აუზის ფართობი 2100 კმ²
მდინარის სისტემა ოლთისისწალიჭოროხიშავი ზღვა
თორთომისწყალი — თურქეთი
თორთომისწყალი
თორთომისწყალი
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg თორთომისწყალი ვიკისაწყობში

თორთომისწყალი, თორთუმჩაი (თურქ. Tortum Çayı) — მდინარე თურქეთში, ართვინისა და ერზურუმის პროვინციებში. მდინარე ოლთისისწყლის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 112 კმ, აუზის ფართობი 2100 კმ².

სათავე აქვს ქარგაფაზარის ქედის ჩრდილო კალთაზე,[1] ზღვის დონიდან დაახლოებით 2400 მ სიმაღლეზე. ზემო წელში მიედინება სამხრეთ-დასავლეთისაკენ, შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ, იერთებს მრავალ შენაკადს, გამოიმუშავებს ღრმა ხეობას და ერთვის თორთომის ტბას.[2] ტბიდან გამოსვლის შემდეგ, წარმოქმნის 48 მ სიმაღლის ამავე სახელწოდების ჩანჩქერს. საზრდოობს ძირითადად თოვლის წყლით. აუზი ტყითაა დაფარული. გამოიყენება სარწყავად.[3] არის ჰესი.[1]

მდინარის მარცხენა მაღალ ნაპირზეა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ოშკი, ხოლო მდინარის ერთ-ერთ გვერდითა ხეობაში ქართული მონასტერი ხახული.[4] თორთომისწყლის სათავეებთანაა თორთომის ციხე.[5] თორთომისწყლის ხეობაში მდებარეობდა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თორთომის პროვინცია.[6]

მდინარე „თორთომი“ აღწერილი აქვს ვახუშტი ბატონიშვილს თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“:[7]

ვიკიციტატა
„ხოლო თორთომის მდინარე გამოსდის დევაბოინის მთასა და მოდის სამჴრიდამ ჩდილოდ, გასჭრის სპერის მთას სათჳს და მიერთვის ისპირის მდინარეს. ამ ისპირის მთას ზეით არის თორთომის ჴეობა და ამ ისპირის მთის ფრიად ზეით მოერთვის დასავლეთიდამ თორთომის მდინარეს ჴევი, შიფაქლუს მთის გამომდინარე, და მოდის პირველ სამჴრიდამ ჩდილოდ, მერმე დასავლეთიდამ აღმოსავლეთად.“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Tortum Çayı — Enerji Atlası
  2. Топографическая карта K-37-XXXVI. Олту. 1973
  3. Габриелян Г.К. Армянское нагорье (на арм. яз.). Ереван: Изд-во Ереван. ун-та, 2000.
  4. ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. თბ., 1974.
  5. გ. ქავთარაძე - ტაოს უძველესი ციხე-ქალაქების ადგილმდებარეობის გამო
  6. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი: ფანტაზია, 2006
  7. ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია). თბილისი, 1941