ოლგა აივაზოვსკა
ოლგა აივაზოვსკა | |
---|---|
მშობლიური სახელი | Ольга Павлівна Айвазовська |
დაბადების თარიღი | 1981 წლის 9 თებერვალი (43 წლის) |
მოქალაქეობა | უკრაინა |
განათლება |
ჩერკასის ეროვნული უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი |
საქმიანობა | სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი |
ორგანიზაცია | "საერთაშორისო ცენტრი უკრაინის გამარჯვებისთვის" |
ოლგა აივაზოვსკა (უკრ. Ольга Павлівна Айвазовська; დაბადებული 1981 წლის 9 თებერვალს ზალიშჩიკის რაიონში, კერძოდ, ტერნოპილის ოლქში) — უკრაინელი სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი. უპირველეს ყოვლისა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის "ოპორა" საბჭოს თავმჯდომარე, იგი პასუხისმგებელი იყო და არის არჩევნების მონიტორინგზე, რათა განამტკიცოს მისი თავისუფლება და სამართლიანობა. ასევე, ოლგა აივაზოვსკამ უკრაინულ მხარეს დახმარება გაუწია უკრაინის საკითხზე ტრილატერალური საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკებებში. განხილვა მიმდინარეობდა 2016-დან 2018 წლამდე[1] და შეეხებოდა სამხედრო კონფლიქტის მოგვარებას დონბასში.[2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად, ოლგა აივაზოვსკა სწავლობდა უკრაინულ ფილოლოგიას, ანთროპოლოგიას და ჟურნალისტიკას ჩერკასში მდებარე ბოგდან ხმელნიცკის ეროვნულ უნივერსიტეტში. 2016 წელს, მან დაასრულა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პროგრამა სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრში. ოლგა აივაზოვსკამ პროგრამაში მონაწილეობა მოახერხა საზაფხულო სტიპენდიის მიღების შედეგად. 2020 წლიდან მოყოლებული, იგი სწავლობდა სამართალს სამაგისტრო საფეხურზე კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნულ უნივერსიტეტში.[3]
ლიდერობის ტრენინგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლგა აივაზოვსკამ მონაწილეობა მიიღო ლიდერობის ტრენინგის პროგრამაში, მათ შორის, კიევის ასპენის ინსტიტუტის პროექტში და უკრაინის პოლიტიკური სწავლების სკოლაში. ორივე მათგანი წარმოადგენდა სამართლებრივი ინიციატივების ლაბორატორიისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ პროექტს. პროექტი დაიწყო 2005 წელს, ევროპის საბჭოში უკრაინის გაწევრიანების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით. უკრაინის პოლიტიკური სწავლებების სკოლა მიზნად ისახავს განათლების მიწოდებასა და ქსელის გაფართოებას იმ იმედით, რომ უკრიანაში დანერგოს საჯარო პოლიტიკის კულტურა, რომელიც სამართლიანობის, ნდობისა და დიალოგის პრინციპების მატარებელი იქნება.[4]
საარჩევნო მონიტორინგი და პოლიტიკური აქტიურობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წლიდან, ოლგა აივაზოვსკა მონაწილეობდა უკრაინაში გამართული არჩევნების მონიტორინგში, რათა დაედგინა არჩევნების სამართლიაონობა. ოლგა ხელმძღვანელობდა ახალგაზრდების რეგიონულ საჯარო ორგანიზაციას "ახალგაზრდების განმანათლებლობა" 2000-დან 2004 წლამდე პერიოდში. 2006 წელს, იგი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციის "ოპორა" წევრი, ხოლო 2007 წელს მთავარი რედაქტორი გახდა უკრაინის ყოველდღიურ გაზეთში "ოპორას მოსაზრება". 2009 წელს მას წილად ხვდა "ოპორას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობა.[5] აივაზოვსკა ინარჩუნებდა პოზიციას 2022 წლის მდგომარეობით და უხელმძღვანელა არჩევნების მონიტორინგს დაახლოებით 25 000 აქტივისტთან ერთად, 10-ზე მეტი ევროპული ქვეყნის რაიონში.[6] Focus-ის თანახმად, აივაზოვსკა იყო უკრაინის 100 ყველაზე ძლევამოსილი ქალის სიაში 2014-დან 2020 წლამდე, ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების მიმართ საკუთარი პოზიციის გამო.[7][8][9][10]
2018 წლიდან მოყოლებული, ოლგა აივაზოვსკა არის "საერთაშორისო აღორძინების ფონდის" საბჭოს წევრი. იგი კოორდინირებას უწევს "ოპორას" ქსელის პოლიტიკურ პროგრამებს 89 ქვეყანასა და 9 რეგიონულ წევრს შორის, კერძოდ, აფრიკაში, აზიაში, ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, კარიბის ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში. ორგანიზაციებმა შექმნეს გლობალური ქსელი, მიუმხრომელი, საზოგადოებაზე დაფუძნებული არჩევნების სადამკვირვებლო აქტივობების სახით, რათა განემტკიცებინათ საარჩევნო პროცესის ინტეგრირება, გაეზარდათ ანგარიშვალდებულება, განეხორციელებინათ მთავრობებისა და პოლიტიკური პარტიების შემოწმება, შეემცირებინათ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა და გაეძლიერებინათ ხალხის უფლება სამთავრობო საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად.[11][12]
2020 წლიდან მოყოლებული ოლგა აივაზოვსკა არის "შიდა საარჩევნო მონიტორინგის გლობალური ქსელის" საბჭოს ხელმძღვანელი.[13]
2022 წლის დეკემბერში ოლგა აივაზოვსკამ გახსნა მე-15 ყოველწლიური შეხვედრა პრინციპების დეკლარაციის საკითხზე, რომელიც შემუშავდა "საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების" ფარგლებში. შეხვედრა წარიმართა მოხსენებით, კერძოდ, თუ რა განსხვავება იყო უკრაინასა და რუსეთს შორის, და რატომ საჭიროებდა უკრაინა მხარდაჭერას.[14]
2023 წლის თებერვალში, ოლგა აივაზოვსკამ არასამთავრობო ორგანიზაცია "ოპორასთან" ერთად, წარმოადგინა დოკუმენტი "მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე" იმის შესახებ, თუ რა ზომები უნდა მიეღოთ რუსეთის წინააღმდეგ, რათა ის თავს არ დასხმოდა სხვა ქვეყნებს.[15]
ტრილატერალური საკონტაქტო ჯგუფი (მინსკი)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლგა აივაზოვსკამ, მინსკის ტრილატერალური საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, დახმარება გაუწია უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებების გზით სამხედრო კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.
"საერთაშორისო ცენტრი უკრაინის გამარჯვებისთვის"
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსული ინტერვენციის შემდგომ, ოლგა აივაზოვსკამ, უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების, დარია კალენიუკის, ოლენა ჰალუშკის და ჰანა ჰოპკოსთან ერთად, შექმნა "საერთაშორისო ცენტრი უკრაინის გამარჯვებისთვის".[16][17][18][19] ოლგა არის მდგრადი მშვიდობის მანიფესტის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი.[20]
"საერთაშორისო ცენტრი უკრაინის გამარჯვებისთვის" მიზნად ისახავს წაახალისოს უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ხელი შეუწყოს უფრო მძლავრი ურთიერთობების ჩამოყალიბებას უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებასა და გლობლურ თემს შორის. ასევე, ცენტრი უზრუნველყოფს უკრაინელი აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას და აქტიურად ეწევა უკრაინაში ომისშემდგომი რეკონსტრუქციის გეგმის რეკლამირებას. ცენტრი ცდილობს ქვეყნის გარდაქმნას და იცავს ევროპის კავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიზნით უკრაინის მისწრაფებებს.[21]
ოლგა აივაზოვსკა გახდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და მისი თანმხლები პირების წინააღმდეგ სპეციფიკური ტრიბუნალის მთავარი მხარდამჭერი. იგი უძღვება პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს პოლონეთში მცხოვრები უკრაინელი დევნილების გამოკითხვით, რუსი სამხედრო პირების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების დოკუმენტირებას.[22][23]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Gorchinskaya, Katya (2015-04-22). „Champagne Tastes On Beer Incomes: Tax Declarations In Ukraine Suggest Enduring Corruption“. Radio Free Europe/Radio Liberty (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2023-09-27.
- ↑ Svyridiuk, Olha; Shumaieva, Svitlana; Svyrydiuk, Vitalii (2022-01-13). „Multicultural Education: Ukrainian Challenges“. World Lumen Congress 2021. LUMEN Publishing House. 17: 630–640. doi:10.18662/wlc2021/62. ISBN 9781910129326. S2CID 245943396.
- ↑ "Versammlung am 28. Februar 1880", Zweite öffentliche Versammlung der balneologischen Section am 28. und 29. Februar, 1880 (De Gruyter): pp. 1–78, 1880-12-31, , ISBN 9783112423509, http://dx.doi.org/10.1515/9783112423509-001. წაკითხვის თარიღი: 2022-08-18
- ↑ Bolle; Matschie; Schalow (1893). „Bericht über die Februar-Sitzung 1893“. Journal für Ornithologie (published 1893-02-27). 41 (1): 115–118. doi:10.1007/bf02250339. ISSN 0021-8375. S2CID 12448764.
- ↑ „Englisch-amerikanisches Schriftensystem“. Lexikon des gesamten Buchwesens Online. doi:10.1163/9789004337862__com_050400. ციტირების თარიღი: 2022-08-18.
- ↑ "Versammlung am 28. Februar 1880", Zweite öffentliche Versammlung der balneologischen Section am 28. und 29. Februar, 1880 (De Gruyter): pp. 1–78, 1880-12-31, , ISBN 9783112423509, http://dx.doi.org/10.1515/9783112423509-001. წაკითხვის თარიღი: 2022-08-18
- ↑ "Frauen und digitale Spiele – die Expertenperspektive", Gender und Gaming (transcript Verlag): pp. 127–194, 2017-12-31, , ISBN 9783839439203, http://dx.doi.org/10.1515/9783839439203-004. წაკითხვის თარიღი: 2022-08-18
- ↑ Joy, Bill (2000-12-31), "Warum die Zukunft uns nicht braucht", Glanzlichter der Wissenschaft 2000 (De Gruyter): pp. 77–100, , ISBN 9783110505146, http://dx.doi.org/10.1515/9783110505146-008. წაკითხვის თარიღი: 2022-08-18
- ↑ „Die medizinische klasse Der ungarischen akademie der wissenschaften veranstaltet unter Mitwirkung der Gesellschaft ungarischer neurologen und psychiater am 7–8. Oktober 1964 Gedenkfeier anlässlich der 100. Jahreswende der geburt des neuropathologen Karl Schaffer (1864–1939) (Budapest, 7–8. Oktober, 1964)“. Journal of the Neurological Sciences. 2 (2): 212. 1965. doi:10.1016/0022-510x(65)90084-5. ISSN 0022-510X.
- ↑ "Kapitel 2. Die Königinnen des Hauses in der Zwischenkriegszeit", Die Frauen in der französischen Gesellschaft des 20. Jahrhunderts (Köln: Böhlau Verlag): pp. 35–64, 2008-08-01, , ISBN 978-3-412-07306-0, http://dx.doi.org/10.7788/boehlau.9783412317461.35. წაკითხვის თარიღი: 2022-08-18
- ↑ 장승진; Jung-ah Gil (2014). „Methodological Re-examination of Vote Choices in the 18th Presidential Election: Did Korean Voters Really Vote Prospectively?“. Korea and World Politics. 30 (3): 1–28. doi:10.17331/kwp.2014.30.3.001. ISSN 1225-3006.
- ↑ Arnold, Richard (2022-03-14). „Kosakenorganisationen in der heutigen Ukraine“. Ukraine-Analysen (263): 26–29. doi:10.31205/ua.263.01. S2CID 247445984.
- ↑ Olha Aivazovska elected as GNDEM Board Chair en. ციტირების თარიღი: 2023-09-27
- ↑ Why Ukrainian democracy is worth the investment en. ციტირების თარიღი: 2023-09-27
- ↑ На Мюнхенській безпековій конференції представлять стратегію того, як уникнути повторного вторгнення рф — «ОПОРА» uk (2023-02-06). ციტირების თარიღი: 2023-09-27
- ↑ ICUV. ციტირების თარიღი: 2023-09-27
- ↑ Górczyńska, Marysia. (2022-03-04) W Warszawie rozpoczęło działalność Międzynarodowe Centrum na rzecz Zwycięstwa Ukrainy pl-PL. ციტირების თარიღი: 2023-09-27
- ↑ Olga Aivazovska en-US. ციტირების თარიღი: 2023-09-27
- ↑ Rigged Russian referendums: Putin's plan to annex occupied Ukraine en. ციტირების თარიღი: 2023-09-27
- ↑ Sustainable Peace Manifesto uk. ციტირების თარიღი: 2023-09-27
- ↑ Olga Aivazovska en. ციტირების თარიღი: 2023-09-27
- ↑ Olga Aivazovska en-US. ციტირების თარიღი: 2023-09-27
- ↑ Злочин і кара. Як притягнути росіян до відповідальності за агресію проти українців? – Українська Служба – polskieradio.pl pl-PL. ციტირების თარიღი: 2023-09-27
სასარგებლო ბმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Homepage des zivilen Netzwerks OPORA" (in English and Ukrainian). Retrieved 2022-02-27.
- INTERIM REPORT on the Findings of Civic Network OPORA's Long-term Election Observation of the October 31 Local Elections for the period of October 10 – 28, 2010. Retrieved 28 February 2022.
- "Svitlana Kononchuk, Olha Aivazovska, Denis Kovrizhenko, Ukrainian Crisis Media Center. June 1, 2014" (in Ukrainian). Ukraine Crisis Media Center. 2014-06-02. Retrieved 2022-02-28.
- Clasen, Bernhard (2014-10-31). "Parlamentswahl in der Ukraine. Mit Erschießung gedroht". Die Tageszeitung: Taz. taz. Retrieved 2022-03-01.
- "Die Ukraine vor dem Superwahjahr 2019. Die Regionen im Fokus. 14. Kiewer Gespräche". Deutsche Gesellschaft für Osteuropakunde. 2018-10-17. Retrieved 2022-02-28.
- "Kyiv Post Cites IRI. Ukraine Election Observation Results". International Republican Interview. 2019-07-22. Retrieved 2022-03-01.
- "NEWS Ukraine Press conference on election campaign". European Platform for Democratic Elections. 2020-10-02. Retrieved 2022-02-28.
- Anastasiia Ivantsova (2020-11-25). "Two Months to Prepare: How the Parties Coped with the 2020 Local Elections". VoxUkraine. Retrieved 2022-02-28.
- "Spotlight on Ukraine: Interview with Olha Aivazovska". Chatham House. 2022-02-10. Retrieved 2022-02-28.
- Why Ukrainian democracy is worth the investment (in English and Ukrainian). Ukrainian Pravda.
- The author of the interview project "The Power of Choice" on the Left Bank Media.