ჩერკასის ეროვნული უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Черкаський державний педагогічний інститут
დაფუძნდა 1921[1]
ატარებს სახელს ბოგდან ხმელნიცკი
ტიპი უნივერსიტეტი და საგანმანათლებლო დაწესებულება[1]
რექტორი ოლექსანდრ ჩერევკო
ქვეყანა უკრაინა[1]
ჩერკასის ეროვნული უნივერსიტეტი — უკრაინა
ჩერკასის ეროვნული უნივერსიტეტი
http://cdu.edu.ua/ და http://www.cdu.edu.ua/en/[1]

ჩერკასის ეროვნული უნივერსიტეტი (ოფიციალურად ჩერკასის ბოგდან ხმელნიცკის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი) ― უნივერსიტეტი ჩერკასში, უკრაინაში. ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი. უნივერსიტეტში 6 000-ზე მეტი სტუდენტი 54 სპეციალობაზე სწავლობს. 2022 წლისთვის უნივერსიტეტი რვა ინსტიტუტსა და ორ ფაკულტეტს მოიცავს. უნივერსიტეტს სახელი ეწოდა უკრაინელი ჰეტმანის, ბოგდან ხმელნიცკის საპატივცემულოდ, რომელიც ჩერკასის ოლქში დაიბადა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩერკასის ეროვნული უნივერსიტეტი 1921 წელს დაარსდა, როგორც ჩერკასის სახალხო განათლების ინსტიტუტი. 1933 წელს ჩერკასის სახელმწიფო სასწავლო-საწვრთნელი ინსტიტუტი ეწოდა. უნივერსიტეტი მოიცავს ისტორიის, ენისა და ლიტერატურის, ფიზიკისა და მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილებებს. 1995 წელს ინსტიტუტს ჩერკასის ბოგდან ხმელნიცკის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწოდა, ხოლო 2003 წელს ეროვნული უნივერსიტეტის სატუტის მიენიჭა.[2]

ორგანიზაცია და ადმინისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინსტიტუტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი
  • უცხო ენათა ინსტიტუტი
  • ისტორიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტი
  • სამასწავლებლო განათლების ინსტიტუტი
  • სოციალური მუშაობისა და ხელოვნების ინსტიტუტი
  • უკრაინული ფილოლოგიისა და სოციალური კომუნიკაციების ინსტიტუტი
  • ფიზიკის, მათემატიკის, კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების ინსტიტუტი
  • საბუნებისმეტყველო და აგრარულ მეცნიერებათა ინსტიტუტი
  • ფიზიკური აღზრდის, სპორტისა და ჯანდაცვის ინსტიტუტი

ფაკულტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კომპიუტერულ მეცნიერებათა, ინტელექტისა და საკონტროლო სისტემების ფაკულტეტი
  • ფსიქოლოგიის ფაკულტეტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 GRID Release 2017-05-22 — 2017-05-22 — 2017. — doi:10.6084/M9.FIGSHARE.5032286
  2. Cherkasy National University. Internet Encyclopedia of Ukraine.