ოკის ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოკის ნაკრძალი

რუს. Окский заповедник

ოკის ნაკრძალი
მდებარეობა რიაზანის ოლქი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
უახლოესი ქალაქი რიაზანი
კოორდინატები 54°45′00″ ჩ. გ. 40°45′00″ ა. გ. / 54.75000° ჩ. გ. 40.75000° ა. გ. / 54.75000; 40.75000კოორდინატები: 54°45′00″ ჩ. გ. 40°45′00″ ა. გ. / 54.75000° ჩ. გ. 40.75000° ა. გ. / 54.75000; 40.75000
ფართობი 557,22
დაარსდა 1935
მმართველი ორგანო ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს სამინისტრო
ოფიციალური საიტი http://oksky-reserve.ru/

ოკის ნაკრძალი (რუს. Окский заповедник) — ნაკრძალი რუსეთის ფედერაციაში, რომელიც მდებარეობს მესჩერას დაბლობზე, მდინარე ოკასა და პრას ჭალებში. დაცული ტერიტორია მდებარეობს რიაზანის ოლქში, ქალაქ რიაზანიდან 60 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით. [1][2] 1994 წელს „მდინარეების, ოკასა და პრას ჭალები რამსარის კონვენციით დაცულ ჭარბტენიან ტერიტორიად გამოაცხადეს.[3] 1978 წელს ოკის ნაკრძალი იუნესკოს ადამიანისა და ბიოსფეროს ნაკრძალად დასახელდა.[4] ნაკრძალი ოფიციალურად შეიქმნა 1935 წელს და მას 55 722 ჰექტარი ფართობი უჭირავს.

ნაკრძალისთვის დამახასიათებელია ნოტიო კონტინენტური კლიმატი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 4,2 ° C, ხოლო ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 534 მილიმეტრს შეადგენს.

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოკის ნაკრძალის რელიები ძირითადად (90%) ტყეებს, კერძოდ კი ტორფნარებს უჭირავს. დაცული ტერიტორიის სხვა ნაწილებს ჭაობები (5%) და მშრალი ადგილები (5%) იკავებს. მდინარე პრას გასწვრივ ჭალები მდებარეობს, რომელიც ოკას შენაკადია. დინარეების ოკასა და პრას გარდა, ნაკრძალში ასევე გაედინება მდინარე ლამშა და შავი მდინარე. ტერიტორის სიმაღლე 80 მეტრიდან 200 მეტრამდე მერყეობს. დაცული ტერიტორიის მოსაზღვრე ადგილები ძირითადად სოფლის მეურნეობისთვის გამოიყენება და სათიბავი მდელოებია.[2]

კლიმატი და ეკორეგიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაკრძალი მდებარეობს სარმატული შერეული ტყეების ეკორეგიონში, სადაც გვხვდება მუხის, ნაძვისა და ფიჭვის ტყეები. ეს ეკორეგიონი შვედეთის სამხრეთი ნაწილიდან ურალის მთებამდეა გადაჭიმული.[5]

ოკის ნაკრძალისთვის დამახასიათებელია ნოტიო კონტინენტური კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია (Dfb)). ეს კლიმატი ხასიათდება ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობით, როგორც დღის განმავლობაში, ასევე სეზონურად. დამახასიათებელია თბილი ზაფხული და ცივი, თოვლიანი ზამთარი.[6][7] ოკის ნაკრძალის საშუალო ტემპერატურა 11.6 ° C-დან (თებერვალი) 19.8 ° C-მდე (ივლისი) მერყეობს. ნალექიანობა ცვალებადია, 347 მილიმეტრიდან 918 მმ-მდე მერყეობს. ოკის ნაკრძალში ხშირია დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ქარები.[2]

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთელი ტერიტორიის ფარგლებში ოკის ნაკრძალს სხვადასხვა სახის ტყეები ახასიათებს: ფიჭვის ტყეები (Pinus sylvestris), არყით (Betula) ; მუხა (Quercus robur) და მურყანი (Alnus glutinosa). მუხნარში შერეულია ცაცხვისა და ნეკერჩხლის ხეებიც. ნაკრძალში მომუშავე მეცნიერებმა ოკის დაცულ ტერიტორიაზე 109 ოჯახის 880-ზე მეტი მცენარე აღრიცხეს.[8]

ნაკრძალის ტერიტორიაზე ცენტრალური ევროპისთვის დამახასიათებელი ცხოველები ბინადრობენ. ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვრებია: ვოლი (მღრღნელების 60%), მინდვრის თაგვები და ტყის თაგვები. მტაცებლებიდან ბინადრობენ მელიები, მგლები და მაჩვები. ჩლიქოსან ცხოველებს მიეკუთვნება ევროპული შველი, ხარირემი და გარეული ღორი. ნაკრძალში მომუშავე მეცნიერებმა აღრიცხეს 61 სახეობის ძუძუმწოვარი, 266 ფრინველი, 11 ამფიბია, 6 ქვეწარმავალი, 39 თევზი და 3883 უხერხემლო არსება.[8]

ნაკრძალის ტერიტორიაზე 1959 წელს დაარსდა ევროპული ბიზონის სანაშენე ცენტრი. დაცულ ტერიტორიაზე ასევე არის წეროების გასამრავლებელი ცენტრი, რომელიც შეიქმნა 1979 წელს.[4]

ეკოგანათლება და წვდომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმის გათავლისწინებით, რომ ოკის ნაკრძალს მკაცრი ნაკრძალის სტატუსი აქვს მინიჭებული, ის ძირითადად დახურულია ფართო საზოგადოებისათვის. ოკის ნაკრძალი ემსახურება მხოლოდ მეცნიერებს და იმ პირებს, რომლებსაც „გარემოსდაცვითი განათლების“ მიზნები აქვთ. ასეთ ადამიანებს პარკში ვიზიტის შეთანხმება დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის ცენტრთან შეუძლიათ. ტურისტებს შეუძლიათ მოინახულონ ბირკინის ტყის ბუფერული ტერიტორიები. ასევე არის უამრავი ეკოტურისტული მარშრუტი, რომელიც ღიაა საზოგადოებისთვის, მაგრამ ვიზიტამდე საჭიროა წინასწარი ნებართვის მიღება. ოკის ნაკრძალის ადგილობრივი ოფისი ბირკინ ბორშია განთავსებული.

1985 წელს ოკის ნაკრძალმა ბიოსფეროს სტატუსი ოფიციალურად მიიღო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Oka Zapovednik (Official Site) ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). ციტირების თარიღი: January 21, 2016
  2. 2.0 2.1 2.2 Oka Zapovednik ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 25, 2016. ციტირების თარიღი: January 21, 2016
  3. Oka and Pra River Floodplain. Ramsar Convention. ციტირების თარიღი: 31 May 2016
  4. 4.0 4.1 Okskiy. UNESCO MAB. ციტირების თარიღი: 31 May 2016
  5. Map of Ecoregions 2017. Resolve, using WWF data. ციტირების თარიღი: September 14, 2019
  6. Kottek, M., J. Grieser, C. Beck, B. Rudolf, and F. Rubel, 2006. World Map of Koppen-Geiger Climate Classification Updated. Gebrüder Borntraeger 2006. ციტირების თარიღი: September 14, 2019
  7. Dataset - Koppen climate classifications. World Bank. ციტირების თარიღი: September 14, 2019
  8. 8.0 8.1 Oka Zapovednik - Flora and Fauna ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 13, 2016. ციტირების თარიღი: March 11, 2016