თიბვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თიბვა, ცელვა — ბუნებრივი და ნათელი ბალახის მოსავლის აღების საწყისი სტადია. ბალახს თიბავენ თვითმავალი, ტრაქტორზე კიდული და მისაბმელი სათიბელებით, ხოლო სადაც სათიბელას გამოყენება შეუძლებელია — ცელით. თიბვის სამუშაოს ხარისხის შეფასებისას ყურადღება ექცევა ბალახის დროზე და საჭირო სიმაღლეზე უხარვეზოდ მოჭრას, ღვარეულების სწორად დაწყობას. პარკოსანი ბალახები დაკოკრებისა, ხოლო მარცვლოვანები — დათავტავების ფაზაში მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში (5-7 დღე). ბალახის ფქვილის დადასამზადებლას ბალახი აღნიშნული ფაზების დაწყების წინ უნდა გაითიბოს ელევატორიანი სათიბ-დაქუცმაცებელი მანქანით, რომელიც მოთიბულ და დაკუწულ მასას ტრანსპორტზე ტვირთავს. სარწყავ და ტენიან ბუნებრივ და ნათეს სათიბებზე პირველი თიბვის დროულად ჩატარება ბალახის განმეორებითი გათიბვის საშუალებას იძლევა. პირველი თიბვა უნდა ჩატარდეს ნიადაგის ზედაპირიდან 3-4, ხოლო მეორე — 5-6 სმ-ზე. ნათესი ბალახების უკანასკნელი თიბვა ხდება 7-9 სმ-ზე. მაღალი და მსხვილღეროიანი ბალახი (ძიძო, ლერწამი და სხვა) უნდა გაითიბოს 12-15 სმ-ზე. აქვიტის თიბვა უნდა შეწყდეს შემოდგომის ყინვების დაწყებამდე 20-25 დღით ადრე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]