შინაარსზე გადასვლა

ნუნუ გაბუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუნუ გაბუნია
დაბადების თარიღი 18 ივლისი, 1941 (1941-07-18) (83 წლის)[1]
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
საქმიანობა კომპოზიტორი, მომღერალი
ჯილდოები საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1977)
თბილისის საპატიო მოქალაქე (2011)

ნუნუ გაბუნია (დ. 18 ივლისი, 1941, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1977), საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2011)

დაიბადა 1941 წლის 18 ივლისს ქალაქ თბილისში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი (ალექსანდრე შარვეზაშვილის კლასი), 1970 წელს-თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (ვ. დავიდოვას კლასი). ვოკალური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სტაჟირებას გადიოდა მოსკოვის დიდ თეატრში[2] 1961–1968 წლებში მუშაობდა საბავშვო მუსიკალური გადაცემების რედაქტორად; 1971 წლიდან იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ორკესტრის სოლისტი;[3] შექმნილი აქვს: ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – საბავშვო ოპერა „შემოდგომიდან გაზაფხულამდე“ (1969, ორ ნაწილად), ოპერეტა „ნანა მღერის სიყვარულზე“ (1969, სამ ნაწილად), სამნაწილიანი ოპერეტა (1980); საესტრადო სიმღერები (ასზე მეტი) – „მეორე ლეგენდა“ (აკაკი გელოვანის სიტყვებზე), „იავნანა“ (დ. გვიშიანის სიტყვებზე), „სიმღერა თბილისზე“ (ბ. აბაშიძის სიტყვებზე), „საახალწლო“ (მიხეილ ქვლივიძის სიტყვებზე), „სიმღერა სამშობლოზე“, „სიმღერა იეთიმ გურჯზე“, „სალაღობო“, „ჩემი თბილისი“, „10 ლირიკული სიმღერა“ (1980, კრებული), „4 სიმღერა საქართველოზე“ (1983), „6 ლირიკული სიმღერა“ (1983); საბავშვო სიმღერები (60-ზე მეტი); მუსიკა სპექტაკლებისათვის (1963, თბილისის თოჯინების თეატრი, 1967, საგარეჯოს დრამატული თეატრი, 1968, თელავის დრამატული თეატრი, 1972–1976 წლები, ახალციხის დრამატული თეატრი) და ანიმაციური ფილმებისათვის („მონადირე“ (1968), „ლურჯა“ (1973), „სახლობანა“ (1975), „ბულბულის იუბილე“ (1978); მის სიმღერებს ასრულებენ ცნობილი საესტრადო მომღერლები; რამდენიმე სიმღერა წლის საუკეთესო სიმღერად დასახელდა (1974). 2011 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.[4] 2012 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ნუნუ გაბუნიას ვარსკვლავი.[5]

  • Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 90

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ნუნუ გაბუნია. info.codna.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-04. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2019.
  2. ნუნუ გაბუნია - კომპოზიტორი. easterfestival.ge. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2019.[მკვდარი ბმული]
  3. ნუნუ გაბუნია. fortuna.ge. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2019.
  4. თბილისის საპატიო მოქალაქეები. თბილისის მერიის ოფიციალური საიტი. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2019.
  5. კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას ვარსკვლავი გაიხსნა. old.1tv.ge (30 ნოემბერი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-04. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2019.