ნორმან მეილერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნორმან მეილერი
Normanmailer.jpg
დაბადების თარიღი 31 იანვარი 1923(1923-01-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [8] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი ლონგ-ბრენჩი[14] [15]
გარდაცვალების თარიღი 10 ნოემბერი 2007(2007-11-10)[16] [1] [17] [18] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [8] [11] [13] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ[19]
ფსევდონიმი Andreas Wilson
საქმიანობა ჟურნალისტი, მსახიობი[20] [21] [22] , კინორეჟისორი, სცენარისტი, რომანისტი, ესეისტი, მწერალი[23] [24] , დრამატურგი, პოეტი[25] [26] , კინოპროდიუსერი[27] [28] , მემონტაჟე, ისტორიკოსი, ბიოგრაფი და თეატრის მსახიობი
ენა ინგლისური ენა[1]
ეროვნება ებრაელები
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ[29] [30]
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი და ჰარვარდის უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი
ჯილდოები წიგნების ეროვნული პრემია, ჯორჯ პოლკის პრემია, PEN Oakland/Josephine Miles Literary Award, პულიცერის პრემია არამხატვრული ლიტერატურისათვის, პულიცერის პრემია მხატვრული წიგნისათვის, ჰელმერიხის პრემია, Emerson-Thoreau Medal, საპატიო ლეგიონის ორდენი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და Golden Raspberry Award for Worst Director[31]
მეუღლე Adele Morales, Jeanne Campbell, Norris Church Mailer, Bea Silverman, Beverly Rentz Bentley და Carol Stevens
შვილ(ებ)ი Stephen Mailer, John Buffalo Mailer, Kate Mailer[5] , Michael Mailer, Danielle Mailer[5] , Elizabeth Anne Mailer[5] , Maggie Alexandra Mailer[5] , Susan Mailer[5] , Stephen McLeod Mailer[5] და Michael Burks Mailer[5]
ხელმოწერა Mailer signature.png

ნორმან კინგსლი მეილერი (ინგლ. Norman Kingsley Mailer, დ. 1923 — გ. 2007) — ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი, დრამატურგი, სცენარისტი, კინორეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ლონგ-ბრანჩში (ნიუ-ჯერსი), ებრაულ ოჯახში. მამა — ბუღალტერი ისააკ ბარნეტ მეილერი, დაბადებული სამხრეთ აფრიკაში; დედა მედდა და დიასახლისი ფანია შნაიდერი. ჯყავდა უმცროსი დები — ბარბარა და ნორმა.

გაიზარდა ნიუ-იორკში, სწავლობდა ბრუკლინის ბედფორდ-სტიუივესანტის რაიონის სკოლაში.[32] 1939 წელს ჩაირიცხა ჰარვარდში, სადაც შეისწავლა აერონავტიკა, უნივერსიტეტი 1943 წელს დაამთავრა. სტუდენტობის წლებში იგი დაინტერესდა ლიტერატურით — პირველი მოთხრობა მან დაწერა და გამოაქვეყნა 18 წლის ასაკში, 1941 წელს მიიღო პრემია უნივერსიტეტის ჟურნალისგან.

იბრძოდა ფილიპინებში. ლიტერატურის გარდა, ჟურნალისტიკით იყო დაკავებული (ის არის „ახალი ჟურნალისტიკის“ სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი), დაწერა რამდენიმე კინოსცენარი, თავად გადაიღო რამდენიმე ფილმი, ზოგიერთში მონაწილეობა მიიღო როგორც მსახიობმა.

1960 წელს, სიმვთვრალისას, მან ჯიბის დანით სერიოზულად დაჭრა საკუთარი ცოლი (რიგით მეორე), რის შემდეგაც ორი კვირის განმავლობაში მოათავსეს გიჟთა თავშესაფარში. მოგვიანებით მან ამ ეპიზოდს ლექსი მიუძღვნა სახელწოდებით „წვიმიანი საღამო ცოლთან ერთად“, რომელშიც ნათქვამი იყო: „სანამ დანას ფუშავ, სიყვარული ცოცხალია“.[33]

დაჯილდოებულია ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის ემერსონ-თოროს მედლით (1989).

ლიტერატურული შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეილერი ყველაზე ცნობილია მსი რომანით „შიშველი და მკვდარი“ (1948) მეორე მსოფლიო ომის შესახებ.

გარდა ამისა მის კალამს ეკუთვნის შემდეგი რომანები: The Deer Park (1955), An American Dream (1965), Why Are We in Vietnam? (1967), Tough guys don't dance, 1984), The Gospel According to the Son (1997), The Castle in the Forest (2007), Ancient Evenings (1983) ძველი ეგვიპტის შესახებ, ესსე „თეთრი ნეგრო“ (1956), The Executioner's Song (1979) — დამნაშავე გარი გილმორის ბიოგრაფიის საფუძველზე, წიგნმა მიიღო პულიცერის პრემია, ასევე დაწერილი აქვს Harlot's ghost (1991) და სხვა.

ფართო გამოხმაურება ჰპოვეს მეილერის დოკუმენტურმა რეპორტაჟებმა ვაშინგტონში „ღამის არმიის“ მშვიდობიანი მსვლელობების შესახებ (The Armies of the Night, 1968, პულიცერის პრემია მიიღო). ასევე ცნობილია „მაიამი და ჩიკაგოს ალყა“ (Miami and the Siege of Chicago: An Informal History of the Republican and Democratic Conventions of 1968, 1968) დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ნაციონალურ კონვენტებზე, „ცეცხლი მთვარეზე“ (Of a Fire on the Moon, 1969) მთვარეზე ადამიანის ფეხის დადგმის შესახებ. ის ავტორია მერილინ მონროს (Marilyn: A Biography, 1973), პიკასოს (Portrait of Picasso as a Young Man: An Interpretive Biography, 1995), ლი ჰარვი ოსვალდის (Oswald's Tale: An American Mystery, 1996) ბიოგრაფიების.

მუშაობა კინოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წელს მეილერმა გადაიღო ფილმები Wild 90 და „კანონის გარეთ“. 1970 წელს გადაიღო სატირული ფილმი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ „მეიდსტოუნი“, სადაც მან ითამაშა ერთ-ერთი მთავარი როლი. 1987 წელს გამოვიდა ფილმი Tough Guys Don't Dance მისი ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. გარდა ამისა, მან ითამაშა კენეტ ანჟერთან, ჯონას მექასთან, მილოშ ფორმანთან Ragtime, 1981, ჟან-ლუკ გოდართან („მეფე ლირი“, 1987) და სხვებთან.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Naked and the Dead. New York: Rinehart, 1948.
  • Barbary Shore. New York: Rinehart, 1951.
  • The Deer Park. New York: Putnam's, 1955.
  • An American Dream. New York: Dial, 1965.
  • Why Are We in Vietnam? New York: Putnam, 1967.
  • A Transit to Narcissus. New York: Howard Fertig, 1978.
  • The Executioner's Song Boston: Little, Brown and Company, 1979.
  • Of Women and Their Elegance. New York, Simon and Schuster, 1980.
  • Ancient Evenings. Boston: Little, Brown, 1983.
  • Tough Guys Don't Dance. New York: Random House, 1984.
  • Harlot's Ghost. New York: Random House, 1991.
  • The Gospel According to the Son. New York: Random House, 1997.
  • The Castle in the Forest. New York: Random House, 2007.

ბიოგრაფიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Marilyn: A Biography. New York: Grosset & Dunlap, 1973.
  • Portrait of Picasso as a Young Man: An Interpretive Biography. Atlantic Monthly Press, 1995.
  • Oswald's Tale: An American Mystery. New York: Random House, 1996.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Мейлер Норман // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 5.8 Lundy D. R. The Peerage
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 American National Biography — 1999.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 NooSFere — 1999.
  9. 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
  10. 10.0 10.1 Munzinger-Archiv — 1913.
  11. 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  12. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  13. 13.0 13.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia Catalana, 1968.
  14. http://www.news.com.au/mercury/story/0,22884,22739043-923,00.html
  15. http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2007/11/10/AR2007111000518.html
  16. http://apnews.myway.com/article/20071110/D8SQQRI80.html
  17. http://www.aveleyman.com/OnThisDay.aspx?OTDMonth=01&OTDDay=31&OTDYear=1942
  18. http://www.aveleyman.com/OnThisDay.aspx?OTDMonth=01&OTDDay=31&OTDYear=1947
  19. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118576461 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  20. http://www.boston.com/bostonglobe/ideas/brainiac/2008/05/the_new_gods_19.html
  21. http://www.huffingtonpost.com/2010/11/22/norris-mailer-dies-widow-_n_786864.html
  22. http://www.nytimes.com/1985/05/19/books/lion-in-a-kaleidoscope.html
  23. http://www.nytimes.com/1983/09/19/style/robert-d-loomis-weds-miss-mills.html
  24. http://www.nytimes.com/1998/05/10/books/advertisements-for-himself.html
  25. http://www.meetme.com/member/88542863
  26. http://www.jstor.org/stable/464750
  27. http://mobile.nytimes.com/article?a=783848&f=22
  28. http://www.rogerebert.com/cast-and-crew/norman-mailer
  29. http://www.nytimes.com/2002/09/14/arts/william-phillips-co-founder-and-soul-of-partisan-review-dies-at-94.html
  30. http://www.nytimes.com/2002/11/18/world/booker-prize-won-t-include-us-writers.html
  31. https://web.archive.org/web/20110715155800/http://razzies.com/asp/content/XcNewsPlus.asp?cmd=view&articleid=27
  32. Mario A. Charles Bedford–Stuyvesant // The Encyclopedia of New York City / Kenneth T. Jackson, Lisa Keller, Nancy Flood. — 2. — 2010. — P. 110. — 1584 p. — ISBN 0300182570
  33. Life Story: Norman Mailer Archived 2014-08-19 საიტზე Wayback Machine. // «Marie Claire», May 21, 2008. (ინგლისური)