ნინო ლორთქიფანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინო ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი 11 ივნისი, 1959 (1959-06-11) (64 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი
მშობლები მამა: გიგა ლორთქიფანიძე
დედა: ქეთევან კიკნაძე

ნინო ლორთქიფანიძე (დ. 11 ივნისი, 1959, თბილისი) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.

1980 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მოზარდ-მაყურებელთა თეატრში განასახიერა როლები: პრესცენტრი (ფ. შილერი, კ. გოცი „პრინცესა ტურანდოტი“, რეჟ. გ. ბრეგაძე), გუსტავსონი, თეატრის დირექტორი (ასტრიდ ლინდგრენი „პეპი გრძელი წინდა“ რეჟ. გ. თავაძე), დედოფალი (ა. სულაკაური „სალამურა“ რეჟ. კოტე მირიანაშვილი), ქეთო (ნ. დუმბაძე, გ. ლორთქიფანიძე „მე ვხედავ მზეს“, რეჟ. დ. ხვთისიაშვილი), ნათელა, ეთერიკო (ლ. ბუღაძე „7+1“ რეჟ. გ. ქაჩიბაია), ძიძა (იაკობ გოგებაშვილი „იავნანამ რა ჰქმნა?“, რეჟ. ო. ბაღათურია), იბრუხტი (გ. ნახუცრიშვილი „ნაცარქექია“, რეჟ. დ. ხვთისიაშვილი), ეკა (დ. კლდიაშვილი „ირინეს ბედნიერება“, რეჟ. დ. ხვთისიაშვილი) და სხვა. კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: შორენა (კ. გამსახურდია, „დიდოსტატის მარჯვენა“ რეჟ. დ. ანდღულაძე), ია (ვ. კოროსტილიოვი „მარტოობის დღესასწაული“, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე). რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე ნათამაშები როლები: ხათუნა (თ. მეტრეველი „შეშლილი, შეშლილი ახალი წელი", რეჟ. რ. ჩხაიძე), ექიმი (თ. ჭილაძე „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“, რეჟ. რ. სტურუა), ვერა (ა. ვამპილოვი „იხვებზე ნადირობა“, რეჟ. ა. ვარსიმაშვილი, „დედა ენა“ რეჟ. რ. სტურუა). გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: „ძილისპირული“, „თეთრი ბაირაღები“, „წიგნი ფიცისა“, „ნუ გააღვიძებ!“, „გამარჯობა ყველას“, „ანდერძი", „ღამის ზარები“ და სხვ.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]