ნიკოლას სპიკმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნიკოლას ჯონ სპაიკმენი (ნიდერლ. Nicholas John Spykman; დ. 13 ოქტომბერი 1893 — გ. 26 ივნისი 1943) — ნიდერლანდური წარმოშობის ამერიკელი საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების იელის უნივერსიტეტის დირექტორი, პოლიტოლოგი.

სპაიკმენის მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლას სპაიკმენი ითვლება ადმირალ ალფრედ ტეიერ მეჰენის იდეების გამგრძელებლად. ის გეოპოლიტიკას ხედავდა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების უმთვრესს ინსტრუმენტს. მისი ძირითდი იდეა მდგომარეობს მსოფლიო პოლიტიკაში ”რიმლენდის”, როგორც ტერიტორიის გასაღების როლის განსაზღვრაში.

სპაიკმენი არის ცნობილი ”შეკავების” კონცეფციის ფუძემდებელი.

მის კალამს ეკუთვნის ცნობილი ნაშრომები:

  • „ამერიკული სტრატეგია მსოფლიო პოლიტიკაში”
  • „მსოფლიოს გეოგრაფია“

სპაიკმენის თეორიის გეოგრაფიული და ისტორიული მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპიკმენმა თავის ძირითად ნაშრომებში — ”ამერიკული სტრატეგია მსოფლიო პოლიტიკაში” და „მსოფლიოს გეოგრაფია“ გამოჰყო 10 კრიტერიუმი, რომელიც განაზღვრავს სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ სიძლიერეს:

  • ტერიტორიის სიმაღლებრივი დონე.
  • სასაზღვრო ბუნება
  • მოსახლეობის რაოდენობა
  • სასარგებლო წიაღისეულის არსებობა/არარსებობა.
  • ეკონომიკური და ტექნოლოგური განვითარება
  • საფინანსო ძლიერება
  • ეთნიკური ერთგვაროვნება
  • სოციალური ინტეგრაციის დონე
  • პოლიტიკური სტაბილურობა
  • ნაციონალური სულისკვეთება

თუ ამ კრიტერიუმებით სახელმწიფოს გეოპოლიტიკური შესაძლებლობების მთლიანი შედეგების შეფასება აღმოჩნდა მცირე, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო იძულებულია შევიდეს დიდ სტრატეგიულ კავშირში, რათა გლობალური გეოპოლიტიკური პროტექციის წყალობით დაიცვას თავისი სუვერენიტეტი. (ასეთი კავშირებია, მაგ: ნატო, გაერო..)

სპაიკმენის თანახმად, სახელმწიფოთა სიდიდეზე მნიშვნელოვანია მისი მდებარეობა როგორც მსოფლიოში, ისევე კონკრეტულ რეგიონში. მან დაახასიათა სახელმწიფოთა გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც ყველაზე ფუნდამენტალური ფაქტორი სახელმწიფოთა საშინაო პოლიტიკაში. მან განიხილა სახელმწიფოთა საშინაო პოლიტიკაზე მოქმედი პარამეტრები. ესენია, სახელმწიფოების სიდიდე, მათი მსოფლიო და რეგიონალური ადგილმდებარეობა. სპიაკმენის აზრით, სახელმწიფოს გეოგრაფია ითვლება საშინაო პოლიტიკაზე მოქმედ მთავარ ფაქტორად, რომლის მეშვეობით ქვეყანა მოქმედებს ომის დროს. გეოგრაფიულ ფაქტორს აქვს ხანგრძლივვადიანი ხასიათი. ასევე, მნიშვნელოვანი მოქმედი ფაქტორია ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, რომელსაც იგი იკავებს დროებითი ზავის დროს, რაც მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოთა პოლიტიკისთვის. სხვა ფაქტორებთნ შედარებით, რომლებიც ზემოქმედებენ სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკაზე, ეს არის მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეკონომიკური სტრუქტურა, მმართველობის ფორმა.

სპაიკმენმა გააკეთა მსოფლიოს გეოპოლიტიკური სტურქტურის მონახაზი, რომელიც შედგებოდა

მან გაანალიზა ისტორიული ძვრები მსოფლიოს ცენტრალურ ხელისუფლებებში, სადაც ოთხი პოლიტიკური ფაქტორი გამოიკვეთა - ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას მართავდა აშშ, შორეული აღმოსავლეთი იმართბოდა იაპონიისგან, ევრაზიის ცენტრს მართვდა რუსეთი, ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთს და ინდოეთის ოკეანეს ევროპა მართავდა.[სპაიკმენი მივიდა დასკვნამდე,[რომ აშშ, ატლანტიკისა და წყნარი ოკეანეების აუზის პიდაპირი ხელმისაწვდომობით, ადგილმდებარეობის თვალსაზრისით, იყო ყველაზე პრივილეგირებული სახლემწიფო.

მსოფლიო ისტორიის მიმოხილვამ მას აჩვენა, რომ მრავალი ძლიერი სახელმწიფო იყო ტერიტორიით დიდი, ხოლო პატარა ქვეყნებს (ვენეცია, ნიდერლანდები), რომელთაც გასასვლელი ჰქონდათ ზღვაზე, აკონტროლებდნენ დიდი იმპერიები. ”ზომა, ეს არ არის ძალა, ეს არის პოტენციური ძალა” - აღნიშნავდა სპაიკმენი. დიდი ზომის სახელმწიფო შეილება იყოს ძლიერი და ასევე სუსტიც. ეს დამოკიდებული მის ტექნიკურ, სოციალურ, მორალურ და იდეოლოგიურ განვითარებაზე, სახელმწიფოს შიგნით არსებულ დინამიურ ძალაზე, წინა პოლიტიკურ კონფიგურაციაზე, ასევე, ცალკეული პიროვნებების ინდივიდუალურ თვისებებზე.

სპაიკმენის თანახმად, დიდ მძლავრ სახელმწიფოთა ყველაზე არსებითი (მნიშვნელოვანი) ელემენტი არის ”ეფექტური ცენტრალიზებული მმართვა”, რომელიც დამოკიდებულია ”ცენტრიდან პერიფერიისაკენ კომუნიკაციის ეფექტური სისტემის ხელმისაწვდომობაზე…”. ინკები, სპარსელები, რომაელები, ფრანგები, ჩინელები და რუსები აკეთებდნენ გზებს, არხებს, რათა პერიფერია ცენტრთან დაეკავშირებინათ. შემდგომ, სპაიკმენმა აღნიშნა, რომ რკინიგზა და აეროპორტები გააკეთეს შორეული რაიონების ცენტრთან ეფექტური ინტეგრაციისათვის. სახელმწიფოებისთვის გეოპოლიტიკური ტენდენცია ნიშნავდა ყველა დიდ რაიონზე განეხორციელებინათ ეფექტური პოლიტიკური კოტროლი.

რაც შეეხება რეგიონალურ ადგილმდებარეობას, სპაიკმენმა მრავალი სახელმწიფო დაყო სამ ტიპად:

  • სახელმწიფოები, რომელთაც არა აქვთ ზღვაზე გასასვლელი.
  • სახელმწიფოები, რომელთაც აქვთ როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო საზღვრები.
  • კუნძულოვანი სახელმწიფოები.

სახელმწიფოებს, რომელთაც არა აქვთ ზღვაზე გასასვლელი, ექმნებათ უსაფრთხოების პრობლემა თავიანთი უშუალო მეზობლებისგან.

კუნძულოვანი სახელმწიფოები სხვა სამხედრო-საზღვაო ქვეყნების მხრიდან იმყოფებიან პოტენციური ზეწოლის მოლოდინში, თუ ისინი ოფშორული (ნაპირიდან მოშორებული) კუნძულოვანი სახელმწიფოები არიან (დიდი ბრიტანეთი, იაპონია) თავიანთი სანაპირო მეზობლების მხრიდან ასევე განიცდიან უსაფრთხოების პრობლემას. ოფშორული კუნძულოვანი სახელმწიფოები ხშირად ამ პრობლემას მიმდებარე სახელმწიფოების დაპყრობით ან კოლონიზებით წყვეტენ.

სახელმწიფოებმა, რომელთაც აქვთ როგორც სახმელეთო,ისევე საზღვაო საზღვრები, განსაზღვრეს თავიანთი უსაფრთხოების პრინციპული კონცეფცია, რომელიც დაფუძნებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის სასაზღვრო და სახმელეთო საზღვრების სიგრძე, მათი უშუალო ან მახლობელი მეზობლების პოტენციური ძალა.

სპაიკმენმა დაახასიათა საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი როგორც კონტინენტური (სახმელეთო) სახელმწიფოები მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო საზღვრები. ისტორიული გადმოსახედიდან, მათი უსაფრთხოების პრობლემის შემქმნელი სახმელეთო მეზობლები იყვნენ. მეორე მხრივ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, აშშ მან მიაკუთვნა კუნძულოვან სახელმწიფოებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან საზღვაო ძლიერებაზე. სპაიკმენის აზრით, აშშ იყო კუნძულოვანი სახელმწიფო, რადგან მას არასდროს შექმნია უსაფრთხოების პრობლემა მისი სახმელეთო მეზობლების (მექსიკის, კანადის) მხრიდან. ჩინეთსა და რუსეთს, საზღვაო და სახმელეთო საზღვრებით, მსოფლიოს და რეგიონალურ მდებარეობის გამო ჰქონდათ შერეული საზღვაო-სახმელეთო ორიენტაცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „გეოპოლიტიკის საფუძვლები” ი. გორგილაძე
  • ”გეოპოლიტიკის საფუძვლები” ა.დუგინი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]