ნეპალის ცენტრალური ზოოპარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნეპალის ცენტრალური ზოოპარკი
გაიხსნა 1932 (კერძო ზოოპარკი)
1956 (საჯარო)[1]
მდებარეობა ჯავალახელი, ნეპალი
ტერიტორიის ფართობი 6 ჰა
კოორდინატები 27°40′23″N 85°18′39″E / 27.6731849° ჩ. გ. 85.3109334° ა. გ. / 27.6731849; 85.3109334კოორდინატები: 27°40′23″N 85°18′39″E / 27.6731849° ჩ. გ. 85.3109334° ა. გ. / 27.6731849; 85.3109334
ცხოველების რაოდენობა 870[2]
სახეობების რაოდენობა 109[2]
სტუმრების წლიური რაოდენობა 1 000 000[2]

ნეპალის ცენტრალური ზოოპარკიზოოპარკი ჯავალახელში, ნეპალი. ზოოპარკში ცხოვრობს 109 სახეობის 870 ცხოველი. მას ხელმძღვანელობს ბუნების დაცვის ეროვნული ფონდი (NTNC). თავდაპირველად მას კერძო ზოოპარკის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ 1956 წლიდან იგი საჯაროა.

ბოტო ჯატრას ფესტივალის განმავლობაში, ზოოპარკს 34 000-მდე სტუმარი ჰყავს[3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეპალის ცენტრალური ზოოპარკი დაარსდა 1932 წელს, პრემიერ-მინისტრ ჯუდა შუმსერის მიერ, როგორც კერძო ზოოპარკი, ხოლო 1950 წელს, მთავრობის კონტროლის ქვეშ მოექცა. 1956 წელს, იგი საჯარო გახდა[1] და 1995 წელს, ნეპალის მთავრობამ, ზოოპარკზე პასუხისმგებლობა ბუნების დაცვის ეროვნული ფონდს (NTNC) დააკისრა[2]. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუნქციონირება არ არის სრულყოფილი, NTNC აუმჯობესებს ზოოპარკის აღჭურვილობებს და ობიექტებს, ასე რომ, ცხოველებს ექნებათ გაომჯობესებული საცხოვრებელი ვოლიერები. ბუნების დაცვის ეროვნული ფონდი ასევე ცდილობს, რომ ნეპალის ცენტრალური ზოოპარკი გახდეს კვლევითი და საგანმანათლენლო ცენტრი, რაც ტურისტების მიზიდვას გამოიწვევს [1].

ცენტრალური აკვარიუმი მეფე სიდჰი-ნარსინგ-მალის მმართველობის დროს აშენდა, რაც ერთ დროს ლალიტპურისათვის წყლის ერთადერთი წყარო იყო[3].

ცხოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოოპარკში 109 სახეობის[2] 870 ცხოველია წარმოდგენილი, მათ შორის 15 ადგილობრივი სახეობა, რომელთა შორისაა ბენგალური ვეფხვი და ინდური მარტორქა. ასევე, წარმოდგენილნი არიან ცხოველთა სახეობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგალითად: ბეჰემოტები, სიამანგები, აფრიკული სირაქლემები და მრავალი სახეობის ფრინველი[3][4]. ასევე ის მოიცავს აკვარიუმს სუბტროპიკული თევზებისთვის[2].

ძუძუმწოვრებიდან ზოოპარკში აღსანიშნავია: აზიური სპილო, ასამური მაიმუნი, მუნტჟაკი, გარნა, ნილგაუ, გულმანი, მურა ლეოპარდი, ინდური მაჩვზღარბა, ჰიმალაიური დათვი, კუკუ-იამანი, ბეჰემოთი, ტურა, ლელიანის კატა, ბენგალური კატა, ინდური მარტორქა, ბენგალური ვეფხვი, სიამანგი, აქსისი, ზოლებიანი აფთარი და აზიური კამეჩი [5].

ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია: გიგანტური კუ, ვეფხვისებრი პითონი, ჩინური ალიგატორი, კობრა, ხვლიკისნაირნი, გარიალი და კუ[6] .

ფრინველებიდან აღსანიშნავია: ჟაკო, წეროტურფა, აზიური ყარყატი, ინდური იბისი, ხუჭუჭა თუთიყუში, ბუ, ტრამალის არწივი, აფრიკული სირაქლემა, მთის ბატი, რუხი ყანჩა, ჰიმალაიური სვავი, შავი ხოხობი, ინდური სვავი, ინდური წერო, Anthracoceros albirostris, ვერცხლისფერი ხოხობი, ხოხობი, დიდი თეთრი ვარხვი, თეთრთვალა კაკაჩა, დიდი რქოსანი კაკადუ, თეთრი ყარყატი[7].


კატეგორია სახეობა რაოდენობა
ძუძუმწოვრები 34 196
ქვეწარმავლები 9 21
თევზები 14 232
ფრინველები 51 259
სულ 108 708 [8]

სხვა ობიექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოოპარკი ასევე მოიცავს ბიბლიოთეკას, საბავშვო მოედანს, საპიკნიკე ტერიტორიებს, რესტორანს, საჩუქრების მაღაზიას და ნიჩბიან ნავებს ტბაში. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ წელიწადის გარკვეულ დროს[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Central Zoo in Jawalakhel. nepal.com. Nepal.com. ციტირების თარიღი: 5 May 2012.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Central Zoo. ntnc.org.np. National Trust for Nature Conservation. ციტირების თარიღი: 5 May 2012.
  3. 3.0 3.1 3.2 The Show Must Go On. ecs.com.np. ECS Media Pvt Ltd. (June 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 5 May 2012.
  4. Central Zoo: The Only Zoo of Nepal. colorfulnepal.com. Colorful Nepal. ციტირების თარიღი: 5 May 2012.
  5. Mammals. centralzoo.info. National Trust for Nature Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 5 May 2012.
  6. Reptiles. centralzoo.info. National Trust for Nature Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 5 May 2012.
  7. Birds. centralzoo.info. National Trust for Nature Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 5 May 2012.
  8. Central Zoo official website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-27. ციტირების თარიღი: 2016-01-09.