აქსისი (ცხოველი)
იერსახე
| აქსისი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Cervus axis | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 41783 | ||||||||||||
| ||||||||||||
აქსისი (ლათ. Cervus axis) — ძუძუმწოვარი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 150 სმ-მდეა, სიმაღლე 100 სმ-მდე. იწონის 40 კგ-მდე. წითური ბალანი მრავალრიცხოვანი თეთრი ფორეჯებით აქვს მოხატული. ხარის რწების სიგრძე 100 სმ-მდეა. ფური ურქოა. გვხვდება ინდოეთსა და ცეილონში. ამჟამად აქსისთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია, ზოგან სულ ამოწყვეტილია. ცხოვრობს ჯოგებად, იკვებება ბალახით, იშვიათად მერქნიანი მცენარეების ფოთლებითა და ნაყოფით. მაკეობა 7-8 თვე გრძელდება. შობს 1-2 ნუკრს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 40.
