ნატალია ფილატკინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნატალია ფილატკინა
დაბ. თარიღი 18 აგვისტო, 1975(1975-08-18)[1] (45 წლის)
დაბ. ადგილი მოსკოვი[1]
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[1]
ჯილდოები Sofia Kovalevskaya Award

ნატალია ფილატკინა (რუს. Наталия Филаткина; დ. 18 აგვისტო, 1975, მოსკოვი) — რუსი ენათმეცნიერი, ძველი გერმანისტიკული ფილოლოგიის დარგში მოღვაწე გერმანისტი. სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ქალაქ ტრირის უნივერსიტეტში.

ცხოვრების გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატალია ფილატკინა თავდაპირველად გერმანისტიკას მოსკოვში სწავლობდა, ხოლო 1994 წელს სტიპენდია მოიპოვა და სწავლა ბერლინის უნივერსიტეტში (გერმ. Humboldt-Universität zu Berlin) გააგრძელა, მოგვიანებით კი ბამბერგის უნივერსიტეტში (გერმ. Otto-Friedrich-Universität Bamberg).

ნატალია ფილატკინა 1996-დან 1999 წლამდე მოსკოვში ასწავლიდა გერმანულს (როგორც უცხო ენას). გერმანიაში ნ. ფილატკინა დაბრუნდა ლუქსემბურგის კულტურის და კვლევის სამინისტროს ხელშეწყობით გამოყოფილი სტიპენდიით და დისერტაცია დაიცვა 2003 ქალაქ ბამბერგში პროფესორ კლოდინ მულენის ხელმძღვანელობით თემაზე ლუქსემბურგული ენის ფრაზეოლოგია (ISBN 3-8253-5055-X), შრომა აღინიშნა ლუქსემბურგის უნივერსიტეტის პრემიით (ფრანგ. Prix d'encouragement).

ნატალია ფილატკინა არის ლუქსემბურგის ენების და ლიტერატურების კვლევითი ცენტრის წევრი. არსებული ცენტრი, სხვა მიმართულებით საქმიანობის გარდა, დაკავებულია ლუქსემბურგის ლინგვისტიკის ონლაინ-ბიბლიოგრაფიით.

2003 წლის ზამთრის სემესტრიდან მოყოლებული ნატალია ფილატკინა არის ტრირის უნივერსიტეტში ძველი გერმანული ფილოლოგიის მეცნიერ-თანამშრომელი.

ტრირის ისტორიული და კულტურულოგიური კვლევითი ცენტრის საქმიანობის ფარგლებში ნატალია ფილატკინა აგრძელებს კვლევით მოღვაწეობას ისტორიულ ენათმეცნიერებაში, კერძოდ კი გერმანული ენის ფრაზეოლოგიაში.

2013 წელს ნატალია ფილატკინა წარმოადგენდა დიუსელდორფის უნივერსიტეტის (გერმ. Universität Düsseldorf) პროფესურას.

დღესდღეობით ნატალია ფილატკინა მუშაობს საჰაბილიტაციო პროექტზე „ისტორიული ფორმალური ენა“, პროექტი მიმდინარეობს ვალტერ და ზიბილე კალკჰოფ-როზეს ფონდის (გერმ. Walter und Sibylle Kalkhof-Rose-Stiftung) სტიპენდიის ხელშეწყობით.

ნატალია ფილატკინას ჰყავს ოჯახი და ერთი ვაჟი.

მიმდინარე კვლევითი პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #130396184 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.