ნაოჭა სოკო
ნაოჭა სოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Gyromitra esculenta (Pers. : Fr.) Fr. | |||||||||||||||
|
ნაოჭა სოკო (ლათ. Gyromitra esculenta) — ნაოჭა სოკოების გვარი დისცინასებრთა ოჯახისა. ძირითადად გავრცელებულია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
ნაოჭა სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1800 წელს.[1]
სამეცნიერო სინონიმები:
- Helvella mitra Schaeff.
- Elvela mitra Schaeff.
- Helvella esculenta Pers. basionym
- Helvella sinuosa Brond.
- Physomitra esculenta (Pers.) Boud.
აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქუდის დიამეტრი 2-10 სმ-მდე აღწევს, მუქი ყავისფერი ან წაბლისფერია, ტალღოვანი, ტვინისებურად დანაოჭებული, კიდეები ნაწილობრივ ფეხთანაა შეზრდილი.
ფეხის სიგრძე — 3-9 სმ-მდე, სიგანე — 1,5-4 სმ-დე სისქის, ცილინდრული ან ბოლქვისებრი, სიგრძივ ნაოჭიანი, ფუყე, მოთეთრო მურამოყვითალო, ზოგჯერ მოწითალო ფერის.
რბილობი — ცვილოვანი, მყიფე, ხილის სუნით. ახასიათებს სასიამოვნო გემო.[2]
ერთი წყარო მიიჩნევს მას პირობითად საჭმელ სოკოდ,[3] ხოლო მეორე წყარო — შხამიანად.[4][5] საჭმელად გამოიყენება 20-30 წუთიანი ხარშვის შემდეგ, წყალი კი უნდა გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში იწვევს მოწამვლას. სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი სასიკვდილო შემთხვევაა დაფიქსირებული. საქართველოში საჭმელად არ ხმარობენ.[6]
გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
იზრდება ქვიშიან ნიადაგზე, მთებში, გაჩეხილი ტყეების ადგილას, უპირატესად წიწვოვანი ჯიშების ქვეშ; აგრეთვე გვხვდება ვერხვის ძირებში.[7]
ტოქსიკურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნაოჭა სოკო შეიცავს კანცეროგენულ ტოქსინ გირომიტრინს, რომელიც მოქმედებს ღვიძლსა და ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე. მოწამლის სიმპტომებია ღებინება და გულისრევა, მძიმე შემთხვევაში ვითარდება კომა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, გვ. 38, გამომც. „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, თბ., 2006. ISBN 99940-856-1-1.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Gyromitra esculenta — SpeciesFungorum
- Gyromitra esculenta — Mykoweb
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Persoon C.H. (1800). Commentarius, Schaefferi fungorum Bavariae indigenorum icones pictas, differentiis specificis etc. illustrans. Эрланген.
- ↑ Nilsson S., Persson O. (1977). Fungi of Northern Europe 1: Larger Fungi (Excluding Gill Fungi). Penguin Books, გვ. 34-35. ISBN 0-14-063005-8.
- ↑ Строчок обыкновенный на сайте «Справочник грибов России»
- ↑ Описание строчка обыкновенного в интернет-журнале «Декоративный сад». ციტირების თარიღი: 2015-12-22.
- ↑ М.В.Вишневский. Строчки съедобные и ядовитые. ციტირების თარიღი: 2015-12-22.
- ↑ ნახუცრიშვილი, 2006, გვ. 38
- ↑ Smith H.V., Smith A.H. (1973). How to Know the Non-Gilled Fleshy Fungi. Wm. C. Brown Co. ISBN 0697048667.