მიხეილ ჭიაურელი (რეჟისორი, დაბადებული 1943)
იერსახე
მიხეილ ჭიაურელი | |
---|---|
მიხეილ (უმცროსი) ჭიაურელი | |
დაბადების თარიღი |
16 ივნისი, 1943 თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
ჯილდოები | ღირსების მედალი |
მიხეილ (მიშა) ჭიაურელი (დ. 16 ივნისი, 1943, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1964 წელს დაამთავრა თბილისის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი, 1971 წელს — საქართველოს სამხატვრო აკადემია, 1977 წელს — სსრკ სახელმწიფო კინემატოგრაფიის სააგენტოს სცენარისტებისა და რეჟისორების ორწლიანი უმაღლესი კურსები.
1973 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელერადიო კომიტეტში რეჟისორის ასისტენტად, 1976 წლიდან — საქართველოს კინოსტუდიის რეჟისორად. არის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: „ჭიდაობას რა უნდა", „მე, პელეს ნათლია!", „სოფიკო" და სხვა. მისი დოკუმენტური ფილმი —„უბედურების ზონა, ანუ არაჩვეულებრივი ფაშიზმი", მანას ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ავტორია წიგნისა — „ჩემი ცხოვრების აბლაბუდაში".
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1996 — ღირსების მედალი (საქართველოში დემოკრატიის მშენებლობისა, სტაბილიზაციის განმტკიცებისა და ახალი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისათვის)
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმების დამდგმელი რეჟისორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1975 — რულონი
- 1975 — ლილეო
- 1980 — სიყვარული ყველას უნდა (რეჟ. გიორგი შენგელაიასთან ერთად)
- 1986 — ჭიდაობას რა უნდა
- 1991 — მე, პელეს ნათლია!
- 1996 — ბზარი
- 2008 — სოფიკო
სცენარის ავტორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1975 — რულონი
- 1975 — ლილეო
- 1982 — ვის უცდიან თოვლიანი მთები
- 1986 — ჭიდაობას რა უნდა
- 1991 — მე, პელეს ნათლია!
- 1996 — ბზარი
- 2008 — სოფიკო
კომპოზიტორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1975 — რულონი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: მიხეილ ჭიაურელი (უმცროსი)
- მიხეილ ჭიაურელი (რეჟისორი, დაბადებული 1943) — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მიხეილ ჭიაურელი (რეჟისორი, დაბადებული 1943) — ეროვნული ფილმოგრაფია
- მიხეილ ჭიაურელი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წიგნი ღირსებისა. ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი. თბილისი. 2000. გვ.452
- მიხეილ ჭიაურელი. „ჩემი ცხოვრების აბლაბუდაში“ — თბილისი. საარი. 2018. 220გვ. ISBN 978-994-147-731-7.