შინაარსზე გადასვლა

ნაბატეველთა სამეფო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნაბატეველთა სახელმწიფო)
ნაბატეველთა სავაჭრო მარშრუტები
ნაბატეველთა სავაჭრო მარშრუტები

ნაბატეველთა სახელმწიფო—სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულზე, ახლანდელი იორდანიის ტერიტორიაზე. ძველი წელთაღრიცხვით VI საუკუნის დასაწყისში ედომის რაიონში შეიჭრა არაბული ნაბატეველთა ტომი-( არაბ. ٱلْأَنْبَاط‎ ) ნახევრად მომთაბარე სემიტი ხალხი.

ნაბატეველები პირველად ბიბლიაში მოიხსენიეს. მათ IV საუკუნის დასასრულსა და III საუკუნის დასაწყისში დააარსეს სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი იყო პეტრა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 312 წელს ნაბატეველებს თავს დაესხა ანტიგონე-I და პეტრა დაარბია. 301 წელს ის დამარცხდა სელევკის ჯართან, რომელმაც დაიმორჩილ სირია-მესოპოტამია და ნაბატეველთა სახელმწიფოც თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია. სახელმწიფო პტოლეემეების ეგვიპტის გავლენის მიუხედავად, მას არ დაუკარგავს პოლიტიკური თავისუფლება. ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნის 60-იანი წლებიდან კი რომის ვასალი გახდა, მონაწილეობდა  რომის სამხრეთის ექსპედიციაში (ძვ. წ. 47-24 წლებში). ჩვ.წ.აღ-მდე 34 წელს ნაბატეველთა სახელმწიფოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ, წითელი ზღვის სანაპირო რეგიონი, ანტონიუსმა კლეოპატრას დაუმორჩილა.  

ნაბატეველთა არქიტექტურა-პეტრა

ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-I საუკუნეებში  ნაბატეველთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა სამხრეთ პალესტინა (ნეგევი),  ჰაურანი და იორდანისპირეთის სახელმწიფოები. ის განსაკუთრებით გაძლიერდა ჰარიტატ IV (ახალის წელთაღრიცხვით 9-40წწ.) მეფობის დროს. რომის იმპერატორმა ტრაიანემ 106 წელს გაანადგურა ნაბატეველთა სახელმწიფო და მის ტერიტორიაზე შექმნა რომის პროვინცია არაბეთი. ნაბატეველებს არ დაუტოვებიათ წერილობითი ძეგლები,გარდა რამდენიმე წარწერისა.

ნაბატეველთა სახელმწიფოს დაცემის შემდეგ ბიზანტიის საზღვრებთან სირიის ტერიტორიაზე ჩვენი წელთაღრიცხვით III საუკუნეში შეიქმნა ღასანიდების სახელმწიფო.

ნაბატეველთა სამარხები პეტრაში
დაფა ნაბატეველთა ანბანით
დაფა ნაბატეველთა ანბანით

მათი ისტორია ძირითადად ბერძნული და ლათინური წყაროებიდან არის ცნობილი. ამ წყაროების უმეტესობა ნაბატეველებს არაბებად თვლის. ნაბატეველები ლაპარაკობდნენ არაბულ ენაზე, თუმცა იყენებდნენ არამეულ ენას და გრაფიკას. III საუკუნეში არამეული დამწერლობის საფუძველზე შეიმუშავეს განსაკუთრებული განსაკუთრებული შრიფტი, რომელიც საფუძვლად დაედო ახლანდელ არაბულ დამწერლობას. შემორჩა ნაბატეველთა მცირერიცხოვანი ეპიგრაფიკული ძეგლები. მათმა ხელოვნებამ განიცადა ელინისტური კულტურის დიდი ზეგავლენა განიცადა. ეს გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა არქიტექტურაში (ორდერული ელემენტები) და სახვით ხელოვნებაზე (ბერძნული მითოლოგიური სიუჟეტები, ფორმათა პლასტიკურ-მოცულობითი გადმოცემა).

შეინიშნებოდა საერთო არაბული პანთეონის თაყვანისცემა, გავრცელებული იყო მსხვერპლშეწირვა, დინასტიური კულტის თაყვანისცემა.

პეტრა
პეტრა

ნაბატეველთა სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია კლდეში გამოკვეთილი უნიკალური კომპლექსი პეტრა. (ძველი წლთაღრიცხვის III საუკუნის ბოლო- ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნე. მასში შედის ტაძრები, აკლდამები, საცხოვრებელი სახლები, თეატრები და სხვა ნაგებობები. ჩრდილოეთით ხირბეთ-ტანურსა (იორდანიის ტერიტორია ძველი წელთაღრიცვხით I  საუკუნე და ახალი წელთაღრიცხვით II საუკუნე) და ჯებელ-ჰაურანში (სირიის ტერიტორია ძველი წელთაღრიცხვით  I  საუკუნე და ახალი წელთაღრიცხვით II საუკუნე) აღმოჩენილია ნაბატეველთა მიწისზედა ტაძრები.


პეტრა