შინაარსზე გადასვლა

მწვანე ხიდი (სანქტ-პეტერბურგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მწვანე ხიდი
Зелёный мост
კოორდინატები 59°56′10″N 30°19′11″E / 59.936111° ჩ. გ. 30.319722° ა. გ. / 59.936111; 30.319722
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
სიგრძე 29,3 მ
სიგანე 38,7 მ
გახსნის თარიღი 1720
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810699006

მწვანე ხიდი (რუს. Зелёный мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში მდინარე მოიკაზე. მდებარეობს ცენტრალურ რაიონში. აკავშირებს საადმირალოს მეორე კუნძულსა და ყაზანის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 29,3 მეტრი, სიგანე - 38,7 მ. ესაა პირველი თუჯის ხიდი სანქტ-პეტერბურგში. არის ისტოორიისა და კულტურის ძეგლი.

ხიდი მდებარეობს ნევის პროსპექტის გაგრძელებაზე. ხიდთან ახლოს მდებარეობს სტროგანოვის სასახლე, ჩიჩერინის სახლი, ჰოლანდიის რეფორმატორული ეკლესიის სახლი, ა. გერცენის სახელობის რუსეთის პედაგოგიური უნივერსიტეტის შენობა. კოტომინის სახლის კუთხეში 1800-1840-იან წლებში მდებარეობდა ს. ვოლფისა და ტ. ბერანჟეს საკონდიტრო, რომელშიც დუელამდე სტუმრად იყო ალექსანდრე პუშკინი.

დინების ზემოთ მდებარეობს მომღერლების ხიდი, ხოლო ქვემოთ — წითელი ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურებია „საადმირალო“, „გოსტინი-დვორი“.

ამ ადგილზე არსებულ ხის ხიდს 1720-იან წლებში ეწოდებოდა პეტრეს ხიდი. 1730-იან წლებში უწოდეს მწვანე ხიდი, მისი საღებავის ფერის გამო. 1777 წელს გაჩნდა სხვა სახელწოდება „პოლიციის ხიდი“. ერთ-ერთი ვერსიით სახელწოდება მომდინარეობს ახლოს მდებარე ქალაქის პოლიციის სამმართველოს შენობის გამო. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ხიდს ეწოდა სახალხო ხიდი. 1998 წელს ხიდს დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება.

1720 წელს ამ ადგილზე ააგეს ხის ხიდი. 1726 წლამვე ხიდზე გადიოდა ქალაქის საზღვარი. XVIII საუკუნეში არაერთხელ მოხდა ხიდის გადაკეთება. 1805 წელს შეიქმნა ახალი ხიდის პროექტი რობერტ ფულტონის მიერ, რომელიც დაამტკიცა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა და 1806 წელს ძალზედ მოკლე დროში - შვიდ თვეში - ხიდი ააშენეს. მეტალის კონსტრუქციები დაამზადეს პეტერბურგისა და კრონშტადტის თუჯის ქარხნებში.

1808-1818 წლებში სანქტ-პეტერბურგში კიდევ ხუთი ხიდი აშენდა მსგავსი პროექტით (წითელი, პოცელუევის, ალექსანდროვსკის, ლურჯი და ნოვო-მოსკოვსკის ხიდები).

1859 წელს პრინცესა დაგმარის სტუმრობისას, პოლიციის ხიდზე უამრავი ხალხი შეიკრიბა, რასაც ვერ გაუძლო ხიდმა და მოსახლეობა ჩაცვივდა მდინარე მოიკაში. ოფიციალური მონაცემებით შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

1951 წელს ალექსანდრე როტაჩის პროექტის მიხედვით აღადგინეს ფანარები, ხოლო 1967 წელს ხიდის დეკორატიული დეტალები.

  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — С. 85—86. — 280 с.
  • Блэк И., Ротач А. Чугунные арочные мосты в Ленинграде // Архитектурное наследство. — 1955. — № 7. — С. 143—156.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 469—470. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 332. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]